
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾175.00
პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის მომატებული ტიტრი აღმოჩენილია ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს. კვლევა გამოირჩევა მაღალი სენსიტიურობით და სპეციფიურობით აღნიშნული სიმსივნისათვის და მისი კონცენტრაცია კორელაციაშია (შესაბამისობაშია) სიმსივნური პროცესის პროგრესირებასთან.
პაციენტის მოზმადება – საჭირო არ არის
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდი (ProGRP)“ შრატში არის თანამედროვე, სენსიტიური ბიომარკერი, რომელიც გამოიყენება პატარა უჯრედოვანი ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის. მისი ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს კლინიკურ და ინსტრუმენტულ მონაცემებთან ერთად.
კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელ პეპტიდს და ნეირონსპეციფიკურ ენოლაზას დამატებითი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს. ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებელს აღნიშნული სიმსივნისათვის პროგნოზული ღირებულება გააჩნია.
კლინიკური კვლევით შეფასებულ იქნა 4 მარკერის – კარცინოემბრიონული ანტიგენის CEA, ციტოკერატინული ფრაგმენტი19 CYFRA 21-1, ნეირონსპეციფიკური ენოლაზას და პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის დიაგნოსტიკური ღირებულება ფილტვის უცნობი გენეზის სიმსივნეების დროს. პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის სპეციფიკურობამ >99% გადააჭარბა როგორც სადიაგნოსტიკო მაღალეფექტურმა მაჩვენებელმა. კარცინოემბრიონულმა მარკერმა აჩვენა ავთვისებიანი პროცესის გამოვლენის ყველაზე მაღალი შესაძლებლობა. CYFRA 21-1 მარკერი სპეციფიკური გამოდგა ძირითადად ფილტვის ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეებისას.
ოთხივე მარკერის კომბინირებული გამოყენებისას პოზიტიური პროგნოზული მაჩვენებლები შეადგენდა: ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნისას 50%, არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნისას 44%, ეპითელურუჯრედოვანი კარცინომებისას 36%, ადენოკარცინომებისას 53% და ფილტვის წვრილუჯრედული სიმსივნეებისას 78%.
შესაბამისად, ფილტვის უცნობი წარმოშობის სიმსივნეების დროს, ოთხივე მარკერის გამოყენება მეტად ინფორმატიულია დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის.
თირკმლის უკმარისობის დროს ხშირია კვლევის ცრუ-დადებითი შედეგი. შესაბამისად, პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდის განსაზღვრის საჭიროებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციური სინჯების ჩატარებაც.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
