ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ ამოვიცნოთ ტკიპის ნაკბენი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

როგორამოვიცნოთტკიპისნაკბენიდაროგორ მოვიქცეთ მისი აღმოჩენის შემდეგ?

 

ზაფხულში ტკიპების აქტივობა ხშირად იზრდება, თუმცა ეს დაკავშირებულია კონკრეტულ რეგიონთან, კლიმატთან და ტკიპის სახეობასთან. თბილი და ნოტიო ამინდი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ტკიპების გამრავლებისა და აქტიურობისთვის.

ტკიპის ნაკბენი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან თავდაპირველად შესაძლოა არ იწვევდეს ტკივილს ან ძლიერ ქავილს. ტკიპები არაერთი გამომწვევის გადამტანია,მათ შორის ბორელიოზის, რომელიც ლაიმის დაავადების გამომწვევია.

სხვა მწერების ნაკბენებისგან განსხვავებით, ტკიპის ნაკბენი ქავილს და ტკივილს კბენიდან რამდენიმე საათში იწვევს, ამიტომ დასაწყისში ხშირად ყრადღების მიღმა რჩება.

როგორგამოიყურებატკიპისნაკბენი დასაწყისში?

ნაკბენის ადგილი ხშირად ძალიან ჰგავს კოღოს ნაკბენს — შეიძლება გამოჩნდეს მცირე ზომის წითელი ლაქა, კვანძი ან ადგილობრივი გაღიზიანება. ეს საწყისი რეაქცია გამოწვეულია ტკიპის ნერწყვის საპასუხოდ განვითარებული იმუნური რეაქციით, რაც კბენიდან 1-2 დღეში ქრება.

ტკიპის ნაკბენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს პატარამუქიწერტილიკვანძისცენტრში. ეს ხშირად წარმოადგენს ჯერ კიდევ კანზე მიმაგრებულ ტკიპას, ან  ტკიპის სხეულის ფრაგმენტებს, რომლებიც ტკიპის ამოღების შემდეგ დარჩა კანზე.

 

რითგანსხვავდებატკიპისნაკბენიკოღოსაანობობისნაკბენისგან

ტკიპის და კოღოს ნაკბენს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ქავილია. კოღოს ნაკბენი თითქმის ყოველთვის იწვევს ძლიერ ქავილს მალევე და კანზე ჩნდება მცირე ზომის, ამობურცული წითელი კვანძი.

ტკიპის ნაკბენი კი, პირიქით, იშვიათად იწვევს ქავილს ან ტკივილს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. სწორედ ეს გვაფიქრებინებს,  რომ შესაძლოა საქმე ტკიპის ნაკბენთან გვქონდეს.

ობობის ნაკბენი ხშირად ხასიათდება ორი მცირე ნაჩხვლეტით კანზე (კბენის ადგილით) და შედარებით სწრაფად იწვევს შეშუპებასა და ტკივილს.

 

მიგრირებადი ერითემა – რასუნდამიაქციოთყურადღება?

ზოგიერთი სახეობის ტკიბა ბაქტერიის სახეობის – ბორელიების გადამტანია, რომელიც ადამიანში იწვევს ინფექციურ დაავადებას  – ლაიმის ავადმყოფობას. ბორელიოზს (ლაიმის დაავადებას) ძირითადად Ixodes-ის გვარის ტკიპები ავრცელებენ. ასეთი ტკიპის ნაკბენის ადგილზე ჩნდება სპეციფიკური გამონაყარი – ერითემის რგოლი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ფართოვდება და ამას მიგრირებადი ერიტემა ეწოდება. გამონაყარი შეხებისას თბილია, როგორც წესი, იშვიათად იწვევს ქავილს ან ტკივილს.

ტკიპის ნაკბენის უბანში ასეთი  სიწითლის განვითარება აუცილებლად საყურადღებო ნიშანია და საჭიროებს ექიმის ჩართულობას.

ბორელიოზის (ლაიმის დაავადების) განვითარებისას, გარდა კანის სიწითლისა ვითარდება გრიპისმაგვარი სიმპტომების კომპლექსი:

  • ცხელება და შემცივნება
  • თავის ტკივილი და დაღლილობა
  • კუნთების ტკივილი
  • სახსრების ტკივილი: განსაკუთრებით დამახასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის.

უფრო იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებაა ტკიპით გამოწვეული დამბლა (tick paralysis), რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთი  ტკიპის ნერწყვში არსებულ ტოქსინებთან.

 

რამდენიხნისგანმავლობაშიუნდადავაკვირდეთტკიპისნაკბენს?

ტკიპის ნაკბენის შემდგომი დაკვირვების პერიოდი რამდენიმე კვირას მოიცავს.  მიგრირებადი ერითემა, როგორც წესი, ტკიპის ნაკბენიდან 3–30 დღის განმავლობაში ვითარდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაკბენზე, არამედ ზოგად მდგომარეობაზე დაკვირვებაც.

ცხელება, კუნთების ტკივილი ან საერთო სისუსტე, რომელიც ტკიპის ნაკბენიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ ვითარდება, შესაძლოა ჩვეულებრივ გაციებად მიიცნიონ, თუმცა ამ სიმპტომების გამოვლენის დრო მნიშვნელოვანია.

ტკიპებით გადამდები დაავადებების, მათ შორის ლაიმის დაავადების ადრეული მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ადრე იწყება თერაპია.

 

როგორ უნდა მოიქცეთტკიპისნაკბენისაღმოჩენისშემდეგ?

თუ აღმოაჩენთ, რომ ტკიპა ჯერ კიდევ კანზეა მიმაგრებული, საჭიროამისი მოცილება ფრთხილად და სწორად: გამოიყენეთ წვეტიანი პინცეტი, მოეჭიდეთ ტკიპას რაც შეიძლება ახლოს კანთან და ამოწიეთ ზემოთ, პირდაპირი და თანაბარი მოძრაობით.

მკვეთრი მოატრიალებით ან მოქაჩვით შესაძლოა ტკიპის  ნაწილები კანში დარჩეს. მოცილების შემდეგ დაამუშავეთ ნაკბენის ადგილი საპნითა და წყლით ან სპირტით.

თუ შესაძლებელია, გადაუღეთ ტკიპას ფოტო და ჩაინიშნეთ ნაკბენის თარიღი. ტკიპის სახეობის ცოდნა ეხმარება ექიმს, შეაფასოს, რომელი ინფექციების რისკი შეიძლება არსებობდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,  რამდენ ხანს იყო ტკიპა მიმაგრებული, რადგან რაც უფრო დიდხანსაა ტკიპა კანზე მიმაგრებული, მით მეტია ტკიპისმიერი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.

შეინახეთ კანიდან ამორებული ტკიპა დახურულ კონტეინერში ან პაკეტში, ან მიამაგრეთ წებოვანი ლენტით ფურცელზე — იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით სიმპტომები  განვითარდება  და  საჭირო გახდება მისი იდენტიფიცირება.

 

 

 

წყარო:

https://scienceinsights.org/how-to-identify-a-tick-bite-and-when-to-worry/

 

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button