ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალიუმი K | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Potassium (K)
SKU: 1053

19.80

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კალიუმი (K) არის მთავარი ელექტროლიტი (კატიონი) და უჯრედშიდა ბუფერული სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი. კალიუმის 90% კონცენტრირებულია უჯრედის შიგნით და მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი უჯრედგარე სივრცეში. კალიუმის აბსოლუტური უმრავლესობა (90%) იონურ ფორმაშია, დანარჩენი კი პროტეინებთან ასოცირდება.

კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვის ფიზიოლოგიურ პროცესებში, გულის ფუნქციურ აქტივობაში, ნერვული იმპულსების გამტარობაში, ფერმენტულ პროცესებში, მეტაბოლიზმში, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში, ოსმოსურ წნევაში, ცილის ანაბოლიზმსა და გლიკოგენის წარმოქმნაში. ანაბოლურ პროცესებს თან ახლავს უჯრედში K+ ფიქსაცია, ხოლო კატაბოლურ პროცესებს – მისი გამოთავისუფლება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კალიუმი წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • შარდმდენების, საგულე გლიკოზიდების დანიშვნისას სისხლში კალიუმის კონტროლის მიზნით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კალიუმის კონცენტრაცია იზრდება:

  • თირკმლებით კალიუმის გამოყოფის შემცირება: თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ოლიგურია, ანურია;
  • უჯრედების დაზიანებასთან დაკავშირებული დაავადებები: ერითროციტების ჰემოლიზი, დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი, დამწვრობა, კუნთების მძიმე დაზიანებები, რაბდომიოლიზი, ქსოვილის ჰიპოქსია, სიმსივნის ლიზისის სინდრომი;
  • კალიუმის მასიური პარენტერალური შეყვანა;
  • მძიმე მეტაბოლური აციდოზი და შოკი;
  • დეჰიდრატაცია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ჰიპოალდოსტერონიზმი);
  • დიაბეტური კომა ინსულინოთერაპიამდე, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმი;
  • თრომბოციტოზი ზოგიერთ ქრონიკულ მიელოპროლიფერაციულ სინდრომში;
  • კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების მიღება.

კალიუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • K+ ექსკრეციის დაქვეითება და მეტაბოლური აციდოზი ან ალკალოზი (ექსტრარენალური K+ დაკარგვა): დიარეა, ღებინება, ფისტულები, საფაღარათო საშუალებები, უხვი ოფლიანობა, მძიმე დამწვრობა;
  • K+ ექსკრეციის დაქვეითება მეტაბოლური აციდოზის ან ალკალოზის გარეშე: პარენტერალური თერაპია კალიუმის დამატებითი მიღების გარეშე, უზმოზე, ანორექსია, მალაბსორბცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ანემიის მკურნალობა რკინით, ვიტამინი B12-ით ან ფოლიუმის მჟავით;
  • გაზრდილი K+ ექსკრეცია და მეტაბოლური აციდოზი: თირკმლის მილაკოვანი, დიაბეტური ან ალკოჰოლური კეტოაციდოზი;
  • K+-ის გაზრდილი ექსკრეცია და ნორმალური pH დონე (ჩვეულებრივ თირკმლის წარმოშობის): ობსტრუქციული ნეფროპათიის გამოჯანმრთელების პროცესი, ჰიპომაგნიემია, პერიოდული ჰიპოკალიემიური დამბლა, მონოციტური ლეიკემია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (ასოცირებული მეტაბოლურ ალკალოზთან);
  • ინფექციური მონონუკლეოზი;
  • ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
  • გლუკოზის ინექციები, რომლებიც დაკავშირებულია ინსულინის დონის მატებასთან;
  • სტრესი;
  • სხეულის ტემპერატურის შემცირება.

დამატებითი ინფორმაცია

ყოველდღიურად ვიღებთ კალიუმის 60-100 მმოლს (2,34-3,9 გ). თითქმის იგივე რაოდენობა გამოიყოფა შარდით, დაახლოებით 2% გამოიყოფა განავლით და ოფლით. საკვებთან ერთად მიღებული კალიუმი შეიწოვება წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა თირკმლებით 24 საათის განმავლობაში. კალიუმის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარების შემთხვევაშიც კი, 40-50მექვ. კალიუმი გამოიყოფა შარდით ყოველდღიურად. კალიუმი კონცენტრირებულია ძირითადად ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლში და მიოკარდიუმში.

კალციუმთან და მაგნიუმთან ერთად K+ არეგულირებს გულის შეკუმშვას და გულის განდევნის ფუნქციას.

კალიუმის და ნატრიუმის იონებს დიდი მნიშვნელობა აქვთ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის თირკმლისმიერ რეგულირებაში, თირკმლის მილაკებში წყალბადის იონებისა და Na+ და K+ იონების გაცვლით.

კალიუმის ბიკარბონატი არის მთავარი უჯრედშიდა არაორგანული ბუფერი. კალიუმის დეფიციტისას ვითარდება უჯრედშიდა აციდოზი, რაზეც რესპირატორული ცენტრები რეაგირებენ ჰიპერვენტილაციით, რაც იწვევს pCO2-ის შემცირებას.

შრატში კალიუმის დონის მატება და შემცირება გამოწვეულია კალიუმის შიდა და გარე ბალანსის დარღვევით. კალიუმის გარე ბალანსი რეგულირდება დისტალურ და შემგროვებელ მილაკებში კალიუმის სეკრეციით. კალიუმის თირკმლებით ექსკრეციის და მომავალში გარეგანი ბალანსის მოდულატორია: კალიუმის მიღება საკვებთან ერთად, ნატრიუმის შემცველობა და დისტალურ მილაკებში ნაკადის სიჩქარე, მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, მინერალოკორტიკოიდული ფუნქცია, დისტალური მილაკის პასუხი მინერალოკორტიკოიდებზე, ანიონის ტიპი და აქტივობა.

კალიუმის კონცენტრაცია დამოკიდებულია თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებზე, რომლებიც ასტიმულირებენ კალიუმის გამოყოფას. მინერალოკორტიკოიდები პირდაპირ გავლენას ახდენენ კალიუმის სეკრეციაზე დისტალურ მილაკებში, გლუკოკორტიკოსტეროიდები მოქმედებენ არაპირდაპირი გზით, ზრდიან გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს, შარდის გამოყოფას და ნატრიუმის დონეს დისტალურ მილაკებში.

მეტაბოლური ან რესპირატორული ალკალოზისას K+ შედის უჯრედებში, რაც იწვევს ჰიპოკალიემიას, რომელიც დაკავშირებულია შარდში კალიუმის ექსკრეციის მატებასთან ჰიპერალდოსტერონიზმის გამო და ბიკარბონატების კონცენტრაციის ზრდასთან დისტალურ მილაკებში.

არაორგანული მჟავებით (NH4Cl, HCl) გამოწვეული მწვავე მეტაბოლური აციდოზის დროს K+ ტოვებს უჯრედს H+ -ის სანაცვლოდ და იწვევს მწვავე ჰიპერკალიემიას; ორგანული მჟავებით (ლაქტატი, კეტონური სხეულები) გამოწვეული აციდოზის დროს ჰიპერკალიემია მეორადად ვლინდება ვოლემიური გამოფიტვისა და შარდვის სიჩქარის შემცირების შემდეგ.

კალიუმის მეტაბოლისზმის ცვლილებები განისაზღვრება წყალ-მარილოვანი ცვლისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევითა და დამახასიათებელი ელექტროკარდიოგრამით. სისხლში კალიუმის კონცენტრაციამ 3,5 მმოლ/ლ-ზე ნაკლებ დონემდე (ჰიპოკალიემია) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დარღვევები: გულის რითმის დარღვევა, კუნთების სისუსტე, ნაწლავის მოძრაობის უნარის დაქვეითება, ყაბზობა, შებერილობა და მომატებული დაღლილობა. სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მატებას 5,1 მმოლ/ლ-ზე ზემოთ (ჰიპერკალიემია) თან ახლავს გულის არითმია; სისხლში კალიუმის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას (12-13 მმოლ/ლ-მდე), შესაძლებელია გულის გაჩერება ან სასუნთქი კუნთების დამბლა განვითარდეს.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

19.80

ლაბორატორიები
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button