ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
ალფა-ფეტოპროტეინი სიმსივნის მარკერია, რომელიც კონკრეტული სიმსივნეების და ღვიძლის დაზიანებების დიაგნოსტირებაში გამოიყენება. ის ასევე აქტუალურია ორსულებში, ბავშვის თანდაყოლილი ანომალიების გამოსავლენად.
ალფა-ფეტოპროტეინის განსაზღვრა ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებთან ერთად სასკრინინგო ინსტრუმენტია ჰეპატოცელულური კარცინომის დიაგნოსტირებაში. იზოლირებულად ეს ტესტი არ გამოდგება სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად. სრული სურათის მისაღებად აუცილებელია მისი გამოყენება სხვა კვლევებთან კომბინაციაში.
ნორმაში ალფა-ფეტოპროტეინის დონე ორგანიზმში დაბალია. მისი მომატება შესაძლოა არ მიუთითებდეს ამა თუ იმ პათოლოგიაზე, თუ სხვა მონაცემები და კვლევების შედეგები არ გვაქვს ინტერპრეტაციისთვის.
ალფა-ფეტოპროტეინი ჩვეულებრივ გამოიყენება სიმსივნის დიაგნოზის დასადასტურებლად და დადასტურებული დიაგნოზის მონიტორინგისთვის. კვლევა ინიშნება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების – ჰეპატიტების და ციროზის, ასევე გერმინაციული წარმოშობის (საკვერცხის, სათესლის) სიმსივნეების დროს.
ალფა-ფეტოპროტეინის დონის მატება ორსულებში გამოიყენება ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისათვის.
ნორმა
ნორმაში მაჩვენებელი არ აღემატება 20ნგ/მლ. 400ნგ/მლ-ზე ზემოთ მაჩვენებლის მატება ღვიძლის დაზიანებაზე ან კნკრეტულ სიმსივნეებზე ეჭვის მიტანის საფუძველს წარმოადგენს.
საკვერცხის, სათესლის სიმსივნეებზე ეჭვის დროს, ან დიაგნოსტირებული სიმსივნის მონიტორინგისთვის
ღვიძლის ქრონიკული დაზიანებებისას (ჰეპატიტები, ციროზი)
ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, პერიოდული ჩექაფის დროს
ალფა-ფეტოპროტეინი ხშირად ისაზღვრება სხვა სიმსივნურ მარკერებთან ერთად, როგორებიცაა: ბეტა-ქორიონული გონადოტროპინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა გერმინაციული უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის და დინამიკაში დაკვირვებისთვის.
ქრონიკული ჰეპატიტის და ციროზის დროს, მაღალია ღვიძლის სიმსივნის განვიტარების რისკი. ალფა-ფეტოპროტეინის დონის უეცარი მკვეთრი მატება, სწორედ ღვიძლის სიმსივნის განვიტარების ნიშანი შეიძლება იყოს.
კვლევისთვის წინასწარ მომზადება, უზმოდ ყოფნა არ არის საჭირო
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია