ოქსიდაციური სტრესი
ოქსიდაციური სტრესი ბიოქიმიური პროცესია, სადაც თავისუფალი რადიკალების ჭარბი წარმოქმნა და ანტიოქსიდანტური დაცვის დაქვეითება იწვევს უჯრედულ დაზიანებას. ეს მექანიზმი დაკავშირებულია დაბერებასთან, კიბოსთან, ნეიროდეგენერაციულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.
სარჩევი
თავისუფალი რადიკალები
თავისუფალი რადიკალები მაღალრეაქტიული ატომები ან მოლეკულებია, რომლებსაც აქვთ ერთი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი, რომელიც მის არასტაბილურობას განაპირობებს და იწვევს სხვა მოლეკულებთან ან ატომებთან რეაქციაში შესვლას, რაც არასასურველ პროცესებს იწვევს უჯრედში.
ანტიოქსიდანტები
ანტიოქსიდანტები ნივთიერებებია, რომლებიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დამაზიანებელი მოწმედებისგან.ანტიოქსიდანტების მოქმედება ანეიტრალებს რეაქტიულ მოლეკულებს და ამცირებს ოქსიდაციური სტრესის რისკს. ოქსიდაციური სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთ დაავადებებში, როგორიცაა კიბო, ალცჰაიმერის დაავადება და გულის დაავადებები. ტოქსინები — მაგალითად სიგარეტის კვამლი და გარემოს გამღიზიანებლები — ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის განვითარებას. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები კი ამცირებს მის გავლენას და იცავს უჯრედებს.
რა არის ოქსიდაციური სტრესი
ოქსიდაციური სტრესი არის ბალანსის დარღვევა ორ საპირისპირო მოქმედების მოლეკულას – თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის. ოქსიდაციური სტრესი გულისხმობს თავისუფალი რადიკალების სიჭარბეს და ანტიოქსიდანტების არასაკმარის რაოდენობას. შედეგად, თავისუფალი რადიკალები იწყებს ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანებას. ისინი აზიანებს უჯრედის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის ლიპიდებს (ცხიმებს) და პროტეინებს, რომლებიც აუცილებელია უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ოქსიდაციური სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი ქრონიკული და დეგენერაციული დაავადების განვითარებაში. ოქსიდაციური სტრესი აზიანებს ჯანმრთელი უჯრედების დნმ-ს, რაც ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ოქსიდაციური სტრესი იწვევს ათეროსკლეროზს, ანუ არტერიებში ბალთების წარმოქმნას, ქრონიკული ანტების შედეგად. სისხლძარღვის კედელში ათეროსკლეროზული მასების დაგროვება გულის სისხლმომარაგების შემცირებისა (კორონარული არტერიის დაავადება) და გულის შეტევის მიზეზი ხდება. ხანგრძლივი ოქსიდაციური სტრესი იწვევს თირკმლის ქსოვილის ნაწიბუროვან გადაგვარებას რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს პროცესი პროგრესირებადია და თირკმლის უკმარისობით სრულდება, რომელიც საჭიროებს დიალიზს. ოქსიდაციური სტრესი დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან, პარკინსონთან და გაფანტულ სკლეროზთან. ჭარბი თავისუფალი რადიკალები იწვევს ნეირონების მფარავი მიელინის გარსის დაზიანებას და ნეირონების კვდომას, რაც საბოლოოდ ნეიროდეგენერაციული დაავადებების სახით იჩენს თავს.
ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული ანთებითი პროცესი ასევე აზიანებს ადამიანის ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, იწვევს ისეთი მდგომარეობების განვითარებას როგორებიცაა ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდი).
ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული ქრონიკული ანთება ასევე აზიანებს შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებს რაც რევმატოიდული ართრიტის და სხვა ავტოიმუნური პროცესების სახით ვლინდება.
რა განსხვავებაა თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის?
ანტიოქსიდანტები და თავისუფალი რადიკალები ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე მოლეკულებია, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა როლს ასრულებს. ორივე მათგანის არსებობა საჭიროა, ბიოქიმიური პროცესების ოპტიმალურად განხორციელებისათვის.
მაგალითად: მიღებულ საკვებს ორგანიზმი გარდაქმნის ენერგიად, რომელიც ყველა სასიცოცხლო პროცესს ხმარდება. ამ პროცესებში წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები (რეაქტიული მოლეკულები, ან ატომები), რომლებიც გარდაქმნის პროცესების მხოლოდ გვერდითი პროდუქტია. თავისუფალი რადიკალების გარკვეული ოდენობა აუცილებელია იმუნური რეაქციების სტიმულირებისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია მათი რაოდენობა. მავნე ფაქტორები, როგორებიცაა: მზის პირდაპირი გამოსხივება, ალკოჰოლი, თამბაქოს კვამლის პროდუქტები – იწვევს ასეთი რეაქტიული მოლეკულებისა და ატომების დიდი ოდენობით წარმოქმნას. თავისუფალი რადიკალები წარმოადგენენ არასტაბილურ ქიმიურ მოლეკულებს, რომელთაც აქვთ ერთი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი. ელექტრონული სტრუქტურის ეს დეფიციტი მათ განსაკუთრებულად რეაქტიულს ხდის. სტაბილურობის აღდგენის მიზნით ისინი ცდილობენ სხვა ბიომოლეკულებიდან (DNA, ცილები, ლიპიდები) ელექტრონის მოპოვებას, რაც იწვევს ამ მოლეკულების სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას. აღნიშნული პროცესი ცნობილია როგორც ოქსიდაციური სტრესი, რომელიც დაკავშირებულია უჯრედული დეგენერაციისა და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის განვითარებასთან.
ანტიოქსიდანტები კი მოქმედებს როგორც დამცავი ბიომოლეკულები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ელექტრონს აწვდის ისე, რომ თვითონ არ კარგავს სტაბილურობას. ამგვარად, ისინი ნეიტრალიზებენ რეაქტიულ სახეობებს და ხელს უშლიან ოქსიდაციური ჯაჭვური რეაქციების გაგრძელებას. ანტიოქსიდანტური სისტემა მოიცავს როგორც ენდოგენურ ფერმენტებს (მაგ., კატალაზა, გლუტათიონპეროქსიდაზა), ასევე გარეგან წყაროებს (ვიტამინები C და E, ბეტა-კაროტინი, პოლიფენოლები).
როდესაც ანტიოქსიდანტების რაოდენობა საკმარისი არ არის, თავისუფალი რადიკალები იწყებს „ნადირობას“ სხვა მოლეკულებზე. შედეგად, ორგანიზმში ვითარდება ოქსიდაციური სტრესი.
რა იწვევს ოქსიდაციურ სტრესს?
ყველაფერმა, რაც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობას არაჯანსაღ დონემდე ზრდის, შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესი. მედიკოსები ასეთ ფაქტორებს ხშირად გარემო ფაქტორებს ან გარემო ტრიგერებს უწოდებენ.
ცნობილი მაგალითებია: გარემოს ტოქსინები — ქიმიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, ჰაერის დაბინძურება. მოწევა და თამბაქოს გამოყენება — ზრდის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მზის ზედმეტი ზემოქმედება — ულტრაიისფერი სხივები იწვევს კანის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება აძლიერებს — ღვიძლის დაზიანებას და ოქსიდაციური სტრესს. სტრესი — ქრონიკული ფსიქოლოგიური დაძაბულობა ზრდის თავისუფალი რადიკალების დონეს.
რა სიმპტომები ახასიატებს ოქსიდაციურ სტრესს?
ოქსიდაციური სტრესს შეიძლება ჰქონდეს როგორც ხილული, ისე უხილავი სიმპტომები. თავდაპირველად ისინი ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ დროთა განმავლობაში იჩენს თავს კანის დაზიანებით, დაღლილობით, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით და ნევროლოგიური ცვლილებებით.
მაგალითად, მზის ულტრაიისფერი (UV) სხივები აზიანებს კანის უჯრედების დნმ-ს, რის შედეგადაც ვიტარდება კანზე ნაოჭები, ნამზიურის ლაქები და გამოხატული ვენური ქსელი.
ოქსიდაციური სტრესის მოქმედება ხშირად თვალით უხილავია, თუმცა საბოლოო შედეგები სერიოზული დაზიანების სახით ვლინდებახოლმე.
ოქსიდაციური სტრესის შესამცირებლად ერთ-ერთი მთავარი გზა ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღებაა ყოველდღიურ რაციონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტების მიხება მოხდეს ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტის და არა დანამატების სახით.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
რესურსები
https://my.clevelandclinic.org/health/articles/oxidative-stress




















