Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდი (შრატი)

ცნობილი როგორც:Pro-gastrin-releasing peptide
SKU: 1544

175.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდი ნაწლავის ჰორმონის – გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის წინამორბედია.

პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის მომატებული ტიტრი აღმოჩენილია ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს. კვლევა გამოირჩევა მაღალი სენსიტიურობით და სპეციფიურობით აღნიშნული სიმსივნისათვის და მისი კონცენტრაცია კორელაციაშია (შესაბამისობაშია) სიმსივნური პროცესის პროგრესირებასთან.

 

 

კლინიკური ინფორმაცია 

 

კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელ პეპტიდს და ნეირონსპეციფიკურ ენოლაზას დამატებითი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს.  ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებელს აღნიშნული სიმსივნისათვის პროგნოზული ღირებულება გააჩნია.

კლინიკური კვლევით შეფასებულ იქნა 4 მარკერის –  კარცინოემბრიონული ანტიგენის CEA, იტოკერატინული ფრაგმენტი19 CYFRA 21-1, ნეირონსპეციფიკური ენოლაზას და პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის  დიაგნოსტიკური ღირებულება ფილტვის უცნობი გენეზის სიმსივნეების დროს. პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის  სპეციფიკურობამ >99% გადააჭარბა  როგორც სადიაგნოსტიკო მაღალეფექტურმა მაჩვენებელმა. კარცინოემბრიონულმა მარკერმა აჩვენა ავთვისებიანი პროცესის გამოვლენის ყველაზე მაღალი შესაძლებლობა. CYFRA 21-1 მარკერი სპეციფიკური გამოდგა ძირითადად  ფილტვის ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეებისას.

ოთხივე მარკერის კომბინირებული გამოყენებისას პოზიტიური პროგნოზული მაჩვენებლები შეადგენდა: ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნისას 50%, არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნისას 44%, ეპითელურუჯრედოვანი კარცინომებისას 36%, ადენოკარცინომებისას 53% და ფილტვის წვრილუჯრედული სიმსივნეებისას 78%.

შესაბამისად, ფილტვის უცნობი წარმოშობის სიმსივნეების დროს, ოთხივე მარკერის გამოყენება მეტად ინფორმატიულია დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის.

 

პაციენტის მოზმადება – საჭირო არ არის

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა – <30 ნგ/მლ

 

თირკმლის უკმარისობის დროს ხშირია კვლევის ცრუ-დადებითი შედეგი. შესაბამისად, პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის განსაზღვრის საჭიროებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციური სინჯების ჩატარებაც.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/progrp/

ლაბორატორიები
Call Now Button