ზოგადი ინფორმაცია
ქუნთრუშა A ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებაა. A ჯგუფის სტრეპტოკოკი (Streptococcus Pyogenes) გრამ დადებითი, აერობული, β-ჰემოლიზური ბაქტერიაა რომელიც ბინადრობს ადამიანის ცხვირ-ხახასა და კანის ზედაპირზე და ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი ან კონტაქტური გზით.
სარჩევი
სიმპტომატიკა
- ყელის ძლიერი ტკივილი
- ცხელება 38.3°C და მეტი
- შელესილი ენა
- მოწითალო/მეწამული გამონაყარი კანზე
- ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა
- თავის, კუნთების და მუცლის ტივილი
გამონაყრის განვითარება დაკავშირებულია სტრეპტოკოკის მიერ გამომუშავებულ ერითროგენულ ეგზოტოქსინებთან.
სიმპტომების განვითარებიდან 2-3 დღეში გამონაყარი შესაძლოა ალაგდეს და 6-7 დღეში ისევ განვითარდეს. გამონაყარი იწყება იღლიის, იდაყვის და საზარდულის მიდამოებიდან ფართო ჰიპერემიული ლაქების სახით, რომლებიც საბოლოოდ მრავლობით, წვრილ, უხვ პაპულებად ყალიბდება. კანის ზედაპირი გაუხეშებულია. გამონაყარი წარმოდგენილია მთელ სხეულზე, განსაკუთრებით ზურგზე, გულმკერდზე, კიდურებზე. გამონაყრის გარეშე რჩება მხოლოდ ცხვირ-ტუჩის მიდამო ე.წ თეთრი სამკუთხედის სახით. 7 დღის შემდეგ იწყება კანის აქერცვლა, რაც ზოგჯერ რამდენიმე კვირა გრძელდება.
დიაგნოსტიკა
საკვლევ მასალად გამოიყენება ხახის ნაცხი. ტარდება სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი, ან ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. საჭიროების მიხედვით ტარდება დამატებითი კვლევები, ინფექციური პროცესის სიმწვავის და ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
მკურნალობა
სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურებისთანავე უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკოთერაპია.
გართულებები
- ჩირქოვანი ტონზილიტი
- ყურის, სინუსების და კანის ჩირქოვანი პროცესები
- პნევმონია
- რევმატოიდული ცხელება (გულის, სახსრების, კანის დაზიანებით)
- პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი
- ართრიტები
სტრეპტოკოკურ ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სინევო გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით
პასუხის გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასამარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 032 2800 111 , ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
რესურსი