Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თირკმლის ფუნქციური სინჯები

ცნობილი როგორც:თირკმლის ფუნქციური სინჯები
SKU: 1944

55.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

საცნობარო მნიშვნელობები

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

დამატებითი ინფორმაცია

თირკმელი ადამიანის ძირითადი გამომყოფი (ექსკრეტორული) ორგანოა, რომელიც ორგანიზმის მეტაბოლიზმის (დაშლის) პროდუქტებით მდიდარ სისხლს ფილტრავს და ათავისუფლებს მავნე ნივთიერებებისგან. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.

თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი ჰომეოსტაზის რეგულაციაა: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფასა და სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში.

შესაბამისად, სისხლში იმ ნივთირებების კონცეტრაციის შეფასება, რომელსაც გამოყოფს თირკმელი შარდთან ერთად იძლევა მისი ფუნქციური მდგომარეობის შეფასების საშუალებას.

თირკმლის ფუნქციური პროფილი შედგება 7 ძირითადი პარამეტრისგან (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

კრეატინინი – ცილის ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში, ცირკულირებს სისხლში და გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მისი სიჭარბე თირკმლის მწვავე უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ახლავს თან.

შარდოვანა ცილების დაშლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც ღვიძლში ამიაკისგან წარმოიქმნება და შარდის კონცენტრირებაში მონაწილეობს. იმატებს გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, ტუბერკულოზის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.

შარდმჟავა –   პურინული ფუძეების (შედიან ნუკლეოპროტეიდების შემადგენლობაში) ცვლის პროდუქტი, რომელიც გამოიყოფა თირკმლებით. უჯრედგარე სითხეში გვხვდება ნატრიუმის მარილების სახით.

კალციუმინატრიუმიფოსფორიკალიუმი – ორგანიზმის ელექტროლიტური ჰომეოსტაზის ძირითადი პარამეტრები, რომელთა ცვლაშიც თირკმლები უნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.  სისხლში მათი კონცერტაციის კომპლექსური განსაზღვრა და შეფასება გვაძლევს ინფორმაციას თირკმლების ფუნქციურ მდგომაროებაზე.

როდის ჩავიტაროთ თირკმლის ფუნქციური სინჯები?

პროფილი ინიშნება  თირკმლების  ფუნქციონირების შესაფასებლად. ეს ანალიზი კეთდება მაშინ, როდესაც საეჭვოა  თირკმლის ფუნქციის მოშლა ან როდესაც პაციენტს უკვე აქვს დადგენილი თირკმლის დაავადება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ტესტისთვის მოსამზადებლად შესაბამისი ინსტრუქციების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც, სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button