10 ნიშანი, რომლებიც რკინის დეფიციტზე მიუთითებს
რკინა მინერალია, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. ჰემოგლობინი ცილაა ერითროციტებში, რომელიც რკინის მონაწილეობით ჟანგბადის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თუ რკინის დონე არასაკმარისია, მცირდება ჰემოგლობინის რაოდენობა და შესაბამისად ჟანგბადით ქსოვილებისა და უჯრედების მომარაგების პროცესიც.
რკინის დეფიციტი არის ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ესაა მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელი ერითროციტების დონე დაბალია (ე.წ. რკინადეფიციტური ანემია).
ანემიის გარეშეც შესაძლებელია რკინის დეფიციტის არსებობა ორგანიზმში, თუმცა სწორედ რკინის დეფიციტა ხშირად პირველი ნაბიჯი, რაც საბოლოოდ ანემიის განვითარებას იწვევს.
რკინის დეფიციტის მიზეზი არაერთია. ორგანიზმში რკინის ნაკლებობას შესაძლოა იწვევდეს როგორც კვებითი ტავისებურება (ვეგანობა, ვეგეტარიანელობა), ისე დაავადებები, რომლებიც რკინის ათვისებას აფერხებს. ასევე გასათვალისწინებელია ასაკი, სქესი და პაციენტის სამედიცინო ისტორია.
მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, არსებობს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ანემიაზე და რკინის დეფიციტის არსებობაზე მიგვანიშნებდეს:
1. მუდმივი დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობის დაქვეითება
როცა ორგანიზმში რკინის დონე დაბალია, ჟანგბადის მიწოდება ტვინსა და კუნთებში ირღვევა, რაც იწვევს ფიზიკურ და მენტალურ გამოფიტვას, ენერგიის დაქვეითებას და ზოგად სისუსტეს.
ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა ან სწრაფი დაღლილობა ვარჯიშისას ასევე ხშირი სიმპტომია რკინის დეფიციტის დროს. ამ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია ჩვეული დატვირთვის ატანა
2. გუნებ-განწყობისადაკოგნიტურიცვლილებები
რკინა არაერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში:
- ტვინის ქიმიური ნივთიერებების (სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი) წარმოქმნა და მეტაბოლიზმი
- მიელინის სინთეზი (ნერვული ბოჭკოების დამცავი გარსი, რომელიც ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისთვის და კომუნიკაციისტვისაა აუცილებელი)
- ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან ქსოვილებში
- ენერგიისა და დნმ‑ის წარმოქმნა
როცა ორგანიზმში რკინის მარაგი დაბალია, ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები ირღვევა და ეს იწვევს სხვადასხვა ემოციურ და კოგნიტურ ცვლილებებს, როგორიცაა:
- დაქვეითებული/დეპრესიული გუნებ-განწყობა
- ინტერესისა და სიამოვნების მკვეთრი დაქვეითება (ანჰედონია)
- შფოთვა და გაღიზიანებადობა
- ყურადღების, მსჯელობისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
- აზროვნების ბუნდოვანება („ტვინის ნისლი“)
- ახალი მასალის დამახსოვრების უნარის და მეხსიერების დაქვეითება (ამნეზია)
3. თავის ტკივილი
რკინის დაბალი დონე ტვინში არღვევს ჟანგბადის ტრანსპორტს და შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან შაკიკის მსგავსი ტკივილი.
მკურნალობის გარეშე რკინის დეფიციტი პროგრესირებს ანემიამდე.
შაკიკის მქონე ქალებში რკინადეფიცირუტი ანემიის ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია შეტევების სიხშირესა და ხანგრძლივობასთან.
4. თავბრუხვევა
ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომების მსგავსად, ტავის ტვინში ჟანგბადის მიწოდების დეფიციტი ვლინდება თავბრუსხვევით.
თავბრუზვევა საერთო ტერმინია, რომელიც მოიცავს შემდეგ შეგრძნებებს:
- ვერტიგო – გარემოს ბრუნვის შეგრძნება
- ბალანსის დაკარგვა – არასტაბილურობის ან წონასწორობის დარღვევის განცდა
- გულის წასვლის შეგრძნება
5. პიკა
მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს არასაკვები ნივთიერებების საკვებად მიღების სურვილი და ეს დაკავშირებულია ამა თუ იმ ნუტრიენტის, მათ შორის რკინის დეფიციტთან.
ეს ნივთიერებებია:
- თიხა ან მიწა
- ქაღალდის პროდუქტები — მუყაო
- სიმინდის სახამებელი, უმი ბრინჯი
- ცარცი
- კვერცხის ნაჭუჭი
- საღებავი
- ყავის ნალექი
- ბავშვის პუდრი დასხვა
6.მოუსვენარი ფეხების სინდრომი
მოუსვენარი ფეხების სინდრომი ხასიათდება ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებით და ფეხების მოძრაობის დაუძლეველი სურვილით, განსაკუთრებით მოსვენების მდგომარეობაში – ღამით, ძილის დროს.
უსიამოვნო შეგრძნებები და ფეხების მოძრაობის დაუძლეველი სურვილი ნაწილობრივ ან მთლიანად ქრება ფიზიკური აქტივობისას, მაგალითად გაჭიმვის ან სიარულის დროს. თუმცა, როგორც კი აქტივობა შეწყდება, სიმპტომები ისევ ბრუნდება.
მკვლევართა შეხედულებით სინდრომი გამოწვეულია დოფამინის მეტაბოლიზმის დარღვევით, რაც ტვინში რკინის დაბალი დონით არის განპირობებული. დოფამინი არის ტვინის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მოძრაობის რეგულირებას უზრუნველყოფს.
7. კანის, თმის, ფრჩხილის დაზიანებები
რკინა უზრუნველყოფს ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებას. კანის, თმისა და ფრჩხილების სიცოცხლისუნარიანობას, ტექსტურასა და ტონუსს.
რკინის დეფიციტის ხარისხის მიხედვით, შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნები:
- კანის სიფერმკრთალე ან მოყვითალო ელფერი. ასევე აღინიშნება თვალის ლორწოვანის სიფერმკრთალე
- მშრალი, მტვრევადი თმა ან თმის ცვენა (ალოპეცია)
- მტვრევადი ფრჩხილები, რომლებმაც საბოლოოდ შეიძლება განიცადოს ჩაღრმავება (კოილონიქია)
- ანგულარული ქეილიტი — ტუჩის კუთხეების გამოშრობა და აქერცვლა, რასაც ხშირად მოსდევს ინფიცირება
- კანის ჭრილობების შეხორცების დაყოვნება
8. სიცივის შეგრძნება
რკინის დეფიციტის დროს ადამიანს მომატებული მგრძნობელობა აქვს გარემოს დაბალი ტემპერატურის მიმართ.
ჟანგბადის მიწოდების დეფიციტის დროს, ორგანიზმის სითბოს შესანარჩუნებლად რეფლექსურად პერიფერიული სისხლძარღვების (კიდურების და სხეულის წარზიდული ნაწილების) შევიწროვება ხდება, რაც ამ რეგიონებში ამცირებს სისხლის ცირკულაციას და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
გარდა სიცივის შეგრძნებისა, რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება კიდურებში:
- ტკივილი ან დისკომფორტი
- ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია)
- შემცივნება ან კანკალი
- სისუსტე
9. სუნთქვის გაძნელება
ჰემოგლობინის ნაკლებობა იწვევს ჰიპოქსემიას — სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითებას. შედეგად, სუნთქვა შეიძლება გახშირდეს და ადამიანს დაეწყოს სუნთქვის სუნთქვის გაძნელება.
კვლევები მიუთითებს, რომ რკინის დეფიციტი ს საპასუხოდ ხდება ფილტვების სისხლძარღვების შევიწროება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ტავბრუსხვევას, დაღლილობას და სუნტქვის უკმარისობას, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს
10. გულის ფრიალი
რკინის დეფიციტის დროს სისხლში ჟანგბადის დონე მცირდება, რის გამოც გულს უფრო ხშირად და ძლიერად შეკუმშვა უწევს, რატა ჯანგბადი მიაწოდოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
გულის
გულის გადაჭარბებული აქტივობის შედეგად შეიძლება განვითარდეს გულის ფრიალი — მდგომარეობა, როცა ადამიანი საკუთარ გულისცემას მკაფიოდ შეგრძნობს. ეს შეგრძნება ხშირად აღწერილია როგორც:
- სწრაფი ცემა
- გამოტოვებული დარტყმები
- „ფრთების ფრიალის“ მსგავსი შეგრძნება მკერდში
- მოუსვენრობის განცხა გაძლიერებულ გულისცემასთან ერთად
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ერთი ან რამდენიმე ეჭვს გიჩენთ, რომ შესაძლოა რკინის დეფიციტი ან ანემია გქონდეთ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს და დაგეგმოთ კვლევები, რომლებიც ამ მდგომარეობების დიაგნოსტიკისატვის აუცილებელია:
- სისხლის საერთო ანალიზი
- რკინის განსაზღვრა შრატში
- ფერიტინის და ტრანსფერინის განსაზღვრა
- B12 ვიტამინის და ფოლატის (B9) მაჩვენებლების განსაზღვრა
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
რესურსები
https://health.clevelandclinic.org/signs-of-iron-deficiency
https://www.verywellhealth.com/low-iron-symptoms-11802492

















