პერიმენოპაუზა და მენოპაუზა მნიშვნელოვანი ჰორმონული გარდაქმნებით მიმდინარე პერიოდია ქალის ცხოვრებაში.
სარჩევი
ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულებია, რომლებიც აბალანსებს ორგანიზმის შინაგანი ჰომეოსტაზის ყველა ძირითად პროცესს — ზრდას, მეტაბოლიზმს, რეპროდუქციას და სტრესზე პასუხს.
პერიმენოპაუზა და მენოპაუზა ხშირად ჰორმონული დისბალანსით მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ძვლების სიმკვრივეზე და გულ-სისხლძარღვთა რისკებზე. სწორი მონიტორინგი და ინდივიდუალურად შერჩეული მართვა ეხმარება სიმპტომების შემცირებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
მენოპაუზა – რომელი ანალიზები ჩავიტაროთ და როდის?
მენოპაუზის დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება კლინიკურ სურათსა და მენსტრუალური ისტორიის შეფასებას. ლაბორატორიული კვლევები უფრო ინფორმაციულია იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომები ვლინდება ადრეულ ასაკში, კლინიკური სურათი არ არის მკაფიო ან საჭიროა სხვა პათოლოგიების დიფერენცირება.
თუმცა, თუ მენოპაუზის ტიპური სიმპტომები – ცხელების ტალღები, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი – 45 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება, გაიდლაინების მიხედვით, რუტინული ლაბორატორიული კვლევები შესაძლოა არც იყოს საჭირო.
ძირითადი ჰორმონული პანელი
მენოპაუზის გარდამავალი ფაზის შეფასების პანელი, როგორც წესი, მოიცავს ოთხ ჰორმონს: ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს, მალუთეინიზებელ ჰორმონს, ესტრადიოლსა და პროგესტერონს. თითოეული მათგანი განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს საკვერცხეები.
ფოლიკულმასტიმულირებელი (FSH) ჰორმონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მარკერია. ეს ჰორმონი ასტიმულირებს საკვერცხეში კვერცხუჯრედების წარმოქმნას.
როდესაც საკვერცხეების ფუნქცია ქვეითდება კომპენსატორულად იზრდება ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავება ჰიპოფიზის მიერ. თუმცა ერთჯერადად მომატებული მაჩვენებელი მენოპაუზას არ ადასტურებს — დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს მდგრადად მაღალ დონეს.
ესტრადიოლი წარმოადგენს საკვერცხეების მიერ გამომუშავებულ ესტროგენის ძირითად ფორმას. პოსტმენოპაუზურ ქალებში მისი დონე ჩვეულებრივ დაბალია. გარდამავალ პერიოდში კი მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვნად მერყეობდეს თვიდან თვემდე, რაც პერიმენოპაუზის დროს ტესტირების სირთულეს განაპირობებს.
მალუთეინიზებელი ჰორმონი, მოქმედებს FSH-თან ერთად. საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებისას იზრდება მალუთეინიზებელი ჰორმონის დონეც და მისი ერთობლივი შეფასება ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონთან ერთად, უფრო სრულ სურათს იძლევა რეპროდუქციული ჰორმონული რეგულაციის შესახებ.
პროგესტერონი ასახავს ხდება თუ არა ოვულაცია. მისი დაბალი დონე მიუთითებს, რომ ფოლიკულის მომწიფებით არარ წარმოიქმნება კვერცხუჯრედები, რაც მენოპაუზის დაწყების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია.
რამდენად ინფორმატიულია ტესტირება პერიმენოპაუზის დროს?
თუ ქალს 40 წლიდან უკვე აღენიშნება მენოპაუზის საწყისი სიმპტომები, ხშირად ჩნდება მოლოდინი, რომ ლაბორატორიული კვლევები პასუხს გასცემს კითხვას – დაიწყო თუ არა მენოპაუზა. თუმცა, შემთხვევათა უმეტესობაში ჰორმონების მაჩვენებლები არასტაბილურია, მერყეობს თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდეცკი.
