ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მიკრობიომი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მიკრობიომი

ენდომეტრიუმის მიკრობიომი  მიკრობების ეკოსისტემაა, რომელიც  ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიგნითა შრეში) მდებარეობს.

საშვილოსნოს ენდომეტრიუმი ხანგრძლივი დროის მანძილზე სტერილურად იყო მიჩნეული, თუმცა კვლევებით დადასტურებულია, რომ ის “მიკრობული საზოგადოებისგან” შედგება, რომელიც ძირითადად ლაქტობაცილებითაა წარმოდგენილი. ლაქტობაცილები ქმნის სპეციფიკურ გარემოს, რომელიც ხელს უშლის პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროფლორის გამრავლებას. სწორედ ამიტომ მიკრობიომის ბალანსი მნიშვნელოვანია რეპროდუქციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის:

  • ნაყოფიერება – ლაქტობაცილებით მდიდარი მიკრობიომი ზრდის ემბრიონის (განაყოფიერებული კვერცხუჯრედის) იმპლანტაციის შანსს
  • ინფექციების პრევენცია – დაბალანსებული მიკრობიომი  იცავს ენდომეტრიუმს პათოგენური ბაქტერიებისგან
  • იმუნური ბალანსი – მიკრობიომი მონაწილეობს იმუნური რეაქციების რეგულაციაში, რაც მნიშვნელოვანია ორსულობის შენარჩუნებისთვის
  • გინეკოლოგიური დაავადებები – დისბალანსი შეიძლება უკავშირდებოდეს ქრონიკულ ენდომეტრიტს, ენდომეტრიოზს და ორსულობის წარუმატებლობას.

ვაგინალური მიკრობიომი

კვლევების თანახმად, ლაქტობაცილები ყველაზე გავრცელებული ბაქტერიებია რეპროდუქციული ასაკის ქალების ვაგინალურ ფლორაში.

ლაქტობაცილების მთავარი როლია რძემჟავის გამომუშავება, რაც ინარჩუნებს დაბალ  pH-ს (3.5–4.5), ანუ მჟავე გარემოს საშოში  და ამცირებს პათოგენური ბაქტერიების ზრდის რისკს. ლაქტობაცილები  განსაკუთრებით აქტიურდება პუბერტატის პერიოდში, როცა ესტროგენის გავლენით  უჯრედებში გლიკოგენის დონე  იზრდება. ლაქტობაცილების მონაწილეობით გლიკოგენი გარდაიქმნება რძემჟავად, რაც უზრუნველყოფს  დაბალი  pH შენარჩუნებას.

 

მიკრობიომი საშვილოსნოში და საშვილოსნოს ყელში

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მიკრობიომი მეტ-ნაკლებად განსხვავდება ვაგინალური მიკრობიომისგან.  ლაქტობაცილები აქაც დომინირებს და ინარჩუნებს ენდომეტრიუმის დაბალ PH-ს, თუმცა  გვხვდება სხვა ბაქტერიებიც: Acinetobacter, Pseudomonas და Comamonadaceae.

კვლევების მიხედვით ენდომეტრიუმის მიკრობიომი შედგება შემდეგი ჯგუფებისგან:

  • ლაქტობაცილები – ყველაზე მნიშვნელოვანი „კარგი“ ბაქტერიები
  • Gardnerella – განსაკუთრებით მრავლდება დისბალანსის დროს
  • Escherichia – ნაწლავის ბაქტერია, რომელიც ენდომეტრიუმში აღმოჩენისას შეიძლება ანთებას იწვევდეს
  • Prevotella – ანაერობული ბაქტერია, რომელიც დისბალანსისას იზრდება
  • Streptococcus – ზოგჯერ გვხვდება ენდომეტრიუმის პოლიპების მქონე ქალებში
  • სოკოები – დაახლოებით 10% ენდომეტრიუმის მიკრობიომის შემადგენლობის
  • ვირუსები – დაახლოებით 5%

 

საშვილოსნოს ყელის მიკრობიომი „გარდამავალი ზონაა“,  ვაგინალურ და ენდომეტრიულ მიკრობიომებს შორის. მისი შემადგენლობა წარმოდგინილია:

ლაქტობაცილები (30.6%)

Pseudomonas (9%)

Acinetobacter (9%)

Vagococcus (7.2%)

Sphingobium (5%)

რა ხდება დისბალანსის დროს?

თუ მიკრობიომის ბალანსი დაირღვა, მცირდება ლაქტობაცილები და მრავლდება მიკროფლორა, რომელსაც დაავადებების გამოწვევა შეუძლია:

ქრონიკული ენდომეტრიტი – ენდომეტრიუმის მუდმივი ანთება, რომელიც ხშირად უხილავად მიმდინარეობს. ამის მიზეზია ლაქტობაცილები შემცირება და პათოგენური მიკრობები ზრდა. ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხშირად აუმჯობესებს მდგომარეობას და ზრდის ემბრიონის იმპლანტაციის შანსს

იმპლანტაციის წარუმატებლობა – როცა ემბრიონი ვერ „ჩაინერგება“  საშვილოსნოში. ეს ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ მიკრობიომში ლაქტობაცილები აღარ დომინირებს, რაც არღვევს ენდომეტრიუმის ფიზიოლოგიურ გარემოს. ანტიბიოტიკებისა და პრობიოტიკების კომბინაცია ზოგჯერ ბალანსს აღადგენს

ენდომეტრიოზი და ადენომიოზი – ამ დაავადებების მქონე ქალებში ხშირად აღინიშნება მიკრობიომის  მრავალფეროვნება ლაქტობაცილების შემცირებით, რაც ანთების განვითარების ალბათობასაც ზრდის

ორსულობა – ლაქტობაცილებით მდიდარი ვაგინალური მიკრობიომი ამცირებს ორსულობის შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს. ხოლო „ბაქტერიული ვაგინოზის მსგავსი“ გარემო ზრდის გართულებების ალბათობას

მიკრობიომი და უნაყოფობა

საშვილოსნოს მიკრობიომის ბალანსი არის ქალის ნაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მისი დარღვევა ზრდის უშვილობის,  იმპლანტაციის წარუმატებლობის და სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების რისკს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ინ-ვიტრო ფერტილიზაციის საჭიროების მქონე პაციენტებში ენდომეტრიუმში ლაქტობაცილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია – დაახლოებით განახევრებულია ჯანმრთელი ქალების ლაქტობაცილების რაოდენობასთან შედარებით.

ენდომეტრიოზი და მისი კავშირი მიკრობიომის დისბალანსთან

ენდომეტრიოზი ხშირად აღინიშნება ქალებში, რომელთაც საშვილოსნოს მიკრობიომის შემადგენლობაში შემცირებული აქვთ ლაქტობაცილების რაოდენობა. ასეთ ქალებში ხშირია პათოგენური მიკროფლორის გამრავლება: Pseudomonas, Acinetobacter, Vagococcus,  Sphingobium და სხვა.

მიკრობიომის ცვლილებები ციკლის განმავლობაში

ენდომეტრიუმის მიკრობიომი ჯანმრთელ ქალებში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის ციკლის პროლიფერაციულ და სეკრეტორულ ფაზებში. თუმცა, მიკრობიომის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ირღვევა მენსტრუალური ციკლის დარღვევების მქონე ქალებში. ამ დროს აღინიშნება ანაერობული მიკროფლორის სიჭარბე, რაც მიკრობიომის დისბალანსზე და ინფექციის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

 

ენდომეტრიუმის პოლიპები და ქრონიკული ენდომეტრიტი

საშვილოსნოს ღრუში ბაქტერიული ინფექციების დროს იზრდება ქრონიკული ენდომეტრიტის (CE) განვითარების რისკი,  რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიკრობიომის როლს. ასევე კვლევებით დადგენილია, რომ უნაყოფობის შემთხვევებიც კავშირშია ქრონიკულ ენდომეტრიტთან.

ენდომეტრიუმის პოლიპების მქონე ქალებში ხშირად აღინიშნება მიკრობიომის ცვლილებები. ასეთ ქალებში დაფიქსირებულია ლაქტობაცილების, ბიფიდობაქტერიების, Gardnerella-ს, Streptococcus-ის, Alteromonas-ის და Euryarchaeota-ს რაოდენობის მომატება. ლაქტობაცილების გამრავლება ყოველთვის არ ასოცირდება მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებასთან.

მოკლე ჯაჭვიანი ცხიმმჟავები (SCFAs) და ნაყოფიერება

ლაქტობაცილების მიერ  გლიკოგენის გარდაქმნის ფერმენტული პროცესების დროს ასევე წარმოიქმნება მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები: აცეტატი, პროპიონატი და ბუტირატი. ეს მოლეკულები სასიგნალო ფუნქციას ასრულებს და მონაწილეობს იმუნური და ანთებითი რეაქციების რეგულირებაში. ცხიმმჟავები ამცირებს ანთებითი ციტოკინების აქტივობას ენდომეტრიუმში, ხელს უწყობს ემბრიონის იმპლანტაციას და ორსულობის სტაბილიზაციას.

ენდომეტრიუმის მიკრობიომის ბალანსი ქალის ნაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი დარღვევა ზრდის უნაყოფობის, ენდომეტრიოზის და ორსულობის გართულებების რისკს.

 

საშვილოსნოს მიკრობიომის კვლევის მეთოდი

Ebiom+ / ენდომეტრიუმის მიკრობიომის და ქრონიკული ენდომეტრიტის კომპლექსური კვლევა –  ტესტია, რომელიც ერთდროულად აფასებს მიკრობიომის ბალანსს და ქრონიკული ენდომეტრიტის გამომწვევ პათოგენებს, რაც საშუალებას იძლევა დაისვას უფრო ზუსტი დიაგნოზი და ინდივიდუალური მკურნალობა დაიგეგმოს.

ტექნოლოგია: ახალი თაობის სექვენირება (Next Generation Sequencing, NGS).

 

ენდომეტრიუმის მიკრობიომის კომპლექსური ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ბაქტერიები. ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული ენდომეტრიტების გამომწვევი ბაქტერიების გამოსავლენად. ქრონიკული ენდომეტრიტის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუმჯობესებს ნაყოფიერების მართვას.

 

EBIOM+

 

როგორ შეიძლება მიკრობიომის შენარჩუნება?

პრობიოტიკები – ხელს უწყობს ლაქტობაცილების აღდგენას

ანტიბიოტიკები – გამოიყენება ინფექციების დროს, რათა შემცირდეს პათოგენური ბაქტერიები

კვება – ბოჭკოვანი საკვები, ფერმენტირებული პროდუქტები და ჯანსაღი დიეტა

ჯანსაღი ცხოვრების სტილი – სტრესის მართვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ძილის ჰიგიენა

ახალი მეთოდები – მაგალითად, ვაგინალური მიკრობიომის ტრანსპლანტაცია კვლევის ეტაპზეა

 

წყარო:

https://www.contemporaryobgyn.net/view/the-role-of-microbiome-in-female-fertility-and-reproductive-health

https://academic.oup.com/humrep/article/36/4/1021/6141565?utm_source

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0015028226000397

  1. How the microbiome influences female fertility? EurekAlert. February 24, 2025. Accessed March 7, 2025. https://www.eurekalert.org/news-releases/1074654
  2. Manish K, Luhan J, Hoi-Lan L, et al. Impact of microbiota on female fertility and gynecological problems. Reproductive and Developmental Medicine,2025;8(4):242-251. doi:10.1097/RD9.0000000000000082

 

 საშვილოსნოს მიკრობიომის კვლევისთვის ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთEbiom-ის დიაგნოსტიკურ პანელებს

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – *7770 ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button