ზოგადი ინფორმაცია
ნატრიუმი (Na+) არის უჯრედგარე სივრცის მთავარი კატიონი, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა სითხეში (სისხლის პლაზმა, კუჭის, პანკრეასის წვენი, ნაღველი, ნაწლავის წვენი, ოფლი, ცერებროსპინალური სითხე და ა.შ.) იონიზებულ მდგომარეობაში. შედარებით დიდი რაოდენობით ნატრიუმი გვხვდება ხრტილში და ოდნავ ნაკლები ძვლებში და შეადგენს ორგანიზმში ნატრიუმის მთლიანი რაოდენობის 15-30%-ს.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
ნატრიუმი წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
- მდგომარეობის შეფასება დეჰიდრატაციის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას და ინფუზიურ თერაპიაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი;
- პაციენტები დაქვეითებული ცნობიერებით, ქცევით და ცნს-ის გადაჭარბებული აგზნებადობის ნიშნებით;
- პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შეშუპება;
- მინერალოკორტიკოიდების დეფიციტთან ან სიჭარბესთან დაკავშირებული მდგომარეობები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
ნატრიუმის კონცენტრაციის ზრდა:
- ჰიპერტენზიული დეჰიდრატაციის სინდრომი (გაძლიერებული ოფლიანობა, დიარეა, ღებინება, დიურეტიკების დოზის გადაჭარბება, ცხელება, გახანგრძლივებული ქოშინი);
- წყლის არასაკმარისი მიღება;
- ნატრიუმის მარილების გადაჭარბებული მიღება;
- თირკმლებით ნატრიუმის ექსკრეციის დარღვევა (ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტი, პირველადი და მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი, იცენკო-კუშინგის სინდრომი);
- გარკვეული მედიკამენტები (ACTH, ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, მეთილდოპა, ორალური კონტრაცეპტივები, ნატრიუმის ბიკარბონატი).
ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება:
1. უჯრედგარე სითხის მოცულობის და მთლიანი ნატრიუმის შემცირება:
- შარდმდენი საშუალებები;
- მარილის კარგვა;
- ადისონის დაავადება;
- გლუკოკორტიკოიდების დეფიციტი;
- ოსმოსური დიურეზი (დიაბეტი გლუკოზურიით, მდგომარეობა საშარდე გზების ობსტრუქციის დარღვევის შემდეგ);
- თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, მეტაბოლური ალკალოზი;
- Na+ და წყლის ექსტრარენალური დაკარგვა (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ნაწლავის გაუვალობა, გულძმარვა, მძიმე დიარეა, ღებინება, ოფლიანობა);
- კეტონურია.
2. ზომიერად მომატებული უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის ნორმალური დონე:
- ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი;
- ჰიპოთირეოზი;
- ფსიქოგენური პოლიდიფსია;
- ტკივილი, სტრესი, ემოციები;
- პოსტოპერაციული პირობები (პაციენტთა 5%);
- მედიკამენტები
3. გაზრდილი უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის გაზრდილი დონე. (შეშუპებასთან დაკავშირებული დაავადებები):
- გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა;
- ღვიძლის ციროზი;
- კახექსია;
- ჰიპოპროტეინემია.