ხარისხის მართვა

ხარისხის გარე კონტროლი

სამედიცინო ლაბორატორია „სინევო საქართველო“ დიდ ყურადღებას აქცევს კვლევის ხარისხს, რასაც ადასტურდებს გერმანიის საცნობარო ლაბორატორიის DGKL- ის მიერ გაცემული უცხოური სერტიფიკატები.
 
ეს სერთიფიკატები მოწმობს სამედიცინო ლაბორატორია „სინევო საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული კვლევის ხარისხის შესაბამისობას.
გარე ხარისხის შეფასების კონტროლი RFB 2020
HP201 9900011 Z 25 01 2020 page 0001 min
HM201 9900011 Z 25 01 2020 page 0001 min
GR201 9900011 Z page 0001 min
TM201 9900011 Z page 0001 min
KU201 9900011 Z page 0001 min

პრეანალიტიკა

გამოიყენება დასავლურ–ევროპული წარმოების ერთჯერადი ვაკუუმ–სისტემები;             
 ერთიანი საინფორმაციო ლაბორატორიული სისტემა მთელი ბიო მასალის შტრიხკოდების საშუალებით უზრუნველჰყოფს ადამიანური ფაქტორით განპირობებული შეცდომების მინიმუმამდე შემცირებას.
ტესტები ტარდება ავტომატურ დახურულ ანალიზატორებში – ვაკუტაინერებში.
ვაკუტაინერი არის სტერილური მინის ან პლასტმასის მილის ფორმის დახურული ერთჯერადი სინჯარა, რომელის შიგნით შექმნილი ვაკუუმი და წნევა განაპირობებს ვენიდან დამატებითი ამოქაჩვის გარეშე ანალიზსითვის საჭირო სისხლის განსაზღვრული მოცულობის აღებას (სისხლის აღების ეს მეთოდი ზუსტი და ნაკლებად მტკივნეულია).
აღნიშნული ვაკუტაინერები შეიცავს ქიმიურ დანამატებს და დახურულია სხვადასხვ ფერის თავსახურით, რომელიც შეესაბამება ანალიზის გარკვეული კატეგორიას, აღნიშნული ვაკუტაინერები თავსდება Cobas-ის და სხვა  ანალიზატორებში, თითოეულს მინიჭებული აქვს უნიკალური ბარკოდი პაციენტის და ანალიზის მონაცემებით , რის შემდეგადაც დანადგარი დროის უმცირეს მონაკვეთში აკეთებს უზუსტეს გამოთვლას.

პაციენტის მომსახურება

“სინევოს” მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა არ განიხილება პაციენტების მომსახურებისგან  იზოლირებულად.
ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ კომფორტული გარემო, რათა არ დახარჯოთ ბევრი დრო ტესტების აღებაზე, მანიპულაციების შესრულებას დაელოდოთ კარგ პირობებში და სწრაფად მიიღოთ კვლევის შედეგები.
 
შესაბამისად, “სინევოს” მომსახურების  დონის ამაღლება გულისხმობს:
 
  • საქართველოს ყველა ლაბორატორიული ცენტრის მომსახურებას საერთო სტანდარტის შესაბამისად;
  • კვლევითი კომპანიების და სოციალურ ქსელებში გამოკითხვის დახმარებით მომსახურების ხარისხის გაკონტროლებას;
  • ერთი მრავალარხიანი საინფორმაციო ხაზის არსებობას;
  • კვლევის შედეგების მზადყოფნის შესახებ SMS შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფას;
  • ელ.ფოსტაზე კვლევის შედეგების ავტომატურად გაგზავნის უზრუნველყოფას;
  • ცხელი ხაზის , ფეისბუქ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პაციენტებისთვის საინტერესო საკითხებზე მუდმივი კონსულტირების უზრუნველყოფას.
 
მოხარული ვიქნებით, თუ თქვენს სურვილებსა და რეკომენდაციებს მოგვწერთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: info@synevo.ge
 

ლოჯისტიკა

ბიოლოგიური მასალის უსაფრთხო და ოპერატიული მიწოდებისთვის კომპანია “სინევო“ იყენებს საკუთარ ავტოპარკს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ლაბორატორიული მომსახურებით, ადგილმდებარეობის მიხედვით უახლოეს ლაბორატორიულ ცენტრებში და მიიღონ კვლევის შედეგები უმოკლეს დროში.
  მანქანების და კონტეინერის სურათები.
პაციენტების ბიომასალის ტრანსპორტირება ხდება სპეციალიზირებული ჩანთა-კონტეინერებით, რაც გამორიცხავს აღებული მასალის დაზიანებას ტრანსპორტირებისას.
lab tests at home 2
Scroll Up