ცელიაკია აუტოანტისხეულების პროფილი
ცელიაკია — აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის გამომწვევი (გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე) მარცვლოვნებში შემავალი გლუტენია.
გლუტენი გვხვდება ძირითადად ხორბალში, ქერში და ჭვავში, ასევე მათ ჰიბრიდებში. შვრიის ყველა სახეობა შეიცავს გლუტენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტს სპეციალურად აქვს გლუტენი მოცილებული.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ცელიაკიის სკრინინგის პანელს, რომელიც 3 მნიშვნელოვანი ანტისხეულის კვლევას მოიცავს:
– ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgA
ეს ანტისხეულები მიუთითებს ნაწლავის კედლის დაზიანების არსებობაზე
– ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgG
IgG გამოვლენა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს შესაძლოა ქონდეს IgA ანტისხეულების დეფიციტი
– საერთო იმუნოგლობულინი IgA -ს კვლევა მნიშვნელოვანია ამ ტიპის ანტისხეულების სავარაუდო დეფიციტის გამოსავლენას, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ კვლევის სანდოობას
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი
