ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისლაბორატორიული კვლევები აფასებს გულისა და სისხლძარღვების გამართულ მუშაობას. ლაბორატორიული და ანამნეზური მონაცემების შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ამა თუ იმ დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების რისკი.
პროფილი მოიცავს შემდეგ ტესტებს(თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
გახსოვდეთ, რომ ცალკეული მაჩვენებლის განსაზღვრა არ არის საკმარისი, საჭიროა სრული პროფილური კვლევა!
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პერიოდული შემოწმება აუცილებელია, განსაკუთრებით როდესაც ადამიანი განეკუთვნება რისკის ჯგუფს, აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი, წარსულში გადატანილი გულ-სისხლძარღვოვანი ეპიზოდები და სხვა.
კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა (ბოლო კვებიდან შუალედი უნდა იყოს 10-12 სთ).
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
https://mycardiologist.net/heart-health-checkup-essential-tests-checklist/