ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ინსულინოთერაპია: გვერდითი ეფექტები, რისკები და უსაფრთხო გამოყენების წესები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ინსულინოთერაპია:გვერდითი ეფექტები,რისკები და უსაფრთხო გამოყენების წესები

ინსულინი პანკრეასის ჰორმონია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაა. ინსულინი ხელს უწყობს გლუკოზის სისხლიდან უჯრედებში გადასვლას, სადაც ის ენერგიის წყაროს წარმოადგენს.

შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ინსულინს ვერ გამოიმუშავებს, ან სათანადოდ ვერ იყენებს მას. ასეთ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის დონე იმატებს და შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინოთერაპია.

ინსულინი მკურნალობის ეფექტური საშუალებაა, თუმცა მის გამოყენებას შესაძლოა ახლდეს გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებაც ზოგჯერ პაციენტს არ აქვს ინფორმაცია.

ინსულინოთერაპიისგვერდითიეფექტები

ინსულინის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები განსხვავდება  ინსულინის ტიპის და დოზის მიხედვით.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

  • ჰიპოგლიკემია — სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება
  • სხეულის წონის მატება — განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე
  • რეაქციები ინექციის ადგილას — სიწითლე, შეშუპება, გამკვრივება ან დისკომფორტი
  • ლიპოდისტროფია — ინექციის ადგილას ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების ცვლილება
  • თავის ტკივილი და მხედველობის დროებითი დაბინდვა

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს უფრო სერიოზული გართულებებიც, მათ შორის ღრმა ჰიპოგლიკემია, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება და ალერგიული რეაქციები.

ჰიპოგლიკემია —ერთ-ერთიმთავარირისკი

ინსულინის ჭარბი დოზით მიღებამ, კვების გამოტოვებამ ან ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის ზედმეტად დაქვეითება გამოიწვიოს, რასაც ახლავს სიმპტომები:

  • კანკალი და ოფლიანობა
  • თავბრუსხვევა
  • სისუსტე და დაღლილობა
  • შიმშილის შეგრძნება
  • გულისცემის აჩქარება
  • გაღიზიანებადობა ან დაბნეულობა

მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და გონების დაკარგვა, რაც დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს, თუ ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ ყლაპვა, რეკომენდებულია სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების მიღება, მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტების ან ტკბილი წვენის სახით.

ვისსჭირდებაინსულინოთერაპია?

ინსულინოთერაპიის საჭიროება დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

  • ტიპი 1 დიაბეტი: ორგანიზმი ინსულინს ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ან საერთოდ ვერ გამოიმუშავებს, რადგან იმუნური სისტემა პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს აზიანებს. ამიტომ ინსულინის მიღება აუცილებელია მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
  • ტიპი 2 დიაბეტი: ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება (ინსულინრეზისტენტობა), ხოლო დროთა განმავლობაში შესაძლოა პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავებაც შემცირდეს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს ინსულინოთერაპია არ სჭირდება — ხშირად დაავადების მართვა შესაძლებელია მედიკამენტებითა და ცხოვრების წესის ცვლილებით. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება  ინსულინი.
  • გესტაციური დიაბეტი: ვითარდება ორსულობის პერიოდში და დაკავშირებულია ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითებასთან. მკურნალობა მოიცავს კვების რეჟიმის კორექციას, ფიზიკურ აქტივობას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ თერაპიას, მათ შორის ინსულინს.

ინსულინისტიპებიდამოქმედებისხანგრძლივობა

ინსულინი მოქმედების დაწყებისა და ხანგრძლივობის მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფა:

  • სწრაფი მოქმედების ინსულინი — მოქმედებას იწყებს დაახლოებით 15 წუთში და მისი ეფექტი 3–5 საათს გრძელდება
  • ხანმოკლე მოქმედების ინსულინი — მოქმედებას იწყებს 30–60 წუთში და მისი ეფექტი 5–8 საათს გრძელდება
  • შუალედური მოქმედების ინსულინი — მოქმედებას იწყებს 1–3 საათში და მისი ეფექტი 12–16 საათს გრძელდება
  • ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი — მოქმედებას იწყებს დაახლოებით 1 საათში და მისი ეფექტი შესაძლოა 20–26 საათს გაგრძელდეს
  • შერეული ინსულინი — აერთიანებს სწრაფი ან ხანმოკლე მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინებს

ინსულინის ტიპს, დოზასა და მიღების რეჟიმს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებებისა და სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების გათვალისწინებით განსაზღვრავს.

ინსულინის მიღება შესაძლებელია საინექციო შპრიცით, ინსულინის კალმით ან სპეციალური ტუმბოს საშუალებით. ტუმბო ინსულინს ორგანიზმს კანქვეშ მოთავსებული კათეტერით აწვდის.

ინსულინოთერაპიასთანდაკავშირებულიგავრცელებულიმითები

ინსულინის გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენიმე მცდარი შეხედულება არსებობს:

  • „ინსულინი დიაბეტს კურნავს“ — ინსულინი დიაბეტს არ კურნავს, თუმცა ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს და გართულებების რისკის შემცირებას
  • „ინსულინოთერაპია ცხოვრების ჩვეულ რიტმს არღვევს“ — მკურნალობის რეჟიმთან შეგუების შემდეგ ადამიანს შეუძლია აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება
  • „ინსულინის ინექციები ძალიან მტკივნეულია“ — თანამედროვე ინსულინის კალმებში გამოიყენება ძალიან მცირე ზომის ნემსები, რის გამოც ინექცია, როგორც წესი, უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს
  • „ინსულინი დამოკიდებულებას იწვევს“ — ინსულინი არ იწვევს დამოკიდებულებას. ის ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონია, რომლის გარედან მიღებაც მნიშვნელოვანია ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

როგორგამოვიყენოთინსულინიუსაფრთხოდ?

ინსულინოთერაპიის ეფექტიანობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია:

  • ექიმის მიერ დანიშნული დოზისა და მიღების რეჟიმის დაცვა
  • სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი
  • ინექციის ადგილის სწორად შერჩევა და პერიოდულად მონაცვლეობა
  • კვებისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინება ინსულინის დოზირებისას
  • ექიმთან კონსულტაცია სხვა მედიკამენტებთან შესაძლო ურთიერთქმედებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ

ინსულინის დოზის გამოტოვებამ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო ჭარბმა დოზამ — ჰიპოგლიკემია. ამიტომ დოზის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.

თუ ინსულინოთერაპიის დროს გვერდითი ეფექტები გამოვლინდა ან გლუკოზის დონის კონტროლი გართულდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან მკურნალობის სქემის შეცვლა.

ხშირად დასმული კითხვები

რანიშნებიახასიათებსინსულინისჭარბიდოზითმიღებას?

ძირითადი ნიშნებია კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება და დაბნეულობა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები ან გონების დაკარგვა. ასეთი მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

რამოხდება,თუინსულინისმიღებადამავიწყდა?

დოზის გამოტოვებამ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატება გამოიწვიოს. ეფექტი დამოკიდებულია ინსულინის ტიპზე, გამოტოვებული დოზის რაოდენობასა და პაციენტის მდგომარეობაზე. არ არის რეკომენდებული გამოტოვებული დოზის თვითნებურად გაორმაგება — საჭიროა ექიმის მიერ წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის დაცვა ან მასთან კონსულტაცია.

რამოხდება,თუინსულინსშეცდომითგავიკეთებ?

ინსულინის იმაზე მეტი დოზით მიღებამ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, შესაძლოა ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს სისხლში გლუკოზის დონე და საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია. მდგომარეობის გაუარესების, სიმპტომების დამძიმების ან გონების დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

შეჯამება

ინსულინოთერაპია ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობის აუცილებელი ნაწილია, ხოლო ტიპი 2 დიაბეტის დროს მისი დანიშვნის საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება. ინსულინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიპოგლიკემია.

მკურნალობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა, ინსულინის სწორად გამოყენება და სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი.

 

“სინევო“ გთავაზობთ დიაბეტის მონიტორინგის და  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

წყარო:

https://www.goodrx.com/classes/insulins/common-side-effects

https://www.medicalnewstoday.com/articles/323387#side-effects-and-risks

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button