გესტაციური (ორსულობის) დიაბეტი
ოსულობის პერიოდში განვითარებული გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევაა, რისი მიზეზიც ინსულინის არასაკმარისი ან არაეფექტური წარმოქმნაა. სისხლში შაქრის (გლუკოზის ხანგრძლივმა მატებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმს.
სარჩევი
პლაცენტის ჰორმონები – გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობისას პლაცენტარული ჰორმონების გავლენით, რომლებიც ამცირებს დედის ორგანიზმის ინსულინის მგრძნობელობას. შედეგად, სისხლში გლუკოზის დონე იმატებს და ორგანიზმი ვერ ახერხებს მის ეფექტურ გარდაქმნა
ინსულინრეზისტენტობა – ორსულობის მეორე ნახევარში თითქმის ყველა ქალს უვითარდება გარკვეული ხარისხით ინსულინრეზისტენტობა
ჭარბი წონა ან სიმსუქნე – ორსულობამდე არსებული სიმსუქნე ზრდის ინსულინრეზისტენტობის რისკს
დიაბეტის ოჯახური ისტორია – გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს
წინა ორსულობის გესტაციური დიაბეტი – თუ ქალს უკვე ჰქონდა ეს მდგომარეობა, განმეორების რისკი მაღალია
პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) – ჰორმონალური დარღვევები ზრდის გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობას
ზედმეტი წონის მომატება ორსულობისას – ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია
გესტაციური დიაბეტის სიმპტომები და რისკ-ფაქტორები
გესტაციური დიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ახასიათებს გარკვეული გამოვლინებებიც:
- გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება
- გახშირებული შარდვა
- ძლიერი სისუსტე და უენერგიობა
- მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
ორსულობის დიაბეტი როგორც წესი არ არის დაკავშირებული ორსულის მიერ მარტივი ნახშირწყლებისშემცველი საკვების ჭარბი მოხმარებით, როგორც ეს ხშირად ხდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას, არაორსულებში. ორსულობის პერიოდში განვითარებული სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, დიაბეტის ოჯახური ანამნეზი – ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის განვითარებას და დიაბეტის რისკის ზრდას ორსულობისას.
რისკ-ფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია:
- მჯდომარე ცხოვრების წესი
- პრე-დიაბეტი (სისხლში გლუკოზის მუდმივი მაჩვენებელი 110–125 mg/dl)
- გულის-სისხლძარღვთა დაავადებები
- გესტაციური დიაბეტი წინა ორსულობის დროს
- პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი
- წინა მშობიარობა5 კგ-ზე მეტი წონის ახალშობილით
- ორსული ქალის ასაკი 40 წელზე მეტი
ორსულის ასაკთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ადაპტირებული ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ზოგჯერ არ არის საკმარისი გესტაციური დიაბეტის მართვისთვის და საჭიროა მკურნალობის დროული ჩართვა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
გართულებები
გესტაციური დიაბეტის განვითარება ზრდის ისეთი გართულებების რისკს, როგორებიცაა:
- პრეეკლამფსია – მაღალი არტერიული წნევით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა
- ჰიპერტენზია – ორსულობისას არტერიული წნევის მატება
- საკეისრო კვეთის საჭიროება – დიდი ნაყოფის გამო
- ტიპი 2 დიაბეტის განვითარება – ორსულობის შემდეგ ქრონიკული დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი
- გესტაციური დიაბეტის განმეორების ალბათობა
არანამკურნალები გესტაციური დიაბეტი გართულებს იწვევს ნაყოფშიც:
- ფეტალური მაკროსომია – დაბადებისას წონა 4 კგ-ზე მეტი, რაც მშობიარობას ართულებს და ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს
- ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი დონე დაბადებისას) – მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებმა შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილთა კრუნჩხვები. დროული კვება ან ზოგჯერ ინტრავენური გლუკოზა აღადგენს ნორმალურ გლიკემიას
- ნეიროგანვითარების გრძელვადიანი დარღვევები – ყურადღების, მეხსიერების ან კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები
- სიმსუქნისა და ტიპი II დიაბეტის რისკი მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობისას დიაბეტი განუვითარდათ
- ნეონატალური რესპირატორული დისტრესის სინდრომი (NRDS) – მდგომარეობა, რომელიც ართულებს სუნთქვას, ფილტვები არასრული განვითარების გამო
- გვიანი ფეტალური სიკვდილი – მკვდრადშობადობა ან ახალშობილის სიკვდილი დაბადებდან მალევე
გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკა
აუცილებელია ყველა ორსულ ქალს ჩაუტარდეს გესტაციური დიაბეტის სკრინინგი, რომელიც ეფუძნება სისხლში გლუკოზის დონის გაზომვას ორსულობის პერიოდში.
