ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
პროლაქტინი (PRL) ჰორმონია, რომელსაც ადამიანის ჰიპოფიზის, წინა ნაწილის – ადენოჰიპოფიზის ლაქტოტროპული უჯრედები გამოიმუშავებს. მისი გამოყოფა ჰიპოთალამუსის მიერ რეგულირდება. დოფამინი ითვლება პროლაქტინის ძირითად მაინჰიბირებელ ფაქტორად და ამ გზით არეგულირებს პროლაქტინის სეკრეციას.
პროლაქტინი სინთეზდება პრეჰორმონის სახით, რომლის მოლეკულაც შემდგომ იშლება და მიიღება 23კდა მოლეკულური წონის მონომერული ფორმა, რომელიც წარმოადგენს ძირიტად მოცირკულირე ფორმას. სხვანაირად მას მცირე პროლაქტინსაც უწოდებენ. ის ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია.
ადამიანის პროლაქტინის მოლეკულა ჰეტეროგენური ზომისაა და გარდა მონომერული ფორმისა, აღმოჩენილია დიმერული ფორმა (50კდა მოლეკულური წონით) და ტეტრამერული, ე.წ მაკროპროლაქტინის მოლეკულა (150კდა მოლეკულური წონით). ეს ორი ფორმა პრაქტიკულად ბიოლოგიურად არააქტიურია. მაკროპროლაქტინის არააქტიურობის მიზეზად ითვლება მისი მაღალი მოლეკულური მასა, რის გამოც ის ვერ აღწევს საბოლოო სამიზნე ქსოვილამდე.
მაკროპროლაქტინი – პროლაქტინის არაბიოაქტიური იზოფორმაა, რომელიც შედგება პროლაქტინის მონომერისა და IgG-ს მოლეკულისაგან და იმუნოგლობულინებისთვის დამახასიათებელი გახანგრძლივებული კლირენსით ხასიათდება. ეს იზოფორმა კლინიკურად არააქტიურია, თუმცა მისი აღმოჩენა ხშირადიმუნოლოგიური კვლევის არასწორი მონაცემის მიღების საფუძველი ხდება.
მაკროპროლაქტინი, ცრუ ჰიპერპროლაქტინემიის ჰიპერდიაგნოსტიკის ხშირი მიზეზია, რასაც მოყვება არასაჭირო დამატებითი კვლევები და მკურნალობა. მაკროპროლაქტინის განსაზღვრა ყველა ლაბორატორიაში არ არის შესაძლებელი, რაც მდგომარეობის არასწორი მართვის მიზეზი ხდება.
არსებობს პროლაქტინის დონის მატების ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მიზეზები. თუმცა, არსებობს ჰიპერპროლაქტინემიის ისეთი შემთხვევები, რომელიც არც კლინიკურ, ჰორმონულ და არც ინსტრუმენტული კვლევის მონაცემებთან შესაბამისობაში არ არის.
ასეთი შემთხვევები შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც პროლაქტინის დონის მატების იდიოპათიური ფორმა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება სწორედ მაკროპროლაქტინემია. მაკროპროლაქტინემიის უგულებელყოფა არასწორია, დიფერენცირებული დიაგნოსტიკის დროს.
ფიზიოლოგიურ ჰიპერპროლაქტინემიას იწვევს:
ორსულობა
სტრესი
ტკივილი
გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა
პათოლოგიური ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზები
მკერდის განმეორებითი მექანიკური სტიმულაცია (მაგ: რძის გამოწველვისას)
გულმკერდის ტრავმა
ღვიძლ-თირკმლის დაავადებები
პირველადი ჰიპოთირეოზი
ჰიპოფიზის ადენომა
ქალასშიდა სიმსივნეები ჰიპოფიზის და/ან ჰიპოთალამუსის კომპრესიით
ცარიელი თურქული კეხის სინდრომი
პროლაქტინის სინთეზის მასტიმულირებელი მედიკამენტები
დოფამინერგული ბლოკერები
არა-კატექოლამინდამოკიდებული აგენტები
H2 რეცეპტორების ბლოკერები
ტრიციკლური ანტიდეპრესანტეი
იდიოპათიური მიზეზები (მათ შორის მაკროპროლაქტინემია)
მდგომარეობა ხასიათდება ცირკულაციაში მაღალმოლეკულური პროლაქტინის სიჭარბით, რომელიც პროლაქტინის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინთანაა ბმული.
მაკროპროლაქტინემიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც შრატში მოცირკულირე პროლაქტინის 30-60% მაკროპროლაქტინის სახითაა წარმოდგენილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ პროლაქტინის მონომერული ფორმა ბიოაქტიურია, მაკროპროლაქტინი კი – ბიოლოგიურად არააქტიური, თუმცა, იმუნორეაქტიულ თვისებებს ინარჩუნებს. მაკროპროლაქტინის მოლეკულა (იმუნოგლობულინთან ბმული), ვერ რეაგირებს პროლაქტინის რეცეპტორთან, რაც აფერხებს ჰიპოთალამურ უარყოფით უკუკავშირს და საბოლოოდ იწვევს ჰიპერპროლაქტინემიას. გარდა ამისა, მაკროპროლაქტინის გამოყოფა თირკმელების მიერ (ჩვეულებრივ პროლაქტინთან შედარებით) უფრო რთულად ხორციელდება, რაც ქრონიკული მაკროპროლაქტინემიის განვითარების კიდევ ერთი ხელსემწყობი პირობაა.
მაკროპროლაქტინემია ხშირად უგულებელყოფილია ჰიპერპროლაქტინემიის დიფდიაგნოსტიკისას. ამის შედეგია არასაჭირო დამატებითი კვლევები, შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია და არასაჭირო მკურნალობა.
იმისათვის, რომ არააქტიური პროლაქტინის მონაცემის „შერევა“ შრატის აქტიურ პროლაქტინთან არ მოხდეს და პროლაქტინის დონის ცრუ მატების მონაცემეი არ მივიღოთ, საჭიროა ცალკეული ამ ფრაქციების იმუნოანალიზი.
მრტ და კტ კვლევის მონაცემები როგორც წესი უარყოფითია მაკროპროლაქტინემიის დროს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა დაფიქსირდეს რადიოლოგიური გადახრა ნორმიდან, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჭეშმარიტი ჰიპერპროლაქტინემიის დროს.
მაკროპროლაქტინემია არაა ასაკთან და სქესთან კავშირში. ის შესაძლოა ნებისმიერ ადამიანში გამოვლინდეს, თუმცა უფრო ხშირია ქალებში.
პაციენტებს მაკროპროლაქტინემიით, როგორც წესი იშვიათად აღენიშნებათ ციკლის დარღვევა, მინიმალურადაა გამოხატული გალაქტორეა.
ჰიპერპროლაქტინემიის კლინიკური სურათი როგორც წესი ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მცირე და მაკროპროლაქტინის ერთდროული მატება შრატში.
მაკროპროლაქტინემიის ასიმპტომური მიმდინარეობა სავარაუდოდ დაკავშირებულია პროლაქტინის რეცეპტორის ეპიტოპებთან ანტისხეულების დაკავშირებასთან და მათ ბიოლოგიურ ინაქტივაციასთან.
იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით, გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავშეკავება.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, არტერიული წნევის წამლებმა, ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
ვენური სისხლი
შედეგების ფორმაში მოცემულია ბაზალური პროლაქტინის დონე (რაოდენობრივი განსაზღვრა) და მაკროპროლაქტინის თვისობრივი მაჩვენებელი : დადებითი, მოსაზღვრე, უარყოფითი.
დადებითი შედეგი:
ჰიპერპროლაქტინემია განპირობებულია პროლაქტინის (Big-Big) ბიოლოგიურად არააქტიური ფრაქციის არსებობით. არ არის გამორიცხული ჰიპოფიზის ადენომა.
უარყოფითი შედეგი:
ჰიპერპროლაქტინემია არ არის გამოწვეული პროლაქტინის ბიოლოგიურად არააქტიური ფრაქციის არსებობით (big-big). ეძებთ ჰიპერპროლაქტინემიის სხვა მიზეზებს.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია