ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდი თავდაპირველად გამოყვეს ღორის წვრილი ნაწლავიდან, როგორც ნაწლავზე მოქმედი ძლიერი ვაზოაქტიური ჰორმონი. ის გვხვდება ნერვულ, საჭმლის მომნელებელ, სუნთქვის და შარდ-სასქესო სისტემაში, ასევე ფარისებრ, თირკმელზედა და ეგზოკრინულ ჯირკვლებში. მისი ძირითადი ეფექტი ვლინდება გლუვი კუნთების (სისხლძარღვების და ბრონქიოლების) რელაქსაციაში, კუჭ-ნაწლავის სისტემის წყლისა და ელექტროლიტების სეკრეციასა და პანკრეასის ჰორმონების გამოყოფაში.
ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის ჭარბი სეკრეცია აღინიშნება ე.წ პანკრეასული დიარეის – ვერნერ-მორისონის სინდრომის დროს. მდგომარეობას ახასიათებს წყლისებრი დიარეა, ჰიპოკალემია (კალიუმის კარგვის გამო) და ჰიპოქლორჰიდრია. ასევე ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა, გაუწყლოება და გამოხატული ფიზიკური ასთენია (გამოფიტვა). ასევე აღინიშნება ჰიპერკალცემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.
ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდი შესაძლოა გამომუშავდეს პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის წარმომქმნელი სიმსივნეების, ასევე კუნძულების ექტოპიური და ჰიპერპლაზიური პროცესებისას .
ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის მასინთეზებელი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი პაციენტებში ქრონიკული დიარეით.
კვლევა ტარდება უზმოდ – საკვების ბოლო მიღებიდან მინიმუმ 8 საათი უნდა იყოს გასული.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები: <17 pmol/L
პანკრეასული დიარეის სინდრომის ყველა შემთხვევაში არ აღინიშნება ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის მაჩვენებლის ზრდა. მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია დამახასიათებელია საფაღარათოების ხშირი და რეგულარული გამოყენებისას.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |