
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
კვლევა ზომავს სისხლში კრეატინკინაზის საერთო აქტივობას და ეხმარება ექიმს კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების, ანთებისა და ზოგიერთი კუნთოვანი დაავადების გამოვლენასა და მონიტორინგში.
კრეატინკინაზა (CK) ან კრეატინფოსფოკინაზა (CRK) არის ფერმენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს უჯრედის ენერგეტიკულ პროცესებში.
კრეატინკინაზა მაღალი კონცენტრაციით გვხვდება მიოკარდიუმსა და ჩონჩხის კუნთებში და გაცილებით დაბალი კონცენტრაციით – ტვინში. CK-ს აქვს დიმერული სტრუქტურა და წარმოდგენილია 4 ფორმით: მიტოქონდრიული იზოფერმენტი და ციტოზოლური იზოფერმენტების 3 ფრაქცია: CK-MM (კუნთოვანი), CK-MB (მიოკარდიული), CK-BB (ცერებრალური).
კრეატინკინაზას განსაზღვრა რეკომენდებულია კუნთოვანი ქსოვილის დაშლის ყველა შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს MB ფრაქციას, რომელიც მკაცრად სპეციფიურია გულის კუნთისთვის და დადებითია გულის ყველა სახის დაზიანებისას.
ყველაზე გავრცელებული შემთხვევები, როდესაც კვლევა ტარდება, არის:
კრეატინკინაზას კონცენტრაცია იზრდება:
კრეატინკინაზას კონცენტრაციის შემცირება:
ჩვეულებრივ ასახავს კუნთების მასის შემცირებას, ასოცირებულს მეტასტაზურ სიმსივნეებთან, კორტიკოსტეროიდულ თერაპიასთან, ღვიძლის ალკოჰოლურ დაავადებასთან და კოლაგენოზთან.
შედეგები ფასდება პაციენტის სიმპტომების, ასაკის, სქესის, ფიზიკური აქტივობისა და სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
უზმოდ ყოფნა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის. სასურველია, კვლევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტმა თავი შეიკავოს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან და ალკოჰოლის მიღებისგან.
აუცილებელია ექიმი ინფორმირებული იყოს მედიკამენტების განსაკუთრებით ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატების (სტატინების) შესახებ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