FSH შეიძლება ერთ თვეში მაღალი იყოს, ხოლო შემდეგ — ნორმას დაუბრუნდეს, ესტრადიოლი კი არაპროგნოზირებადად მერყეობდეს.
ამიტომ, კლინიცისტისთვის ხშირად უფრო ინფორმაციულია სიმპტომების შეფასება და მენსტრუალური ციკლის ცვლილებების დაკვირვება, ვიდრე მხოლოდ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობა.
როდის არის ჰორმონული კვლევები მიზანშეწონილი?
არსებობს მკაფიო სიტუაციები, როდესაც ჰორმონების განსაზღვრა კლინიკურ მნიშვნელობას იძენს. თუ ქალი 40 წლამდე ასაკშია და მენსტრუაცია შეწყდა ან მნიშვნელოვნად შეიცვალა პერიოდულობა,ლაბორატორიული კვლევების ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკვერცხის ადრეული უკმარისობის დროული გამოვლენისთვის.
ასეთ შემთხვევაში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული და ესტრადიოლის დაბალი მაჩვენებელი – განსხვავებულ კლინიკურ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე იგივე მაჩვენებლები 50 წელს გადაცილებულ პაციენტში.
ტესტირება ასევე აუცილებლია ჰისტერექტომიის, ასევე ზოგიერთი მედიკამენტებით მკურნალობის დროს რომლებიც თრგუნავს ბუნებრივ ციკლს. ამ დროს რადგან მენსტრუალური ციკლი აღარ არის დაკვირვების ბუნებრივი ინდიკატორი, ჰორმონების მაჩვენებლების განსაზღვრა რეპროდუქციული სტატუსის შეფასების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.
ანტიმიულერის ჰორმონი და მენოპაუზის დროის პროგნოზირება
განსხვავებით ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონისა და ესტრადიოლისგან, რომლებიც ასახავს მიმდინარე ჰორმონულ მდგომარეობას, ანტიმიულერის ჰორმონი მიუთითებს საკვერცხის რეზერვზე და აფასებს კვერცხუჯრედების მარაგს. ანტიმიულერის ჰორმონის დაქვეითებული მაჩვენებელი ასევე ზოგადად ასოცირდება მენსტრუაციის საბოლოო შეწყვეტის პერიოდის მოახლოებასთან.
ფარისებრი ჯირკვლის კვლევა
მენოპაუზის შეფასების ლაბორატორიულ პაკეტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებითი კვლევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის სიმპტომები (წამოხურება, გულის რითმის ცვლილებები, ოფლიანობა და სხვა) მენოპაუზის სიმპტომური სურათი ხშირად ემთხვევა,ამიტომაც აუცილებელია ჰორმონული სპექტრის შესწავლა.
- TSH: აფასებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას
- Free T4 და Free T3: აქტიური ჰორმონების დონე
- Reverse T3: შეიძლება მიუთითებდეს სტრესულ ან დაავადებით გამოწვეულ ფუნქციის დაქვეითებაზე
- Anti-TPO და Anti-TG ანტისხეულები: აუტოიმუნური დაავადებების (მაგ. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის, გრეივსის დაავადების) გამოვლენა
თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მარტივი ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა – როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე ჰიპოთირეოზი, რომლებიც ხშირად მენოპაუზად აღიქმება. ვინაიდან ეს მდგომარეობები მკურნალობას ექვემდებარება, მათი დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია ზედმეტი სიმპტომური დატვირთვის თავიდან ასაცილებლად.
რომელ ფაზაში უნდა განვსაზღვროთ ჰორმონები
თუ ქალს მენსტრუალური ციკლი ჯერ კიდევ აქვს, სისხლის ანალიზის ჩატარების დრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შედეგების ინტერპრეტაციაზე. FSH ყველაზე ზუსტად განისაზღვრება ციკლის 3–5-ე დღეებში, მენსტრუაციის პირველ დღიდან ათვლით. ესტრადიოლის კვლევა ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ტარდება (საჭიროების მიხედვით 5-ე, 12-ე, 21-ე დღეებში), რათა შეფასდეს მისი მერყეობა, თუმცა პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება ერთჯერადი, ადრეული ფაზის განსაზღვრა.
პროგესტერონის დონე პიკს აღწევს ციკლის ბორო კვირაში (28 დღიანი ციკლის შემთხვევაში დაახლოებით 21-ე დღეს), ამიტომ მისი განსაზღვრა ინფორმატიულია ამ პერიოდში.
პერიმენოპაუზის დროს, როდესაც ციკლი ხშირად არარეგულარულია, იდეალური დროის შერჩევა ყოველთვის ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ექიმი კვლევების შედეგების ინტერპრეტაციას აკეთებს კლინიკური კონტექსტის გათვალისწინებით ან საჭიროებისას განმეორებით ნიშნავს ანალიზს რამდენიმე კვირაში.
რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლებია ყველაზე მნიშვნელოვანი?
ცალკე აღებული ვერცერთი ლაბორატორიული მაჩვენებელი ვერც დადასტურებს და ვერც გამორიცხავს მენოპაუზას. მენოპაუზის კლინიკური განსაზღვრება არის 12 თანმიმდევრული თვე მენსტრუაციის გარეშე და ეს დიაგნოზი, ფაქტობრივად, რეტროსპექტულად დგინდება — ანუ მისი დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ რეტროსპექტულად.
მაგალითად, FSH-ის მაღალი დონე და ესტრადიოლის დაბალი მაჩვენებელი იმ ქალში, რომელსაც რამდენიმე თვეა მენსტრუაცია არ ჰქონია, საკმაოდ მკაფიო სურათს ქმნის. თუმცა 47 წლის ქალში, რომელსაც ციკლი არარეგულარული აქვს და მაჩვენებლები მერყეობს, შედეგების ინტერპრეტაცია გაცილებით რთულია და ხშირად უბრალოდ მიუთიტებს გარდამავალი პერიოდის არსებობას – რასაც სიმპტომებიც ადასტურებს.
ყველაზე ინფორმაციული მიდგომა აერთიანებს სიმპტომების ისტორიას, მენსტრუალურ ცვლილებებს, ასაკს და ლაბორატორიულ მონაცემებს ერთ მთლიან კლინიკურ სურათად, ნაცვლად იმისა, რომ ერთი კონკრეტული რიცხვი განიხილებოდეს იზოლირებულად. ხოლო თუ სიმპტომები მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, მკურნალობის ვარიანტები, მათ შორის ჰორმონული თერაპია, შესაძლებელია დაინიშნოს მიუხედავად იმისა, თუ რა აჩვენა FSH-მ კონკრეტულ დღეს.
ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტაცია
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონისა და ესტრადიოლის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან კომბინაციაში
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული კონცენტრაცია + დაბალი ესტრადიოლი + მენსტრუაციის შეწყვეტა მინიმუმ 12 თვე: უმეტესად ადასტურებს მენოპაუზას
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული კონცენტრაცია + ესტრადიოლის ნორმული მაჩვენებლები: შესაძლოა მიუთითებდეს პერიმენოპაუზაზე
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ნორმალური მაჩვენებელი + ესტრადიოლის დეფიციტი: აუცილებელია ამენორეის სხვა მიზეზების განხილვა
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე პერიმენოპაუზის დროს მნიშვნელოვნად მერყეობს და ზოგჯერ შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს ნორმის დიაპაზონს
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ერთჯერადი განსაზღვრა არასაკმარისია, რადგან კვლევების მიხედვით, 45 წელს გადაცილებული რეგულარული ციკლის მქონე ქალების დაახლოებით 7%-ს შეიძლება ჰქონდეს პოსტმენოპაუზურ დიაპაზონში არსებული FSH (ანუ ჰორმონის კონცენტრაციის მომატება)
- ასაკთან ერთად ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაცია ბუნებრივად იზრდება, ჯერ კიდევ მენოპაუზის დადგომამდეც, ხოლო ესტრადიოლის მაჩვენებელი ხშირად შედარებით სტაბილურია გვიან პერიმენოპაუზამდე
- LH/FSH თანაფარდობა დამატებით ინფორმაციას იძლევა; <1 ხშირად გვხვდება პერიმენოპაუზის დროს
დამატებითი კვლევები, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს:
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (TSH, free T4) — მენოპაუზის მსგავს სიმპტომთა გამოსარიცხად
- ტრანსვაგინალური ულტრაბგერა — ენდომეტრიუმის სისქის შეფასება, სადაც თხელი ენდომეტრიუმი ესტროგენის დეფიციტზე მიუთითებს
- სისხლის საერთო ანალიზი: გამოიყენება ანემიის, ინფექციების, იმუნური სისტემის დარღვევებისა და გარკვეული ჰემატოლოგიური დაავადებების გამოსავლენად. ლეიკოციტების ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს ანთებაზე, ინფექციაზე ან აუტოიმუნურ პროცესზე.
- მეტაბოლური კვლევები, რომელიც მოიცავს: ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შეფასებას
- ლიპიდური პროფილი: აფასებს ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციას გულ-სისხლძარღვთა რისკის შესაფასებლად.
- დიაბეტის სკრინინგი:გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, სისხლში ბოლო 3 თვის შაქრის საშუალო მაჩვენებლის განსაზღვრა
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შეფასება
ვიტამინი D: მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, ძვლებისა და განწყობის რეგულაციისთვის
თუთია (Zinc): იმუნიტეტი, ჭრილობის შეხორცების და ჰორმონული ბალანსის შესანარჩუნებლად
მაგნიუმი: ნერვული სისტემა, კუნთებისფუნქციონირება, ძილი და გულის ფუნქცია
- ანემიის შეფასება
რკინა და ფერიტინი: ორგანიზმში რკინის მარაგის განსაზღვრა
ვიტამინი B12: ნერვული სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის
ფოლატი (B9): უჯრედების განახლება და სისხლის წარმოქმნა
ანთების მარკერები:
ქრონიკული ანთება დაკავშირებულია მრავალი დაავადების განვითარებასთან.
- C რეაქტიული ცილა: ანთების მარკერი
- ერითროციტების დალექცის სიჩქარე (ედს): ანთების არაპირდაპირი მაჩვენებელი
- კოაგულაციური ტესტები:თრომბოზის რისკის შესაფასებლად
რა უნდა ვიცოდეთ:
- ლაბორატორიული მონაცემებისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება — დიაგნოზი ძირითადად კლინიკურ სურათს ეფუძნება
- ერთჯერადად განსაზღვრული FSH-ით მდგომაეობის შეფასება — პერიმენოპაუზაში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მაჩვენებელი მერყეობს
- ასაკობრივი კონტექსტის იგნორირება — FSH ასაკთან ერთად ბუნებრივად იმატებს
- ამენორეის სხვა მიზეზების უგულებელყოფა — ორსულობა, ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები და სხვა
შეჯამების სახით, FSH და ესტრადიოლი წარმოადგენს ძირითად ლაბორატორიულ მარკერებს მენოპაუზის შეფასებისთვის, თუმცა მათი ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს ასაკის, ამენორეის ხანგრძლივობის და კლინიკური სურათის გათვალისწინებით, რადგან პერიმენოპაუზის პერიოდში ჰორმონული მერყეობა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს.
ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ მენოპაუზასთან დაკავშირებულ ანალიზებს
| ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
|---|
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
წყარო
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/8316-polycystic-ovary-syndrome-pcos



















