Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ოფლის გამოყოფა და მისი კავშირი გენეტიკურ ფაქტორებთან | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ოფლიანობა  ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც იწყება სხვადასხვა მიზეზით სხეულის ტემპერატურის მატების საპასუხოდ. ის ემსახურება ორგანიზმის თვითგაგრილებას და გადახურების თავიდან აცილებას. ოფლის გამოყოფა ასევე უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, კანის მიკრობებისგან დაცვას,მარილებისა და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, სხეულიდან ტოქსინებისა და მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას და სხვა.

 

სად წარმოიქმნება ოფლი?

კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ის რამდენიმეშრიანი აგებულებისაა: გარეთა, თხელი შრე – ეპიდერმისი, შუა სქელი შრე – დერმა და შიდა შრე კანქვეშა უჯრედისი ანუ ჰიპოდერმა.

ყველა შრე უხვადაა მომარაგებული სისხლძარღვებით და ლიმფური ძარღვებით. დერმაში (კანის შუა შრეში) ასევე განლაგებულია თმის ფოლიკულები, საოფლე და ცხიმის ჯირკვლები. დერმაში მოთავსებულია შეხების და ტკივილის რეცეპტორები (ნერვული დაბოლოებები).

საოფლე ჯირკვლები განლაგებულია კანის ყველა უბანში, მთელს სხეულზე, თუმცა უფრო უხვადაა წარმოდგენილი: ხელისა და ფეხის გულებზე, შუბლზე, იღლიებში.

საოფლე ჯირკვლები აპოკრინული (ეგზოკრინული) ჯირკვლების ტიპს წარმოადგენს, რომლებიც გამოყოფს ცხოველქმედების პროდუქტს – ოფლს კანის ზედაპირზე.

ადამიანის კანი ორი ტიპის საოფლე ჯირკვლებს შეიცავს: ეკრინულ საოფლე ჯირკვლებს, რომლებიც უშუალოდ კანის ზედაპირზე გამოყოფს ოფლს და აპოკრინულ საოფლე ჯირკვლებს – რომლებიც განლაგებულია თმის ფოლიკულების უხვად შემცველი კანის უბნებში, როგორებიცაა: იღლია, საზარდული, თავის თმიანი ნაწილი.

ეკრინული საოფლე ჯირკვლები რეაგირებს სხეულის ტემპერატურის ზრდაზე და ოფლის გამოყოფით უზრუნველყოფს ტემპერატურის რეგულირებას. მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონია კანის ზედაპირზე და სიცოცხლის განმავლობაში ეს რიცხვი არ იცვლება. აპოკრინული საოფლე ჯირკვლები ძირითადად პუბერტატში (სქესობრივი მომწიფების პერიოდში) აქტიურდება.

 

რისგან შედგება ოფლი?

ეკრინული საოფლე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ოფლის 99% წყალია. დანარჩენი 1% ნატრიუმის ქლორიდია. ნატრიუმი და ქლორი ოფლის შემადგენელი ძირითადი მიკროელემენტებია, თუმცა გარდა ამისა, ოფლი შეიცავს სხვა ნივთიერებესაც, როგორიცაა:

  • კალიუმი
  • ვიტამინები
  • კალციუმის, მაგნიუმის, სპილენძის, თუთიის რკინის კვალი
  • ცილები და ამინომჟავები
  • ტოქსინები: მძიმე მეტალები, ბისფენოლი და სხვა

აპოკრინული საოფლე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ოფლი ბევრად სქელია, გარდა წლისა და ნატრიუმის ქლორიდისა, შეიცავს ცილებს, გლუკოზას, ლიპიდებს და ამიაკს.

 

რატომ გამოიყოფა ოფლი?

ოფლის გამოყოფის მთავარი ფუნქცია – სხეულის ტემპერატურის რეგულირება და გაგრილებაა. გარდა ამისა, ოფლის ფუნქციაა:

  • კანის ინფექციებისგან დაცვა, ოფლტან ერთად ანტიმიკრობული სუბსტანციების გამოყოფის გზით
  • უჯრედების წყალ-მარილოვანი და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება
  • კანის ზედაპირის ტენიანობის შენარჩუნება
  • მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტებისა და ტოქსიკური ნაერთების მოცილება ორგანიზმიდან

 

როდის გამოიყოფა ოფლი?

ოფლის გამოყოფა ხდება ყოველთვის, როდესაც სხეულის გაგრილებაა საჭირო. ჭარბი ოფლიანობა ახასიათებს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა:

  • ფიზიკური აქტივობა
  • კოფეინის შემცველი სასმელის მიღება
  • ცხარე საკვების მიღება
  • ალკოჰოლის მიღება
  • თამბაქოს მოხმარება
  • მრისხანება
  • სტრესი, შფოთვა და ფსიქომოტორული აგზნება
  • მაღალი ტემპერატურა და ავადმყოფობა
  • კონკრეტული მედიკამენტების მიღება
  • ორსულობა
  • მენოპაუზა და სხვა

 

რა რაოდენობის ოფლი გამოიყოფა?

გამოყოფილი ოფლის რაოდენობა იცვლება ჯირკვლის აქტივობის, გარემოს, ასაკის, სქესის, წონის, ტანსაცმლის ტიპის და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით. სხვადასხვა ადამიანში ოფლიანობის ხარისხიგანსხვავდება. ასაკის მატებასთან ერთად ოფლის წარმოქმნა და გამოყოფა მცირდება. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლის ოდენობა მერყეობს 0.5-დან  2.0 ლიტრამდე საათში

 

ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა

საოფლე ჯირკვლების გაძლიერებული აქტივობა იწვევს ჰიპერჰიდროზს, ანუ ოფლის ჭარბწაემოქმნას.

ჰიპერჰიდროზის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

ფოკალური ჰიპრჰიდროზი: ჭარბი ოფლიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ხშირია ახალგაზრდებში და ახასიათებს ჭარბი ოფლის გამოყოფა იღლიის, ხელისა და ფეხისგულების, თავის, წელის არეში.

გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი: გაძლიერებული ოფლიანობა გამოხატულია მთელ სხეულზე. ხშირია შუა ასაკის ზრდასრულებში.  წესი ოფლიანობის ამ ფორმის მიზეზებია:

  • ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე)
  • ანაფილაქსია (გენერალიზებული ალერგიული რეაქცია)
  • შფოთვა
  • სიმსივნეები (ჰოჯკინის ლიმფომა, ლეიკემია, ძვლის სიმსივნეები)
  • კარცინოიდული სინდრომი
  • მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, ჰორმონული პრეპარატები
  • დიაბეტი (სისხლში გლუკოზის დაბალი ან ძალიან მაღალი მაჩვენებლის დროს)
  • გულის უკმარისობა
  • ინფექციები
  • სიმსუქნე
  • ჰიპერთირეოზი
  • ფილტვის დაავადებები
  • მენოპაუზა
  • ჰიპოფიზის სიმსივნეებთან ასოცირებული მდგომარეობები (აკრომეგალია)
  • ორსულობა
  • ზურგის ტვინის დაზიანება
  • ინსულტი
  • ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება

აღწერილია ასიმეტრიული ჰიპერჰიდროზი – ანუ, ოფლიანობა სხეულის მხოლოდ ერთ ნახევარში. როგორც წესი ეს ნევროლოგიურ დარღვევებთანაა ასოცირებული (ჰორნერის სინდრომი – ტვინის ღეროს, ზურგის ტვინის და სხვა ორგანოების დაზიანების შედეგად).

ღამის ოფლიანობა ტიპური მდგომარეობაა მენოპაუზის და პრემენსტრუალურ პერიოდში.

ოფლის ჭარბწარმოქმნამ შესაძლოა გამოწვიოს კანის გაღიზიანება, ქავილი. ჰიგიენური პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მიკროფლორის გამრავლება და ანთებითი პროცესის განვითარება.

დიაგნოსტიკა იწყება სიმპტომების და ანამნეზის შეფასებით რათა დადგინდეს ჭარბი ოფლიანობის მიზეზი.

 

ოფლის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა

ოფლის გამოყოფის შემცირება – ჰიპოჰიდროზი ან მისი სრული არარსებობა – ანჰიდროზი სხვადასხვა მდგომარეობებთანაა ასოცირებული, როგორებიცაა:

 

  • დამწვრობა და კანის სხვა ნაწიბურები
  • შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები (შოგრენის დაავადება, სკლეროდერმია)
  • ორგანიზმის გაუწყლოება
  • ნარკომანია
  • ალკოჰოლით გამოწვეული ნეიროპათია
  • ნეიროპათია ასოცირებული დიაბეტთან, გაფანტულ სკლეროზთან
  • ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა – ჰორნერის სინდრომი- ფტოზი, მიოზი და ოფლის გამოყოფის შემცირება სახის ერთ ანხევარში; არლეკინის სინდრომი – სახის, კისრის და გულმკერდის ერთ ნახევარში ოფლის გამოყოფის არარსებობა
  • კანის დაავადებები (ეკზემა)
  • გენეტიკური დარღვევები: ფაბრის დაავადება, ჰიპოჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია და სხვა.

 

როგორ მოქმედებს გენეტიკური ფაქტორები ოფლის გამოყოფაზე?

ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებას – ფაბრის დაავადებას, ჰიპოჰიდროზულ ექტოდერმულ დისპლაზიას და სხვა, – ახასიათებს ოფლის გამოყოფის მკვეთრი შემცირება. გენეტიკური ფაქტორების გავლენით იცვლება სუნის თავისებურებები ოფლის გამოყოფის დროს.

 

ფაბრის დაავადება

ფაბრის დაავადება იშვიათი გენეტიკური დარღვევაა (ლიზოსომური დაგროვების დაავადება), რომლის დროსაც ირღვევა სფინგოლიპიდების (ლიპიდური სტრუქტურის მქონე მოლეკულების) დამშლელი ფერმენტების აქტივობა და სფინგოლიპიდები ლაგდება სისხლძარღვებსა და ქსოვილებში. ზიანდება ძირითადად თირკმლის, გულის, ტვინის და კანის ქსოვილები და ვითარდება დამახასიატებელი სიმპტომოკომპლექსი:

  • კიდურების პარესთეზიები: მწვავე ტკივილის ან წვის შეგრძნება კიდურების გრძელი ნერვების საპროექციოდ
  • ოფლის გამოყოფის მკვეთრი შემცირება ან სრული არარსებობა
  • ანგიოკერატომები – მუქი მეწამული ლაქები სხეულის ქვედა ნაწილების კანზე.
  • რქოვანის დისტროფია – რქოვანის შემღვრევა, მხედველობის მოსლის გარეშე. თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
  • გასტრო-ინტსტინური დარღვევები: მუცლის ტკივილი, შეკრულობისა და დიარეის ეპიზოდები.
  • ტინიტუსი – ხმაური ყურებში, ან/და სმენის დაქვეითება
  • ქვედა კიდურების შეშუპება
  • საერთო სისუსტე და დაღლის შეგრძნება
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა
  • გულისრევა-ღებინება
  • სქესობრივი მომწიფების შეფერხება
  • სიცხის აუტანლობა

 

დაავადებას შესაძლოა ახლდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები:

  • თირკმლის უკმარისობა
  • პერიფერიული ნეიროპათია
  • გულის უკმარისობა
  • ინსულტი

ფაბრის დაავადებას იწვევს ალფა-გალაქტოზიდაზა A (GLA) გენის მუტაცია, რომელიც ფერმენტ ალფა-გალაქტოზიდაზას სინთეზში მონაწილეობს. მუტაციის შედეგად, მიიღება არასრულფასოვანი ფერმენტი, ან აღინიშნება მისი სრული არარსებობა, რაც დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს იწვევს.

(GLA) გენი X ქრომოსომაზეა განლაგებული, შესაბამისად დაავადება უფრო ხშირად ვლინდება და მძიმედ მიმდინარეობს მამაკაცევში, ვიდრე ქალებში (მამაკაცებს მხოლოდ 1 X ქრომოსომა აქვთ. ქალებში მეორე X ქრომოსომის ჯანსაღი GLA გენი აბალანსებს მუტაციას და დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს).

