“სინევოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კლუბი” გიწვევთ სალონურ საუბრებზე
მშობლობა ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება. სწორედ ამიტომ, გეპატიჟებით თბილ და მყუდრო გარემოში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან თემაზე:
სარჩევი
ცხელება ბავშვთა ასაკში
შეხვედრას გაუძღვება პედიატრი თამარ ავალიშვილი, რომელიც ისაუბრებს:
ცხელების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე
როდის არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღება
როგორ მოვიქცეთ სახლში
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს
გავრცელებულ მითებსა და ფაქტებზე
ეს იქნება ღია და მეგობრული ფორმატის შეხვედრა, სადაც თითოეულ მშობელს ექნება შესაძლებლობა დასვას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღოს პროფესიონალური პასუხები.
20 ოქტომბერი
16:00 – 18:00
კაფე „მისტერ გრი“
ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა 68ა
სინევოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კლუბი აერთიანებს მშობლებს, რომლებსაც სურთ მიიღონ სანდო და პრაქტიკული ცოდნა ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
გელოდებით საინტერესო, სასარგებლო და თბილ შეხვედრაზე!
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი
