ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ლაბორატორიული კვლევები აფასებს გულისა და სისხლძარღვების გამართულ მუშაობას. ლაბორატორიული და ანამნეზური მონაცემების შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ამა თუ იმ დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების რისკი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილში შედის (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
გახსოვდეთ, რომ ცალკეული მაჩვენებლის განსაზღვრა არ არის საკმარისი, საჭიროა სრული პროფილური კვლევა!
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პერიოდული შემოწმება აუცილებელია, განსაკუთრებით როდესაც ადამიანი განეკუთვნება რისკის ჯგუფს, აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი, წარსულში გადატანილი გულ-სისხლძარღვოვანი ეპიზოდები და სხვა.
კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა (ბოლო კვებიდან შუალედი უნდა იყოს 10-12 სთ).
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat