
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾230.00
კატექოლამინების ანალიზი სისხლის პლაზმაში გამოიყენება ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის დონის გასაზომად, რაც მნიშვნელოვანია ფეოქრომოციტომის, პარაგანგლიომისა და ნეირობლასტომის დიაგნოსტიკაში. ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუხსნელი ჰიპერტენზიის, ძლიერი თავის ტკივილების, ტაქიკარდიის ან ისეთი სხვა სიმპტომების არსებობისას, რომლებიც მიუთითებს სიმპათო-ადრენერგული სისტემის დარღვევაზე.
ტესტის შემადგენლობაში შედის თავისუფალი კატექოლამინების (არაკონიუგირებული) 3 ფრაქციის განსაზღვრა (ადრენალინი, ნორადრენალინი და დოფამინი) შრატში და არის ინფორმატიული ინსტრუმენტი ფეოქრომოციტომისა და სხვა ნერვული წარმოშობის სიმსივნეების დიაგნოსტირებისას.
დიაგნოსტიკური მნიშვნელობა უფრო მაღალია, თუ ნიმუშები აღებულია ჰიპერტონული კრიზის დროს. ვინაიდან სიმსივნური უჯრედების მიერ კატექოლამინების წარმოება წყვეტილია.
კატექოლამინების კმაჩვენებლები პლაზმაში აუცილებლად განიხილება კლინიკური და სხვა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგებთან ერთად.
ტესტი ტარდება მოსვენებულ მდგომარეობაში.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
