თუთია – იმუნიტეტის მცველი
რატომაა თუთია ასეთი მნიშვნელოვანი?
სარჩევი
- თუთია რკინის შემდეგ მეორე ყველაზე უხვად არსებული მიკროელემენტია ორგანიზმში
- ის მონაწილეობს 300-ზე მეტ ენზიმურ რეაქციაში, რომელთა დიდი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება იმუნურ ფუნქციას
- თუთიის დეფიციტი ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე წარმოგვიდგენია; არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, არამედ ხანდაზმულებში, ვეგეტარიანელებში, ვეგანებში, ალკოჰოლის ხშირ მომხმარებლებში და ნაწლავის დაავადებების მქონე პირებში.
რა აკეთებს თუთია იმუნური სისტემისთვის
თუთია აუცილებელი კომპონენტია იმუნური უჯრედების სინთეზისათვის:
- T-ლიმფოციტები – თუთია მონაწილეობს თიმუსში მათი წარმოქმინსა და მომწიფების პროცესში
- ნეიტროფილები – „პირველი რეაგირების“ უჯრედები, რომლებიც ინფექციას სწრაფად ებრძვის
- ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედები – ვირუსებსაა და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ სწრაფი თავდაცვის უჯრედებია
სიგნალური და ანტიოქსიდანტური როლი
სასიგნალო იონი – თუთია წარმოადგენს სასიგნალო იონს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან იმუნურ უჯრედებს და უზრუნველყოფს უცხო აგენტზე მათ რეაგირებას
ანტიოქსიდანტური ფუნქცია: სუპეროქსიდ დისმუტაზა ანტიოქსიდანტური ფერმენტია, რომლის სტრუქტურის ნაწილია თუთია. ის თავისუფალი რადიკალებისგან ატავისუფლებს ორგანიზმს და აკონტროლებს ანთებას.
თუთია ასევე ასრულებს გენური რეგულაციის ფუნქციას — ის უზრუნველყოფს ტრანსკრიფციული ფაქტორების სტრუქტურას და ფუნქციას, რაც აუცილებელია იმუნიტეტის, ზრდისა და ჯანმრთელობისთვის.
რას ნიშნავს თუთიის დეფიციტი
თუთიის დეფიციტი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში მისი ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. რადგან ორგანიზმს მიკროელემენტების, მათ შორის თუთიის თავად წარმოქმნა არ შეუძლია, აუცილებელია მისი მირება საკვებით ან დანამატებით.
სიმპტომები
- დიარეა – განსაკუთრებით ჩვილებში
- ხშირი ინფექციები
- ნელი ზრდა – ბავშვებსა და მოზარდებში
- თმის ცვენა
- ფრჩხილების ცვლილებები (მსხვრევადობა, აქერცვლა)
- ენერგიის ნაკლებობა, გაღიზიანება
- მადას დაკარგვა
- გემოსა და ყნოსვის დაკარგვა
- გამონაყარი კანზე
- ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივება
- და სხვა;
დეფიციტის მიზეზები
- კვებითი ფაქტორები – საკვებში თუთიის ნაკლებობა
- ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტა
- სამედიცინო მდგომარეობები – ნაწლავის დაავადებები, ქრონიკული დიარეა, ცელიაკია, კრონის დაავადება
- ალკოჰოლის ხშირი მოხმარება – ამცირებს თუთიის შეწოვას და ზრდის დანაკარგს
- მედიკამენტები და მკურნალობა – დიურეტიკები, ჰემოდიალიზი, ბარიატრიული ქირურგია
მდგომარეობები, რომლებიც თუთიის დეფიციტს იწვევს
- ალკოჰოლიზმი
- მასობრივი დამწვრობა
- ცელიაკია
- კრონის დაავადება
- HIV
- თირკმლის დაავადებები
- ღვიძლის დაავადებები
- კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები
- ორსულობა
- წყლულოვანი კოლიტი
- მოკლე ნაწლავის სინდრომი
- სეფსისი
- ტიპი 2 დიაბეტი
- Acrodermatitis enteropathica – ნაწლავის დაზიანებით მიმდდინარე კანის ანთება – იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც თუთიის შეწოვას არღვევს და კანზე გამონაყრით ვლინდება.
თუთია არის იმუნიტეტის სტრუქტურული და ფუნქციური საყრდენი. მისი დეფიციტი ხშირად ჩუმად ვითარდება, მაგრამ შედეგები აშკარად ჩანს იმუნურ უჯრედებში, თიმუსის ზომაში და ინფექციების სიხშირეში. მაღალი რისკის ჯგუფებში (ხანდაზმულები, ვეგეტარიანელები/ვეგანები, ნაწლავის დაავადებების მქონე პირები, ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები) დეფიციტის შემოწმება აუცილებელია.
დიაგნოსტიკა
თუთიის დეფიციტის სადიაგნოსტიკო ძირიტადი ტესტია მისი განსაზღვრა სისხლის შრატში. შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის ზოგჯერ დამატებითი კვლევის სახით გამოიყენება ალბუმინის განსაზღვრა შრატში – რადგან შრატში თუთია ალბუმინთანაა დაკავშირებული, ალბუმინის დაბალმა მაჩვენებელმა შესაძლოა თუთიის ცრუ დეფიციტი გვიჩვენოს. კლინიკური სურათიდან გამომდინარე ზოგჯერ მნიშვნელოვანია
წყარო
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/zinc-deficiency
https://meonutrition.com/blogs/article/zinc-for-immune-system
ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ თუთიის კვლევას ორგანიზმში:
| ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
|---|
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ




















