ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾340.00
მელატონინი (N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინი) წარმოადგენს ეპიფიზის მთავარ ჰორმონს და სეროტონინის შუალედურ მეტაბოლიტს. მელატონინს, გარდა ეპიფიზისა, გამოიმუშავებს თვალის ბადურა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი. სისხლში მელატონინის მაქსიმალური მნიშვნელობები აღინიშნება შუაღამიდან დილის 4 საათამდე. მელატონინის სეკრეციას ძირითადად აკონტროლებს სიმპათიკური ნერვული სისტემა ნორეპინეფრინის საშუალებით. მის სინთეზზე ძლიერ გავლენას ახდენს დღის სინათლე, ხელოვნური განათება, ელექტრომაგნიტური ენერგია, ვარჯიში, მეთიონინის მეტაბოლიზმი და დაბერება. ის ძირითადად არეგულირებს ძილის დროსა და ხანგრძლივობას და წლიურ და ცირკადულ ბიორიტმს. მელატონინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით.
ძირითადი ფუნქციები:
მელატონინის სეკრეციის უკმარისობა იწვევს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) წარმოების გაზრდას და, შესაბამისად, ფოლიკულის პერსისტირებას, პოლიკისტოზურ საკვერცხეებს და ზოგად ჰიპერესტროგენიზმს. ამ ფონზე შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ფიბრომატოზი და დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა. ეპიფიზის ჰიპერფუნქცია კი, თავისმხრივ, იწვევს ჰიპოესტროგენიზმს და ფრიგიდულობას.
მელატონინის მაქსიმალური გამომუშავება აღინიშნება ბავშვობაში, შემდეგ ის იკლებს, სიბერეში კი ჰორმონი თითქმის არ ფორმირდება. სწორედ მელატონინი არის პასუხისმგებელი დაბერების პროცესზე – ამ ჰორმონის გამომუშავების რიტმი არეგულირებს ადამიანის ცხოვრების მთელ ციკლს.
მელატონინზე ტესტს ვიტარებთ იმ შემთხვევებში, თუ აღინიშნება:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა ან ალერგია. თქვენი ექიმი თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მოგცემთ კონკრეტულ მითითებებს მელატონინზე ტესტირებასთან დაკავშირებით.
ვენური სისხლი
სისხლში მელატონინის დაბალი დონე გხვდება შემდეგ შემთხვევებში:
სისხლში მელატონინის მაღალი დონე გხვდება შემდეგ შემთხვევებში:
რესურსები
https://spravochnik.synevo.ua/ru/Panelhyppitadrenhormones/melatonin.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |