ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სეროტონინის სინდრომი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სეროტონინის სინდრომი ორგანიზმის რეაქციაა სხვადასხვა მედიკამენტზე. ის ვითარდება იმ პრეპარატების მიღების საპასუხოდ, რომლებიც ზრდის სეროტონინის კონცენტრაციას ორგანიზმში.

 

რა არის სეროტონინი?

სეროტონინი, ასევე ცნობილი როგორც 5-ჰიდროქსიტრიპტამინი,  ნეიროტრანსმიტერია რომელიც ქიმიურ სიგნალებს გადასცემს თავის ტვინიდან სხვადასხვა ორგანოების და ქსოვილების მიმართულებით პერიფერიული ნერვული სისტემის საშუალებით. მას ჰორმონული თვისებებიც გააჩნია.

სეროტონინი ორგანიზმში არაერთ ფუნქციის შესრულებაში მონაწილეობს, როგორებიცაა: დასწავლა, მეხსიერება, სიხარულის განცდა, სხეულის ტემპერატურის რეგულირება, ძილი, შიმშილი და სექსუალური ქცევა. სეროტონინის დეფიციტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შფოთვის, დეპრესიის, მანიის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების განვითარებაში.

სეროტონინი წარმოიქმნება შეუცვლელი ამინომჟავა ტრიფტოფანისგან.

ორგანიზმში აღმოჩენილი სეროტონინის 90% ნაწლავების ამომფენ უჯრედებში წარმოიქმნება. მხოლოდ 10% სინთეზირდება ტვინის ღეროში.

 

რას აკეთებს სეროტონინი ორგანიზმში?

განწყობა

თავის ტვინში არსებული სეროტონინი მონაწილეობს განწყობის რეგულაციაში. მას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ ხშირად. სეროტონინის ნორმალური კონცენტრაციის დროს ადამიანი მეტად კონცენტრირებული, ემოციურად სტაბილური, მშვიდი და ბედნიერია. მისი დაბალი მაჩვენებელი განწყობის არასტაბილურობას და დეპრესიას იწვევს. დეპრესიის და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მოქმედება სწორედ სეროტონინის დონის მატებას უზრუნველყოფს.

მონელება

სეროტონინის ძირითადი მოცულობა კონცენტრირებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აკონტროლებს ნაწლავის ფუნქციას. ნაწლავში სეროტონინის გამოყოფა ძლიერდება მონელებითი პროცესების დასაჩქარებლად ან ტოქსიკური პროდუქტებისაგან სწრაფად გასათავისუფლებლად.

გულისრევა

გულისრევის შეგრზნება ვიტარდება მაშინ, როდესაც სეროტონინი უფრო სწრაფად გამოიყოფა ნაწლავში, ვიდრე მისი მონელებაა შესაძლებელი. ამ ქიმიურ გზავნილს აღიქვამს ტვინი და საპასუხოდ ვითარდება გულისრევა. გულისრევა-ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მოქმედება სწორედ თავის ტვინში არსებული სეროტონინული რეცეპტორების დათრგუნვას იწვევს.

ძილი

სეროტონინი და დოფამინი მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც უზრუნველყოფს ძილის ხარისხს: ხანგრძლივობას და სიღრმეს. სეროტონინი ასევე ჩართულია მელატონინის სინთეზში. მელატონინი ძილ-ღვიძილის ციკლის მარეგულირებელი ჰორმონია.

 ჭრილობის შეხორცება

სეროტონინი გამოიყოფა სისხლში თრომბოციტების მიერ და მონაწილეობას იღებს ჭრილობის შეხორცების პროცესში. ის ასევე მონაწილეობს მცირე კალიბრის სისხლძარღვების შევიწროებაში, რაც ანელებს ჭრილობისკენ სისხლის ნაკადს და ეხმარება თრომბის ჩამოყალიბების პროცესს.

ძვლის მეტაბოლიზმი

კუწ-ნაწლავის სისტემაში სეროტონინის მაღალი დონე იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას.

 

სეროტონინის სინდრომი

სეროტონინის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში მკვეთრად მატულობს სეროტონინის დონე. როგორც წესი ეს დაკავშირებულია იმ მედიკამენტების დოზის ზრდასთან, რომლებიც გავლენას ახდენს სეროტონინის ორგანიზმში სეროტონინის კონცენტრციაზე.

 

სეროტონინის სინდრომის მიზეზები

სეროტონინის სინთეზი ხორციელდება როგორც თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებში, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვეგეტატიურ ნერვულ უჯრედებში.

სეროტონინის სინდრომის განვითარება როგორც წესი მის კონცენტრაციაზე მოქმედი რამდენიმე მედიკამენტის მიღების შედეგია.

განსაკუთრებით  –  სეროტონინის შემცველი შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტების და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაცია შესაძლებელია გახდეს სეროტონინის სინდრომის განვითარების მიზეზი.

  • სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები
  • სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები
  • თამბაქოს ადიქციის დასაძლევი მედიკამენტები
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
  • მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები
  • შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები: ტრიპტანები, კარბამაზეპინები
  • ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები
  • ლითიუმის პრეპარატები
  • ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • ზოგიერთი ჯგუფის ანტიბიოტიკები
  • ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები

 

 

ზოგიერთი არალეგალური მედიკამენტები და კვებითი დანამატები ასევე შესაძლოა სეროტონინის სინდრომის განვითარების მიზეზი გახდეს.

  • ამფეტამინები
  • მცენარეული დანამატები

 

სეროტონინის სინდრომის  რისკ-ფაქტორები

სეროტონინის სინდრომის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ იმ პირებს, რომლებიც იღებენ:

  • სეროტონინის შემცველი პრეპარატების მაღალ დოზებს
  • სეროტონინის შემცველი პრეპარატების კომბინაციებს
  • მცენარეულ ან საკვებ დანამატებს
  • გაურკვეველი წარმოშობის და ნარკოტიკულ საშუალებებს

 

 

სეროტონინის სინდრომის  სიმპტომები

სეროტონინის სინდრომის სიმპტომების გამოვლინება იწყება მედიკამენტის მიღების ან დოზის გაზრდიდან მოკლე პერიოდში.

სიმპტომების ინტენსივობა მერყეობს მსუბუქიდან – უკიდურეს გამოვლინებამდე:

  • შფოთვა და მოუსვენრობა
  • უძილობა
  • ცნობიერების აბნევა
  • სისხლის წნევისა და პულსის მომატება
  • მიდრიაზი (გუგების გაფართოება)
  • კუნთების დაჭიმვა და კოორდინაციის გაუარესება
  • ოფლიანობა
  • დიარეა
  • კანკალი

მძიმედ მიმდინარე სეროტონინის სინდრომის დროს ასევე ვითარდება:

  • მაღალი ცხელება
  • კიდურების ტრემორი
  • გულყრები
  • არითმია
  • ცნობიერების დათრგუნვა

ზომიერად გამოხატული სიმპტომები თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში. მაგრამ, თუ მდგომარეობა უარესდება  აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

 

სეროტონინის სინდრომის  გართულებები

თუ სეროტონინის კონცენტრაცია დროულად უბრუნდება ნორმას, ის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს პრობლემას არ უქმნის. თუმცა, სეროტონინის დონის პროგრესირებადი ზრდა მკურნალობის გარეშე, შესაძლოა ლეტალური შედეგებით დასრულდეს.

 

სეროტონინის სინდრომის  პრევენცია

სეროტონინის დონეზე მოქმედი ერთზე მეტი მედიკამენტის მიღება ყოველთვის ქმნის სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკს.

სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიაწოდოთ ოჯახის წევრს, ან მკურნალ ექიმს, საჭირო ზომების დროულად მისაღებად.

სიმპტომების განვითარებისთანავე მედიკამენტის თვითნებური შეწყვეტა შესაძლოა სხვა გართულებების მიზეზიც გახდეს, ამიტომ, აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

 

 

 

 

 

ლაბორატორია  “სინევო” გთავაზობთ შემდეგი ჰორმონების განსაზღვრას:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23411-melatonin

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button