
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ციტოკერატინის ფრაგმენტი 19-ის ანტიგენი (CYFRA 21-1) ციტოკერატინის ცილოვან ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ძირითადად სინთეზდება ეპითელიურ ქსოვილში და ქმნის ეპითელური უჯრედების ციტოჩონჩხს.
CYFRA 21-1 გამოიყენება როგორც სიმსივნის მარკერი, განსაკუთრებით ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს, კარცინოემბრიონულ და სქვამოზურუჯრედოვან ანტიგენებთან ერთად. ასევე სხვა ეპითელური სიმსივნეებისთვისაც, როგორიცაა შარდის ბუშტის კარცინომა. მისი კონცენტრაციის მატება სიმსივნის დროს, ასოცირებულია უჯრედების ლიზისთან (დაშლასთან), რის შემდეგაც გამოიყოფა სისხლში ციტოკერატინის დეგრადაციის პროდუქტები.
როგორც სხვა სიმსივნური მარკერები, ციტოკერატინის ფრაგმენტი 19 სასკრინინგო და სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა ნაკლებია, ის გამოიყენება დაავადების პროგნოზირების მკურნალობის პროგრესის შესაფასებლად.
CYFRA 21-1 შედარებით ახალი მარკერია, რომელიც განისაზღვრება 2 მონოკლონური ანტისხეულით, რომლებიც მიმართულია ციტოკერატინის ფრაგმენტი 19-ის წინააღმდეგ.
წინასწარი მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები:<3.3 ნგ/მლ
CYFRA 21-1 არ გამოიყენება ფილტვის სიმსივნეების სკრინინგისათვის ასიმპტომურ პაციენტებში ან მაღალი რისკის ჯგუფებში (მაგ მწეველები).
რადგან ციტოკერატინ 19 არ არის ორგანოსპეციფიკური მარკერი, მისი მაჩვენებლის მომატება სხვა მოცულობითი პროცესების დროსაც შესაძლებელია.
ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა პასუხების უზუსტობა გამოიწვიოს:
იმუნოჰისტოქიმიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ციტოკერატინი 19 ძირითადად ვლინდება ფილტვის კარცინომებში, ასე რომ ის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის მარკერად გამოიყენება.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |