ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ფაქტები ადამიანის გულის შესახებ | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ფაქტები ადამიანის გულის შესახებ

გული  ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ორგანოა — პატარა ზომის კუნთი, რომელიც ყოველდღე ასიათასჯერ ცემს და სიცოცხლეს გვინარჩუნებს.

ადამიანის გულისცემა ჯერ კიდევ დაბადებამდე, ემბრიონული განვითარების მე-5-6 კვირაზე იწყება, სრულად ჩამოყალიბებული ოთხკამერიანი გული კი დაახლოებით 9–10 კვირაზე ვითარდება.

ადამიანი ხშირად არც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მუშაობს მისი გული — თუმცა ეს პატარა კუნთი შეუჩერებლად ამარაგებს სხეულს სისხლით და ჟანგბადით. სწორედ ეს  უწყვეტი რითმია სიცოცხლის საფუძველი, რაც გულს ნამდვილ  ბიოლოგიურ საოცრებად აქცევს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩვენი გულის შესახებ:

  1. გული დღე-ღამეში დაახლოებით 100 000 შეკუმშვას ახორციელებს, რაც ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 2,6 მილიონ შეკუმშვას შეადგენს
  2. გულისცემის ხმა მისი სარქველების გახსნა-დახურვით იქმნება
  3. ადამიანის გული წუთში დაახლოებით 5,7 ლიტრ სისხლს ტუმბავს. ამ სიჩქარით გულს შეუძლია ოლიმპიური საცურაო აუზის შევსება ერთ წელიწადში
  4. ზრდასრული ადამიანის გული  დაახლოებით  ორი ხელით შეკრული მუშტის ტოლია, ხოლო ბავშვის გული ერთი მუშტის ტოლი
  5. გული მოთავსებულია გულმკერდის ზედა ნაწილში, მკერდის ძვლის უკან და ოდნავ მარცხნივ. მკერდის ძვალი და ნეკნები იცავს მას მექანიკური დაზიანებისგან
  6. გული რომ კომფორტულად მოთავსდეს, მარცხენა ფილტვი ოდნავ პატარაა მარჯვენაზე და აქვს სპეციალური  ჩაღრმავება
  7. საშუალოდ ადამიანის გული 200-450 გრამს იწონის. მამაკაცის გული შესაძლოა 50-60 გრამით მეტს იწონიდეს, ვიდრე ქალის
  8. გულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრების მუშაობა კოორდინირებულია. მარჯვენა პარკუჭი ფილტებისკენ ტუმბავს “გამოყენებულ”  სისხლს, ხოლო მარცხენა პარკუჭი ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს უშვებს სისხლის დიდ მიმოქცევაში
  9. ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედი სისხლის მიერ ტრანსპორტირებული ჟანგბადით მარაგდება. გამონაკლისია მხოლოდ თვალის რქოვანა, რომელიც ავასკულული ქსოვილია. ეს მნიშვნელოვანია რათა შეინარჩუნოს სრული გამჭვირვალობა და სინათლის შეუფერხებელი გატარება ბადურამდე. მისი კვება და ჟანგბადის მიწოდება სხვა გზებით ხორციელდება
  1. გული სისხლს ტუმბავს დაახლოებით 96 000 კილომეტრის ჯამური სიგრძის სისხლძარღვებში — ეს ქსელი იმდენად გრძელია, რომ დედამიწის ეკვატორს ორჯერ შემოსწვდებოდა
  2. ქალის გულისცემა წუთში 8-10 დარტყმით მეტია ვიდრე მამაკაცის, ამის მიზეზია ქალის გულის უფრო მცირე ზომა
  3. თითოეული შეკუმშვით ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭი დაახლოებით 70მლ ოდენობის სისხლს ტუმბავს (ეს მაჩვენებელი შესაძლოა  55-100მლ შორის მერყეობდეს)
  4. გულს საკუთარი ელექტრული იმპულსების წყარო აქვს, რომელიც განსაზღვრავს მის რითმს. ეს იმპულსები ვრცელდება გულის გამტარ სისტემაში, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ შეკუმშვას და უწყვეტ მუშაობას
  5. გულის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილობის მთავარი მიზეზია, თუმცა გულის ჯანმრთელობის მართვა შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით და სტრესის კონტროლით
  6. ისიც მართალია, რომ  გულის ზოგიერთი პრობლემა მემკვიდრეობითია.  თუმცა, მემკვიდრული რისკ-ფაქტორების გავლენის შემცირება შესაძლებელია არტერიული წნევის და ქოლესტერინის კონტროლით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით
  7. მორბენალებს გულის დაავადებების და ინფარქტის განვითარების 45%-ით დაბალი რისკი აქვთ
  8. გულის ჯანმრთელობა უძველესი საკითხია — მტკიცებულებები გულის დაავადებების შესახებ აღმოჩენილია 3 000 წლის წინანდელ მუმიებში
  9. კვლევები აჩვენებს, რომ ორშაბათი — სამუშაო კვირის დასაწყისი — ყველაზე ხშირი დღეა გულის შეტევის შემთხვევებისთვის. ეს ფენომენი ცნობილია როგორც „ლურჯი ორშაბათის ეფექტი“
  10. სიცილი და ბედნიერება აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას — ამცირებს სტრესს და ადუნებს სისხლძარღვებს
  11. მართალია გული სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულს ტვინი აკონტროლებს
  12. გულის კიბო ძალიან იშვიათია, რადგან გულის უჯრედები ზრდასრულ ასაკში წყვეტს დაყოფას, რაც მათ უფრო მდგრადს ხდის კიბოს გამომწვევი გენეტიკური  მუტაციების მიმართ
  13. სტეტოსკოპის გამოგონებამდე (XIX საუკუნემდე) გულის მოსასმენად ექიმი პირდაპირ გულმკერდზე ადებდა ყურს პაციენტს
  14. “გაჩერებულ გულზე” პირველი ოპერაცია 1956 წელს კლივლენდის კლინიკაში ჩატარდა, რომლის დროსაც პირველად იქნა გამოყენებული ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატი, ოპერაციის მსვლელობისას სხეულში სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად

 

ლაბორატორია“სინევო”გისურვებთ ჯანმრთელობას და გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

რესურსები

https://health.clevelandclinic.org/fun-facts-about-your-heart

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button