ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ზოგადი ინფორმაცია

 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ლაბორატორიული კვლევები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულისა და სისხლძარღვების გამართული მუშაობა. ლაბორატორიული და ანამნეზური მონაცემების შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ამა თუ იმ დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების რისკი.
 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილში შედის (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

კრეატინკინაზა

კალიუმი K

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა

ლაქტატდეჰიდროგენაზა

ნატრიუმი Na

ტრიგლიცერიდები

საერთო ქოლესტეროლი

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები 

ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები

ათეროგენობის ინდექსი

როდის ჩავიტაროთ გულ-სისხლძარღვთა  სისტემის  პროფილური კვლევები?

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პერიოდული შემოწმება აუცილებელია, განსაკუთრებით როდესაც ადამიანი განეკუთვნება რისკის ჯგუფს, აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი, წარსულში გადატანილი გულ-სისხლძარღვოვანი ეპიზოდები და სხვა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა (ბოლო კვებიდან შუალედი უნდა იყოს 10-12 სთ).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილი – 201 ლარი, ნაცვლად 239 ლარისა

 

Call Now Button