 

ჰიპოჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია

ჰიპოჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზიის მქონე ადამიანებს არენიშნებათ საოფლე ჯირკვლების რაოდენობის შემცირება, ან ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.  დაავადების დამახასიატებელია:

  • სახის ნაკვთების განვითარების თავისებურებები
  • კბილ;ების განუვითარებლობა
  • თავისა და სხეულის მეჩხერი თმა

ეს პათოლოგია გამოწვეულია X ქრომოსომაში განლაგებული EDA  გენის ვარიაციებით. გარდა ამისა, განვითარების ტავისებურების გამოწვევაში მონაწილეობს: EDAR, EDARADD და WNT10A გენების მუტაციით, რომლებიც აუტოსომურ ქრომოსომებზეა განლაგებული. აღნიშნული გენები უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილებს და საოფლე ჯირკვლების ნორმალურ განვითარებას.

 

ტრიმეთილამინურია

ტრიმეთილამინურია „თევზის უნის დაავადების“ სახელით ცნობილი იშვიათი გენეტიკური მეტაბოლური პათოლოგიაა. დაავადების ერთადერთი სიმპტომი კანის, ამონასუნთქი ჰაერის, ოფლის და შარდის – თევზის უსაიმოვნო სუნია.

აღნიშნული სუნის მიზეზია ტრიმეთილამინი, ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავებში, ბაქტერიების მიერ საკვების დაშლის შედეგად. როგორც წესი, ფლავინის შემცველი ფერმენტი მონოქსიგენაზა-3, ტრიმეთილამინს გარდაქმნის უსუნო ნივთიერებად. FMO3  გენში განვითარებული ცვლილებების შედეგად ქვეითდება ფერმენტ მონოქსიგენაზა-3-ის აქტივობა,  აღინიშნება ტრიმეთილამინის დაგროვება ორგანიზმში და მისის გამოყოფა შარდთან, ოფლთან და ამონასუნთქ ჰაერთან ერთად. პათოლოგია აუტოსომურ რეცესიულია, ანუ ადამიანმა გენის მუტაცია ორივე მშობლისგან უნდა მიიღოს მემკვიდრეობით, იმისათვის რომ აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდეს.

 

 

ცისტური ფიბროზი

ცისტური ფიბროზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც CFTR გენის მუტაციითაა გამოწვეული და იწვევს უჯრესის მემბრანული ცილის დეფექტებს, რომელიც არეგულირებს უჯრედებში წყლისა და მარილების კონცენტრაციას. გარდა ძირითადი სიმპტომებისა (სქელი და წებოვანი ლორწო  სასუნთქ და საჭმლის მონელებელ ტრაქტში და ა.ს), ცისტური ფიბროზი ხასიათდება გაძლიერებული ოფლიანობით. ოფლთან ერთად გამოყოფილი მარილები ვერ უკუშეიწოვება კანის ზედაპირიდან, შესაბამისად კანი უფრო მეტად „მლაშეა“ ვიდრე ნორმაში.

 

 

სხეულის სუნი

ABCC11 გენი დაკავშირებულია აპოკრინული საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფის ფუნქციასთან. ოფლის შესწავლის კლინიკური კვლევით დადგენილია, გენის ვარიანტების პოლიმორფიზმი განაპირობებს კონკრეტული კომპონენტების ამა თუ იმ ოდენობას ოფლში, რაც არის სხეულის სპეციფიკური სუნის განმსაზღვრელი. რაც უფრო ნაკლებია ამ კომპონენტების ოდენობა ოფლში, მით ნაკლებადაა გამოხატული სხეულის სპეციფიკური სუნი.

 

წყარო

https://medicover-genetics.com/sweating-is-excessive-sweating-genetic/

https://www.webmd.com/skin-problems-and-treatments/understanding-your-skin

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cystic-fibrosis/symptoms-causes/syc-20353700

https://my.clevelandclinic.org/health/body/sweat

 

 

 ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ გენეტიკური დაავადებების მტარებლობისა და პრენატალური არაინვაზიური ტესტების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button