ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL)
SKU: 1075

Original price was: ₾25.00.Current price is: ₾22.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არ არის აუცილებელი
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL)

კვლევა განსაზღვრავს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან (LDL) დაკავშირებული ქოლესტერინის რაოდენობას. LDL ქოლესტერინი მონაწილეობს ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში ღვიძლიდან პერიფერიულ ქსოვილებში და მისი მომატებული დონე ხელს უწყობს არტერიების კედლებში ქოლესტერინის დაგროვებას. კვლევა გამოიყენება ლიპიდური ცვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესაფასებლად.

LDL – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინი) – შედგება ცილებისა და ლიპიდებისგან, ძირითადად – ქოლესტერინისგან. იგი შეიცავს ყველაზე მეტ ქოლესტერინს (შრატში მთლიანი ქოლესტერინის 60-70%-ს) და ძირითადად წარმოიქმნება VLDL-ის (ძალიან დაბალი სიმკვრივის ლპოპროტეინი), ტრიგლიცერიდების მთავარი ტრანსპორტერის, დეგრადაციის შედეგად.

LDL მონაწილეობს ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში ქსოვილებსა და არტერიულ სისტემაში, რაც ხსნის ათეროსკლეროზისა და გულის კორონარული დაავადების განვითარების გაზრდილ რისკს პაციენტებში შრატის ლიპოპროტეინის მომატებული დონით. ამრიგად, LDL-ის განსაზღვრა სპეციფიურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესაფასებლად და თერაპიული გადაწყვეტილების მიღებისათვის;

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

LDL ქოლესტერინის განსაზღვრა გამოიყენება:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესაფასებლად
  • ლიპიდური ცვლის დარღვევების გამოსავლენად
  • ჰიპერქოლესტერინემიის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის
  • ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შესაფასებლად

  • ქოლესტერინის დამაქვეითებელი მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად

  • შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა რისკფაქტორების მქონე პაციენტების შეფასებისას

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

LDL გაზრდილი დონე:

  • მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIa)
  • ჰიპერლიპოპროტეინემია II-B და III
  • დიეტა მაღალი ქოლესტერინით და გაჯერებული ცხიმებით
  • ჰიპოთირეოზი
  • ნეფროზული სინდრომი
  • დიაბეტი
  • მრავლობითი მიელომა და სხვა დისგამაგლობულინემიები
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • პორფირია
  • ნერვული ანორექსია
  • ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ
  • ორსულობა

LDL შემცირებული დონე:

  • ჰიპობეტალიპოპროტეინემია
  • ჰიპერთირეოზი
  • ქრონიკული ანემია
  • მძიმე ჰეპატოცელულარული დაავადებები
  • მწვავე სტრესი
  • სახსრების ანთებითი დაავადებები
  • ფილტვების ქრონიკული დაავადება

საცნობარო მნიშვნელობები

LDL ქოლესტერინის შედეგი ფასდება HDL ქოლესტერინთან, საერთო ქოლესტერინთან, ტრიგლიცერიდებთან და პაციენტის ინდივიდუალურ გულ-სისხლძარღვთა რისკფაქტორებთან ერთად.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

კვლევისთვის მომზადება

მხოლოდ LDL-ის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა ყოველთვის აუცილებელი არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ლიპიდური პროფილის განსაზღვრისას, შესაძლოა საჭირო იყოს 9–12-საათიანი შიმშილის პერიოდი. მომზადების პირობები უნდა შეთანხმდეს ექიმთან

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 290 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button