
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾17.00 Original price was: ₾17.00.₾15.30Current price is: ₾15.30.
ტესტი ზომავს სისხლში არსებული ყველა ტიპის ქოლესტეროლის (ქოლესტერინის) დონეს
ქოლესტეროლი ცხიმის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში. თავისუფალი ქოლესტეროლი არის უჯრედის პლაზმური მემბრანების, მიტოქონდრიებისა და ენდოპლაზმური ბადის მემბრანების კომპონენტი. წარმოადგენს სასქესო ჰორმონების – კორტიკოსტეროიდების, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის წინამორბედს. ქოლესტეროლის 80%-მდე ღვიძლში სინთეზირდება, დანარჩენი კი ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, კვერცხი) ხვდება. ქოლესტეროლი წყალში უხსნადია, მისი ტრანსპორტირება ქსოვილებსა და ორგანოებს შორის ხდება ლიპოპროტეინების კომპლექსების მეშვეობით. განასხვავებენ ქოლესტეროლის ფრაქციებს: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL), რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობითა და ფუნქციით.
ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა წარმოდგენას გვიქმნის ლიპიდურ სტატუსსა და მეტაბოლურ დარღვევებზე და განსაზღვრავს ათეროსკლეროზის, კორონარული სტენოზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ!
ქოლესტეროლის მომატებული დონე:
ქოლესტეროლის შემცირებული დონე:
ესტროგენები აქვეითებს, ხოლო ანდროგენები ზრდის მსაერთო ქოლესტეროლის დონეს. . ქოლესტეროლის დაგროვება არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ათეროსკლეროზი და გულის კორონარული დაავადება) განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი.
საერთო ქოლესტეროლის გამოკვლევა ყოველთვის მიზანშეწონილია ტრიგლიცერიდების, HDL და LDL ქოლესტერინის განსაზღვრასთან ერთად.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
