
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,080.00
ნიმუშების აღება განხორციელდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში, მხოლოდ პარასკევს, 11 საათამდე,
მასალა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს გამოგზავნილი 12:00 საათისთვის
(შენიშვნა: აბორტული მასალა აღებული უნდა იყოს იმავე დღეს – პარასკევს დილით)
აბორტული მასალის კონვენციური კარიოტიპირება წარმოადგენს ქრომოსომული ანალიზის კლასიკურ მეთოდს, რომელიც სპონტანური აბორტის მიზეზის დასადგენად გამოიყენება. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ქრომოსომების რაოდენობრივი და დიდი სტრუქტურული ანომალიები, რომლებიც ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. მეთოდი ეფუძნება უჯრედების კულტივირებას და ქრომოსომების მიკროსკოპულ შეფასებას.
ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრომოსომული ანომალიების გამოსავლენად, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს პირველი ტრიმესტრის სპონტანური აბორტების დაახლოებით 60%-ისა და მეორე ტრიმესტრის აბორტების დაახლოებით 20%-ის მიზეზს. თუ გამოვლინდა ქრომოსომული დარღვევა, სპონტანური აბორტის მიზეზი უკვე დადგენილად მიიჩნევა და წყვილში სხვა არაგენეტიკური მიზეზების ძიება მეორეხარისხოვანი ხდება, რაც დამატებითი, ხანგრძლივი და ძვირადღირებული კვლევების საჭიროებას ამცირებს. სწორედ ამიტომ, აბორტული მასალის კარიოტიპირების კვლევა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
გარდა ამისა, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აბორტული მასალის კვლევით მიიღება ნორმალური ქალის კარიოტიპი, Medicover Genetics დამატებით ატარებს დედის ქსოვილით კონტამინაციის გამორიცხვის ტესტს — დედის დნმ-ის პოლიმორფიზმების პარალელური ანალიზით. ეს უზრუნველყოფს, რომ შესწავლილი მასალა ნამდვილად ნაყოფის ქსოვილი იყო და არა დედის.
საკვლევი მასალა: აბორტის პროდუქტები (მაგ. პლაცენტა ან ფეტალური ქსოვილი)
საკვლევი ნიმუში იგზავნება პარასკევს
ნიმუშების აღება განხორციელდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში, მხოლოდ პარასკევს, 11 საათამდე, მასალა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს 12:00 საათისთვის (შენიშვნა: აბორტული მასალა აღებული უნდა იყოს იმავე დღეს – პარასკევს დილით)
პასუხის დრო: 25 სამუშაო დღე
ნიმუში თავსდება ფლაკონში, რომელიც შეიცავს იზოტონურ ხსნარს
გაფრთხილება: ნუ მოათავსებთ ნიმუშს ფორმალინში!!
აბორტული მასალის კონვენციური კარიოტიპირება ტარდება სპონტანური აბორტის შემდეგ, განსაკუთრებით განმეორებითი ორსულობის დანაკარგების შემთხვევაში, ქრომოსომული მიზეზების გამოსავლენად. კვლევა რეკომენდებულია მაშინაც, როდესაც არსებობს გენეტიკური ან ქრომოსომული პათოლოგიის ეჭვი ან ოჯახური ანამნეზი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აბორტული მასალის ქსოვილის კულტივირება ვერ მოხერხდეს, რაც ნაყოფის სიკვდილის შემდეგ განვითარებული უჯრედული დეგრადაციით (უჯრედების დაშლით) არის გამოწვეული. ასეთ დროს კარიოტიპული ანალიზის ჩატარება შეუძლებელი ხდება. ამ პრობლემის მაქსიმალურად დასაძლევად, თითოეულ მსგავს შემთხვევაში გამოიყენება სპეციალურად ადაპტირებული QF-PCR ტესტი 13, 15, 16, 18, 21, 22, X და Y ქრომოსომებისთვის. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ამ ქრომოსომების რიცხობრივი ანომალიები (ანეუპლოიდიები), რომლებიც სპონტანური აბორტების ყველაზე ხშირ მიზეზებს წარმოადგენს.
აღნიშნული სირთულეები მნიშვნელოვნად მცირდება აბორტული მასალის მოლეკულური კარიოტიპირების გამოყენების შემთხვევაში, რადგან ეს მეთოდი ქსოვილის კულტივირებას არ საჭიროებს.
*აბორტის პროდუქტები (მაგ. პლაცენტა ან ფეტალური ქსოვილი) და ქორიონული ხაოები უნდა მოთავსდეს სტერილურ მედიუმში – ჰანკსის ხსნარი, pH 7, პენიცილინითა და ჰეპარინით
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://medicover-genetics.gr/search/?query=karyot
Christofolini DM, Bevilacqua LB, Mafra FA, Kulikowski LD, Bianco B, Barbosa CP. Genetic analysis of products of conception. Should we abandon classic karyotyping methodology? Einstein (Sao Paulo). 2021 Jun 18;19:eAO5945. doi: 10.31744/einstein_journal/2021AO5945. PMID: 34161437; PMCID: PMC8225262.
Zhang T, Sun Y, Chen Z, Li T. Traditional and molecular chromosomal abnormality analysis of products of conception in spontaneous and recurrent miscarriage. BJOG. 2018 Mar;125(4):414-420. doi: 10.1111/1471-0528.15052. Epub 2018 Jan 14. PMID: 29220118.
