Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მელატონინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:მელატონინი
SKU: 269

290.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

მელატონინი (N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინი) წარმოადგენს ეპიფიზის მთავარ ჰორმონს და სეროტონინის შუალედურ მეტაბოლიტს. მელატონინს, გარდა ეპიფიზისა, გამოიმუშავებს თვალის ბადურა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი. სისხლში მელატონინის მაქსიმალური მნიშვნელობები აღინიშნება შუაღამიდან დილის 4 საათამდე. მელატონინის სეკრეციას ძირითადად აკონტროლებს სიმპათიკური ნერვული სისტემა ნორეპინეფრინის საშუალებით. მის სინთეზზე ძლიერ გავლენას ახდენს დღის სინათლე, ხელოვნური განათება, ელექტრომაგნიტური ენერგია, ვარჯიში, მეთიონინის მეტაბოლიზმი და დაბერება. ის ძირითადად არეგულირებს ძილის დროსა და ხანგრძლივობას და წლიურ და ცირკადულ ბიორიტმს. მელატონინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით.

ძირითადი ფუნქციები:

  • არეგულირებს ენდოკრინული სისტემის აქტივობას, არტერიულ წნევას, ძილის სიხშირეს;
  • მონაწილეობს ტვინის უჯრედების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებაში;
  • ანელებს დაბერების პროცესს;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები;
  • გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესებზე დროის ზონების შეცვლისას;
  • აქვს სტრესის საწინააღმდეგო, იმუნოსტიმულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი.

მელატონინის სეკრეციის უკმარისობა იწვევს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH)  წარმოების გაზრდას და, შესაბამისად, ფოლიკულის პერსისტირებას, პოლიკისტოზურ საკვერცხეებს და ზოგად ჰიპერესტროგენიზმს. ამ ფონზე შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ფიბრომატოზი და დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა. ეპიფიზის ჰიპერფუნქცია კი, თავისმხრივ, იწვევს ჰიპოესტროგენიზმს და ფრიგიდულობას.

მელატონინის მაქსიმალური გამომუშავება აღინიშნება ბავშვობაში, შემდეგ ის იკლებს, სიბერეში კი ჰორმონი თითქმის არ ფორმირდება. სწორედ მელატონინი არის პასუხისმგებელი დაბერების პროცესზე – ამ ჰორმონის გამომუშავების რიტმი არეგულირებს ადამიანის ცხოვრების მთელ ციკლს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი მელატონინზე?

მელატონინზე ტესტს ვიტარებთ იმ შემთხვევებში, თუ აღინიშნება:

  • ძილის დარღვევა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • სეზონური აფექტური აშლილობა;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა და
  • იშემიური დაავადება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა ან ალერგია. თქვენი ექიმი თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მოგცემთ კონკრეტულ მითითებებს მელატონინზე ტესტირებასთან დაკავშირებით.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სისხლში მელატონინის დაბალი დონე გხვდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ასაკის მატება;
  • ძილის ნაკლებობა;
  • კაშკაშა განათების ან ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება, მათ შორის რეგულარული გრძელი ფრენები ან ღამის ცვლაში მუშაობა;
  • გადაჭარბებული ვარჯიში ღამით;
  • მელატონინის სეკრეციის დაქვეითება ან მისი მეტაბოლიზმის მომატება;
  • სტრესი, განსაკუთრებით მაღალი კორტიზოლის შემთხვევაში;
  • გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის SSRI, ბენზოდიაზეპინები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ადრენერგული საშუალებები, კალციუმის არხის ბლოკატორები და სტეროიდები;
  • ყავის, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება;
  • B12 დანამატის მიღება მაღალი დოზით;
  • პელაგრას მქონე პაციენტებში, ტრიპტოფანის მეტაბოლიზმის დარღვევით.

სისხლში მელატონინის მაღალი დონე გხვდება შემდეგ შემთხვევებში:

  • მელატონინის ან ტრიპტოფანის მიღება;
  • გახანგრძლივებული ღამის ბნელი ფაზა;
  • გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა MAO ინჰიბიტორები, ფლუვოქსამინი და დესპირამინი;
  • კანაფის მოხმარება;
  • ღვიძლის მიერ მელატონინის მეტაბოლიზმის დაქვეითება;
  • სეზონური აფექტური აშლილობა.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/Panelhyppitadrenhormones/melatonin.html

https://www.synevo.ro/shop/melatonina/

https://www.clinicallabs.com.au/functional-pathology-old/practitioners/functional-tests-arterial/melatonin-profile/

https://www.lybrate.com/lab-test/melatonin;

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button