Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

გონორეა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

გონორეა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (STI), რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით – Neisseria gonorrhoeae. ეს გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მიდრეკილია სხეულის თბილი, ტენიანი უბნებისკენ, მათ შორის: ურეთრა, თვალები, ყელი, საშო, ანუსი, ქალის რეპროდუქციული ტრაქტი, რომელიც მოიცავს ფალოპის მილებს, საშვილოსნოს ყელს და საშვილოსნოს

გონორეამ შეიძლება გავლენა იქონიოს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანზე, მაგრამ ის განსაკუთრებით გავრცელებულია 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში.

არანამკურნალევმა გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები და, ზოგიერთ შემთხვევაში, უნაყოფობა. მაგრამ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შეიძლება განკურნოს ინფექცია და შეამციროს გართულებების შანსი.

როგორ გადაეცემა გონორეა?

გონორეა გადაეცემა ორალური, ანალური ან ვაგინალური სქესობრივი კონტაქტით და ასევე გონორეით დაავადებულ ორსულს შეუძლია ბავშვს ინფექცია მშობიარობის დროს გადასცეს.

გონორეას სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში, გონორეა არ იწვევს სიმპტომებს. გამოვლენის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხეულის სხვადასხვა არესთან, თუმცა ჩვეულებრივ ვლინდება სასქესო ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები:

მამაკაცებში გონორეას ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

  • მტკივნეული შარდვა
  • ჩირქისმაგვარი გამონადენი პენისიდან
  • ტკივილი ან შეშუპება ერთ სათესლე ჯირკვალში

ქალებში გონორეას ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

  • დიდი რაოდენობით ვაგინალური გამონადენი
  • მტკივნეული შარდვა
  • ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის (მაგ. სისხლდენა ვაგინალური სქესობრივი აქტის შემდეგ)
  • მუცლის ან მენჯის ტკივილი

გონორეამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის შემდეგ არეებზე:

  • სწორი ნაწლავი. ნიშნები და სიმპტომებია: ანალური ქავილი, ჩირქოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან, სისხლის ლაქები (ნათელი წითელი ფერის) ტუალეტის ქაღალდზე, ნაწლავის მტკივნეული მოძრაობა.
  • თვალები. გონორეამ, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს თვალებზე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტკივილი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ და ჩირქოვანი გამონადენი ერთი ან ორივე თვალიდან.
  • ყელი. ყელის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ყელის ტკივილს და გადიდებულ ლიმფურ კვანძებს კისერზე.
  • სახსრები. თუ ერთი ან მეტი სახსარი დაინფიცირდა ბაქტერიით (სეპტიური ართრიტი), სახსრები შეიძლება იყოს თბილი, წითელი, შეშუპებული და უკიდურესად მტკივნეული, განსაკუთრებით მოძრაობის დროს.

გონორეა და ორსულობა

თუ ორსულად ხართ და გაქვთ გონორეა, შესაძლოა ინფექცია თქვენს შვილს მშობიარობის დროს გადასდოთ. ამან შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თუ ორსულად ხართ, ესაუბრეთ თქვენს ექიმს სწორი გამოკვლევის, ტესტირებისა და მკურნალობის შესახებ. გონორეის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მკურნალობა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებს ნაკლებად სავარაუდოს გახდის.

რისკ-ფაქტორები

25 წლამდე სქესობრივად აქტიური ქალები და ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცები გონორეის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

სხვა რისკ-ფაქტორები მოიცავს:

  • ახალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა
  • თუ გყავთ სქესობრივი პარტნიორი, რომელსაც ჰყავს სხვა პარტნიორები
  • ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა
  • გონორეა ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ანამნეზში

გართულებები

არანამკურნალევმა გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა:

  • უნაყოფობა ქალებში. გონორეა შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID). PID-მა შეიძლება გამოიწვიოს მილების ნაწიბურების წარმოქმნა, ორსულობის გართულებებისა და უნაყოფობის რისკის ზრდა, ის საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
  • უნაყოფობა მამაკაცებში. გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება – ეპიდიდიმიტი. არანამკურნალევმა ეპიდიდიმიტმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.
  • ინფექცია, რომელიც ვრცელდება სახსრებსა და სხეულის სხვა უბნებზე. გონორეის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს სისხლში და დააინფიციროს თქვენი სხეულის სხვა ნაწილები, სახსრების ჩათვლით. შესაძლო შედეგია ცხელება, გამონაყარი, კანის წყლულები, სახსრების ტკივილი, შეშუპება და შებოჭილობა.
  • გართულებები ჩვილებში. ბავშვებს, რომლებიც დედისგან  მშობიარობისას ინფიცირდნენ, შესაძლოა განუვითარდეთ სიბრმავე, წყლულები თავის კანზე და ინფექციები.

დიაგნოსტიკა

ტესტები გონორეაზე

  • შარდის გამოკვლევა. ეს დაგეხმარებათ ბაქტერიების იდენტიფიცირებაში თქვენს ურეთრაში
  • ნაცხის გამოკვლევა. ბაქტერიის იდენტიფიცირებისთვის ხდება თქვენი ყელის, ურეთრის, საშოს ან სწორი ნაწლავის ნაცხის გამოკვლევა.
  • სისხლის გამოკვლევა

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ გონორეა, მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, სანამ ტესტის უარყოფით შედეგს არ მიიღებთ.

არის თუ არა გონორეა განკურნებადი?

დიახ, სწორ მკურნალობას შეუძლია გონორეის განკურნება. გონორეას მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები. ინფექციის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი.

ინფექციის მკურნალობას ართულებს რეზისტენტული შტამების არსებობა. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ მცირდება, აუცილებელია ექიმტან ვიზიტი, მკურნალობის გეგმის გადახედვა და ლაბორატორიული მონიტორინგი დინამიკაში.

პრევენცია

გონორეის რისკის შესამცირებლად:

  • კონდომების გამოყენება სქესობრივი კავშირისას
  • სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება  თუ  პარტნიორს ინფექციის სიმპტომები აქვს
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების  სკრინინგი 

გონორეით განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავშეკავება სრულ კლინიკურ-ლაბორატორიულ განკურნებამდე.

თუ ეჭვობთ გონორეაზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობაზე, თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია ან გსურთ სკრინინგის ჩატარება  რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
 

 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

 

 

 

 

რესურსები

https://www.cdc.gov/std/gonorrhea/stdfact-gonorrhea.htm

https://www.healthline.com/health/gonorrhea#treatment

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gonorrhea/diagnosis-treatment/drc-20351780

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button