Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კატექოლამინები (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:კატექოლამინები (24 საათიანი შარდი)
SKU: 999

160.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

სეკრეტორული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები ჩვეულებრივ ასოცირდება კატექოლამინების გაცილებით მაღალ დონესთან, ვიდრე დადგენილი ნორმის ზედა ზღვარია.

ფეოქრომოციტომა ყველაზე გავრცელებული კატექოლამინ-სეკრეტორული (ადრენალინი და ნორადრენალინი) სიმსივნეა, რომელიც 90% შემთხვევაში მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის მედულარულ (ტვინოვან) ნაწილში. ამ ტიპის სიმსივნე შეიძლება წარმოიშვას მარტო ან მრავალობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სახით. კლინიკური სურათი მოიცავს ჰიპერტენზიას, ხშირად აღინიშნება პაროქსიზმული შეტევები, რასაც თან ახლავს ტაქიკარდია, გულმკერდის ტკივილი, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, გულისრევა.

სიმსივნეების სხვა ტიპები, რომელთაც დროდადრო შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული ან მუდმივი ჰიპერტენზია, არის პარაგანგლიომა.

ტესტის შემადგენლობაში შედის თავისუფალი კატექოლამინების (არაკონიუგირებული) 3 ფრაქციის დადგენა (ადრენალინი, ნორადრენალინი და დოფამინი) 24 საათიან შარდში და არის ინფორმატიული ინსტრუმენტი ფეოქრომოციტომისა და სხვა ნერვული წარმოშობის სიმსივნეების დიაგნოსტირებისას.

იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც დამადასტურებელი ტესტი, პლაზმაში ან შარდში მეტანეფრინების მომატებული რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში.

დიაგნოსტიკური მნიშვნელობა უფრო მაღალია, თუ ნიმუშები აღებულია ჰიპერტონული კრიზის დროს. ვინაიდან სიმსივნური უჯრედების მიერ კატექოლამინების წარმოება წყვეტილია, 24 საათიან შარდში კატექოლამინების განსაზღვრა უფრო ინფორმატიულია, ვიდრე მათი პლაზმაში ტესტირება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კატექოლამინებზე?

  • ფეოქრომოციტომის დიაგნოზი;
  • არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • სიმპათოადრენალური სისტემის დისფუნქციის იდენტიფიცირება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • რეკომენდებულია შარდის ნიმუშის აღებამდე თავიდან ავიცილოთ: ფიზიკური და ემოციური სტრესი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ყავის მოხმარება.
  • 2 კვირით ადრე სასურველია შეწყვიტოთ მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტესტზე ზეგავლენა: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (რეზერპინი, ალფა-მეთილდოპა, ალფა და ბეტა-ბლოკატორები), ლევოდოპა, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინები, ბრომოკრიპტინი, ნაზალური დეკონგესტანტები და ხველის აბები.
  • ტესტის ჩაბარებისას საჭიროა HCl -ის 25%-იანი დანამატის გამოყენება, 10მლ რაოდენობით. (დანამატის აღება შეგიძლიათ ფილიალში).

ნიმუშის აღება:

  • 24-საათიანი შარდი: დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ იკავებს შარდს; შემდეგ აგროვებს სუფთა 2-3 ლიტრიან კონტეინერში შარდის ყველა ულუფას მომდევნო დღის დილის 7 საათის ჩათვლით. საჭიროა შეგროვებული შარდის შენჯღრევა (ჰომოგენიზაციის მიზნით); ზომავს მთელ რაოდენობას; ანალიზისთვის იღებს დაახლ. 10 მლ-ს ერთჯერად პლასტმასის სპეციალურ კონტეინერში . ნიმუში ინახება 2-8ºC ტემპერატურაზე შეგროვების დროს და მის შემდეგ, სანამ ის რეალურად დამუშავდება.

შეგროვებისთვის საჭირო კონტეინერი: 2-3 ლიტრიანი კონტეინერი და ერთჯერადი პლასტიკური ჭიქა შარდისთვის, რომელზეც დაიტანება (აღინიშნება) შარდის საერთო რაოდენობა 24 საათში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში კატექოლამინების დონის მომატება:

  • ნეიროქრომაფინული ქსოვილის კატექოლამინ-სეკრეციული სიმსივნეები: ფეოქრომოციტომა, პარაგანგილომა, ნეირობლასტომა, განგლიონევრომა (ნეირობლასტომა, განგლიონევრომა არ არის დაკავშირებული ადრენალინის მომატებასთან);
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • ჰიპერტონული კრიზი;
  • სტრესი;
  • ჰიპოგლიკემია;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button