Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ალერგიული რინიტი (თივის ცხელება) | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

გაზაფხული და ზაფხული სეზონური ალერგიების აქტიური პერიოდია. ქარით აქტიურად ვრცელდება მცენარეების ყვავილის მტვერი და თესლი, რასაც ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემის მწვავე რეაქცია და შესაბამისი სიმპტომების ჩამოყალიბება მოყვება.

სეზონური ალერგიებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ალერგიული რინიტი. მას მეორენაირად თივის ცხელებასაც უწოდებენ. სახელი მომდინარეობს თივის ჭრის სეზონიდან. ისტორიულად, დაკვირვების საფუძველზე ადამიანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ აქტივობას უკავშირდებოდა ალერგიული სიმპტომების განვითარება.

ზამთარი ალერგიებისთვის ნაკლებაქტიური სეზონია, თუმცა ზოგჯერ ალერგიული რინიტი მთელი წელი გრძელდება. დაავადების მაპროვოცირებელი შესაძლოა იყოს ოთახის მცენარეების მტვერი, შინაური ცხოველის ბეწვი, ობი და სხვა.

სიმპტომები

  • ცემინება
  • ცხვირის გაჭედვა, ან ჩამონადენი ცხვირიდან
  • თვალების ქავილი და ცრემლდენა
  • გარეთა სასმენი მილის, კანის, პირის ან/და ცხვირის ღრუს ლორწოვანის ქავილი
  • ყურების დაგუბება
  • ჩანადენი ცხვირხახაში

ზოგჯერ ასევე ვითარდება:

  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • თავის ტკივილი

იმ ადამიანებში, რომლებსაც ასთმა აწუხებთ, სეზონური ალერგია კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და ასთმური შეტევების პროვოცირებასაც კი იწვევს.

ალერგიული რინიტის მექანიზმი

ალერგიული რინიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერში გავრცელებული ალერგენების მიმართ იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას. სისხლში გამოიყოფა ჰისტამინები და სხვა მედიატორები. ქსოვილებში იწყება იმუნური ანთებითი რეაქცია, რასაც მოყვება შესაბამისი სიმპტომების განვითარება.

დიაგნოსტიკა

სეზონური ალერგიის დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ალერგიული რეაქცია წელიწადის ერთსა და იმავე დროს ვითარდება – ეს სეზონური ალერგიაა, თუმცა, იმის დადგენა რომელი ალერგენია წამყვანი დაავადების განვითარებაში, არც თუ ისე იოლია და ხშირად მოითხოვს გავრცელებულ ალერგენებზე ფართო კვლევების ჩატარებას.

მკურნალობა

ალერგიული რინიტის, ისევე როგორც ნებისმიერი ალერგიის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვა. გადაწყვეტილებას მკურნალობის მეთოდის შერჩევაზე იღებს ექიმი.

სინევო გთავაზობთ რესპირატორულ ალერგენებზე ლაბორატორიულ ტესტებს და ალერგიულ პანელებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

წყარო  https://www.healthline.com/health/allergies/seasonal-allergies

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button