ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

sFLT-1/PLGF – თანაფარდობა | პრეეკლამფსიის მარკერი

ცნობილი როგორც:sFlt-1/PlGF – თანაფარდობა, პრე-ეკლამფსიის მარკერი
SKU: 1538

315.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ნიმუშის გაგზავნის დღეა სამშაბათი

ნიმუშების აღება განხორციელდება: რეგიონების ფილიალებში – ორშაბათს. თბილისის ფილიალებში – ორშაბათს ან სამშაბათს დღის პირველ ნახევარში

 

 

sFlt-1/PlGF თანაფარდობა — პრეეკლამფსიის ბიომარკერი

sFlt-1/PlGF თანაფარდობა არის ლაბორატორიული ტესტი, რომელიც გამოიყენება ორსულობის დროს პრეეკლამფსიის (preeclampsia) განვითარების რისკის შეფასებისა და დიაგნოსტიკის მხარდასაჭერად.

პრეეკლამფსია არის ორსულობის გართულება, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის მატებით და შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევასთან. მისი განვითარება დაკავშირებულია პლაცენტის სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევასთან და ანგიოგენეზის (ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის) პროცესის ცვლილებასთან.

sFlt-1 და PlGF წარმოადგენს პლაცენტის მიერ გამომუშავებულ ბიომარკერებს:

  • sFlt-1 (soluble fms-like tyrosine kinase-1) — ანტი-ანგიოგენური ფაქტორია, რომლის მომატებაც შესაძლოა მიუთითებდეს პლაცენტის ფუნქციის დარღვევაზე.
  • PlGF (placental growth factor) — ხელს უწყობს სისხლძარღვების ნორმალურ განვითარებას; პრეეკლამფსიის დროს მისი დონე ხშირად მცირდება.

პლაცენტური ზრდის ფაქტორის PLGF კონცენტრაცია პირველ ტრიმესტრში დაბალია, მატებას იწყებს 11-12 კვირიდან. პიკს აღწევს 30 კვირისთვის, რის შემდეგაც კვლავ შემცირების ტენდენცია აღინიშნება.

პრეეკლამფსიისას sFLT-1 მატულობს.

sFLT-1/PLGF  ანგიოგენური ფაქტორების თანაფარდობა, პაციენტის ანამნეზურ და ულტრაბგერით მონაცემებთან ერთად პრეეკლამფსიის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.

ხანგრძლივი კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც მომავალში პრეეკლამფისა უვიტარდებათ, აღენიშნებოდათ მოცირკულირე sFLT-1კონცენტრაციის მატება და PlGF კონცენტრაციის შემცირება, პრეეკლამფსიის განვიტარებამდე რამდენიმე კვირით ადრე.     sFLT-1/PLGF   თანაფარდობის მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესტან.

 

დაავადების სიმძიმის განსაზღვრა

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ხშირად საჭიროა თანაფარდობის განმეორებით განსაზღვრა 48 საათში. მაჩვენებლის მკვეთრი მატება დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს. თუ მაჩვენებელი უცვლელია, ეს მიუთითებს მდგომარეობის მეტნაკლებად სტაბილურობაზე. გადამოწმება აუცილებელია არაუგვიანეს 2 კვირისა.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

sFLT-1/PlGF  თანაფარდობის განსაზღვრა ინფორმატიულია ჰიპერტენზიის მქონე ორსულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროების დასადგენად, განსაკუთრებით თუ:

  • წარმოდგენილია პრეეკლამფსიის არასპეციფიკური სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა არეში), სახის შეშუპება, წონის უეცარი მატება, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევევბი, თრომბოციტების შემცირება სისხლში, შრატის ტრანსამინაზების დონის მატება
  • საჭიროა ოროტეინურიით (შარდში ცილის მატებით) მიმდინარე სხვა პათოლოგიებთან დიფდიაგნოსტიკა
  • დადგენილია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება

sFlt-1/PlGF თანაფარდობის განსაზღვრა ძირითადად ტარდება ორსულობის მე-20 კვირიდან

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პრეეკლამფსიის განვითარება გესტაციის ადრეულ ეტაპზე  (20-33 კვირა +6 დღე)

sFlt-1/PIGFთანაფარდობა ინტერპრეტაცია მართვა
<38 პრეეკლამფსიის გამორიცხვა 4 კვირის ვადით კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ტესტის განცითარების აუცილებლობა არ არის
38-85 პრეეკლამფსიის მომატებული რისკი აუცილებელია მონიტორინგი და განმეორებითი ტესტირება 1-2 კვირაში
>85 პრეეკლამფსიის მაღალი ალბათობა საჭიროებს დაკვირვებას სტაციონარში და 2-4 დღეში განმეორებით ტესტირებას
>655 მოკლე პერიოდში გართულებების განვიტარების ძალიან მაღალი რისკი დაკვირვება სტაციონარში, მშობიარობის დაჩქარება

 

პრეეკლამფსიის განვითარება გესტაციის გვიან  ეტაპზე  (>34კვირის შემდეგ)

sFlt-1/PIGFთანაფარდობა ინტერპრეტაცია მართვა
<38 პრეეკლამფსიის გამორიცხვა 4 კვირის ვადით კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ტესტის განცითარების აუცილებლობა არ არის
38-110 პრეეკლამფსიის მომატებული რისკი აუცილებელია მონიტორინგი და განმეორებითი ტესტირება 1-2 კვირაში
>110 პრეეკლამფსიის მაღალი ალბათობა საჭიროებს დაკვირვებას სტაციონარში და 2-4 დღეში განმეორებით ტესტირებას
>201 მოკლე პერიოდში გართულებების განვიტარების ძალიან მაღალი რისკი დაკვირვება სტაციონარში, მშობიარობის დაჩქარება

 

 

საცნობარო მნიშვნელობები

პრეეკლამფსიის რისკ-ფაქტორები

  • პრეეკლამფსია წინა ორსულობაზე
  • მრავავნაყოფიანი ორსულობა
  • თანმხლები დაავადებები: ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა.
  • პრეეკლამფსიის ოჯახური ანამნეზი (დედა, და)
  • სიმსუქნე
  • 40-ზე ზემოთ ასაკი
  • თრომბოფილია
  • ინ-ვიტრო განაყოფიერება

 

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button