ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდმჟავა (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც: Uric acid (24 hour urine)
SKU: 1919

13.50

საკვლევი მასალა: 24-საათიანი შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

შარდში შარდმჟავას გამოყოფის განსაზღვრა ძირითადად სასარგებლოა თირკმლის კენჭების მქონე პაციენტებში. შარდმჟავა ლითიაზი შეიძლება განვითარდეს როგორც პირველადი პოდაგრას, ასევე მეორადი ჰიპერურიკემიის (მაგ. ავთვისებიანი სიმსივნეებისას) შემთხვევაში. შარდმჟავა ნეფროლითიაზმა შეიძლება გაართულოს წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და იეიუნალური ქირურგიული შემოვლითი ოპერაცია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • პოდაგრა;
  • ნეფროლითიაზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში შარდმჟავას კონცენტრაცია იზრდება:

  • ნეფროლითიაზი;
  • ლეიკემია;
  • ლეშ-ნიჰანის სინდრომი;
  • ვირუსული ჰეპატიტი;
  • ვილსონის დაავადება.

შარდში შარდმჟავას კონცენტრაცია მცირდება:

  • თირკმლების ქრონიკული დაავადება;
  • ქსანტინურია;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;
  • ტყვიით მოწამვლა.

დამატებითი ინფორმაცია

პოდაგრული ართრიტით და ნეფროლითიაზით დაავადებულ ახალგაზრდა პაციენტებში ან მათ შემთხვევაში, ვინც გამოყოფენ 1000 მგ შარდმჟავას / 24 საათის განმავლობაში, სახეზე გვაქვს ფერმენტის – ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზილტრანსფერაზას (HPRT) მემკვიდრეობითი დეფიციტი. შარდმჟავა/კრეატინინის თანაფარდობა დილის შარდის ნიმუშებში გამოიყენება ლეშ-ნიჰანის სინდრომის სადიაგნოსტიკოდ, რომელიც ასოცირდება ფერმენტის აქტივობის სრულ არარსებობასთან. პოდაგრით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში იგივე ფერმენტის ნაწილობრივი დეფიციტის გამოსავლენად, ეს ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შარდის 24-საათიან ნიმუშებზეც.

შარდმჟავა/კრეატინინის თანაფარდობა სპონტანურ შარდში ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მეორადად, პოდაგრული ნეფროპათიით გამოწვეული თირკმლების მწვავე უკმარისობის დიფერენცირებაში გამომწვევი მიზეზის მიხედვით.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

პაციენტის მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა/შარდის შეგროვების წესი

24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).

 

0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Acid uric urinar

13.50

ლაბორატორიები
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button