გლუკოზის ტესტი ტარდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ჩვეულებრივ 24–28 კვირაზე, თუმცა მაღალი რისკის მქონე ქალებში (მაგ., სიმსუქნე, დიაბეტის ოჯახური ისტორია, წინა ორსულობის გესტაციური დიაბეტი) ტესტირება შეიძლება ჩატარდეს უფრო ადრე, ზოგჯერ ორსულობის დასაწყისშივე.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტიმნიშვნელოვანი კვლევაა ინსულინრეზისტენტობის და გესტაციური დიაბეტის გამოსავლენად. პირველადი კვლევა ტარდება უზმოდ (ბოლო კვებიდან მინიმუმ 8 საათის შუალედით), რის შემდეგაც პაციენტს ეძლევა დასალევად კონცენტრირებული გლუკოზის ხსნარი და განმეორებითი კვლევა ტარდება ნიმუშის აღებიდან 2 საათში.
გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი დგინდება მაშინ, თუ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის დროს მიღებული შედეგებიდან მინიმუმ ერთი მაჩვენებელი აღემატება ნორმას.
გესტაციურიდიაბეტისმკურნალობაორსულობისდროს
მკურნალობის მთავარი მიზანია სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება. მნისვნელოვანია:
- ცხოვრების წესის ცვლილება
- სისხლში შაქრის მონიტორინგი
- საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა
ცხოვრების წესის ცვლილება მოიცავს როგორც დიეტას, ისე ფიზიკურ აქტივობას.
ორსულობის დროს წონის დაკლება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილ;ებელია დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის და ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობით.ჯანსაღი დიეტა მოიცავს საკვების დაბალანსებულ შემადგენლობას რომელიც მდიდარია ბოჭკოთი და ნუტრიენტებით.
ფიზიკური აქტივობა
რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანია როგორც ორსულობამდე, ისე ორსულობისას და მშობიარობის შემდეგაც.ვარჯიში ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ამსუბუქებს ორსულობის ხშირ დისკომფორტს: ზურგის ტკივილს, კუნთების კრუნჩხვებს, შეშუპებას, ყაბზობას და უძილობას.კარგი არჩევანია სეირნობა და ცურვა.
სისხლში შაქრის მონიტორინგი
საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დღეში რამდენჯერმე სისხლის შაქრის დონის შემოქმება — დილით უზმოზე და კვების შემდეგ.ეს უზრუნველყოფს, რომ სისხლში შაქრის დონე დარჩეს ნორმალურ დიაპაზონში.
მედიკამენტური მკურნალობა
თუ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის, შეიძლება საჭირო გახდეს ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები ან ინსულინის ინექციები.მიზანია სისხლში შაქრის დონის ეფექტური კონტროლი.
ნაყოფის მონიტორინგი
ნაყოფის განვითარების შეფასება ანტიდიაბეტური მკურნალობის პარალელურად – მკურნალობის გეგმის ნაწილია.
მშობიარობის შემდეგ
მშობიარობის შემდეგ ასევე რეგულარულად ხდება სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ გესტაციური დიაბეტის დროს უმეტესწილად მშობიარობის შემდეგ გლუკოზა სისხლში ნორმალიზდება, აუცილებელია გლუკოზის დონის პერიოდული შემოწმება, რათა არ გამოგვრჩეს სისხლში შაქრის მარალი ციფრები.
წყარო:
https://www.synevo.ro/diabet-gestational-cum-influenteaza-sarcina/
https://www.thediabetescouncil.com/20-things-you-should-know-about-gestational-diabetes/
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
















