
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), რომელსაც ხშირად „კარგ ქოლესტერინს“ უწოდებენ, მონაწილეობს ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში პერიფერიული ქსოვილებიდან ღვიძლში, სადაც ხდება მისი გადამუშავება და ორგანიზმიდან გამოდევნა. HDL-ის ადეკვატური დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედარებით დაბალ რისკთან ასოცირდება.
HDL-ის მაჩვენებელი ცალკე არ განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობას ან არარსებობას. მისი შეფასება საერთო კლინიკური სურათის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
HDL ქოლესტერინის განსაზღვრა გამოიყენება:
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები იმატებს შემდეგი მდგომარეობებისას
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მცირდება შემდეგი მდგომარეობებისას
HDL – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ე.წ. „კარგი ქოლესტეროლი“), სინთეზირდება ღვიძლში და სისხლში მოხვედრისას ძირითადად შედგება აპოპროტეინისგან (ლიპოპროტეინის ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს). მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ბოჭავს ჭარბი ქოლესტერინს და უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ექსტრაჰეპატური (ღვიძლის გარეთა) ქსოვილებიდან ღვიძლში, შემდგომი ექსკრეციისთვის ნაღველში. LDL-თან ერთად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მონაწილეობს უჯრედული ქოლესტერინის დონის შენარჩუნებაში. ქოლესტერინის შებოჭვისა და მოცილების უნარის გამო, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები წარმოადგენს ანტიათეროგენულ ფაქტორს, რადგან ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, შესაბამისად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონის მქონე პაციენტებს ათეროსკლეროზის განვითარების დაბალი რისკი აქვთ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი.
პაციენტის მომზადება: მხოლოდ HDL ქოლესტერინის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის. თუ კვლევა ლიპიდური პროფილის ფარგლებში ტარდება, უზმოდ ყოფნის საჭიროება დამოკიდებულია ექიმის რეკომენდაციაზე (შესაძლოა ექიმმა მოითხოვოს კვლევის ჩატარება უზმოდ, ან კვების შემდეგ)
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
