Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დიჰიდროტესტოსტერონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:დიჰიდროტესტოსტერონი
SKU: 756

197.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

დიჰიდროტესტოსტერონი ანდროგენული ჰორმონია რომელიც განაპირობებს მამრობითი სქესის დამახასიათებელი  ნიშნების  ჩამოყალიბებას მამაკაცებში. დიჰიდროტესტოსტერონის გავლენა იწყება ჯერ კიდევ ჩანასახის პერიოდიდან.

მოზრდილობაში ტესტოსტერონის დღიური ოდენობის დაახლოებით 10% გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად. ეს ხორციელდება გენიტალიების კანსა და წინამდებარე ჯირკვალში მამრობითი სქესის ინდივიდებში და მდედრობითი ინდივიდების კანში.ეს პროცესი მიმდინარეობს ასევე ღვიძლშიც. მამრობითი სქესის ინდივიდებში დიჰიდროტესტოსტერონის დონე ბუნებრივად ბევრად მაღალია, ვიდრე მდედრობითში.

 

დიჰიდროტესტოსტერონის როლი ორგანიზმში

მამრობითი სქესის ინდივიდების სიცოცხლის სხვადსხვა სტადიაზე, მას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ძირითად ფუნქციას ავლენს ნაყოფის განვითარების სტადიაზე და სქესობრივი მომწიფების ხანაში.

ტესტოსტერონისგან განსხვავებით დიჰიდროტესტოსტერონი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, მამაკაცის ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობაში.

 

დიჰიდროტესტოსტერონი და ფეტალური განვითარება

ნაყოფის განვითარებისას სპეციფიკური ჰორმონული გარემო უზრუნველყოფს სქესობრივი ანატომიის დიფერენციაციას მდედრობით და მამრობით სქესად. დიჰიდროტესტოსტერონი, სხვა მამრობით ჰორმონებთან (ძირითადად ტესტოსტერონთან) ერთად ბლოკავს ქალის სასქესო ორგანოების განვითარებას მამრობით სქესში და უზრუნველყოფს სქესის დამახიასიათებელი ორგანოების, ძირითადად გარეთა სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას.

 

დიჰიდროტესტოსტერონი სქესობრივი მომწიფების ხანაში

სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მამრობითი სქესის ბავშვებში დიჰიდროტესტოსტერონი უზრუნველყოფს გარეთა სასქესო ორგანოების ზრდას, მამაკაცის ტიპის თმიანობის ჩამოყალიბებას: სახეზე, ტანზე, ბოქვენზე და პროსტატის მომწიფებას.

 

ნორმის მაჩვენებელი:

ქალები (მენოპაუზამდე)              — 24-268 პგ/მლ

ქალები (პოსტმენოპაუზაში)      —  10-181 პგ/მლ

მამაკაცები                                       —  250-990 პგ/მლ

 

 

 

დიჰიდროტესტოსტერონის მომატება აღინიშნება:

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას

პროსტატის სიმსივნის დროს

ანდროგენული ალოპეციისას (გამელოტებისას)

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს

 

 

დიჰიდროტესტოსტერონის დაბალი კონცენტრაცია ასოცირებულია:

5-ალფა-რედუქტაზას დეფიციტთან

მამაკაცების ჰიპოგონადიზმთან (დაბალი ტესტოსტერონი)

დიჰიდროტესტოსტერონის დაბალი კონცენტრაცია პათოლოგიურ ცვლილებებს ძირითადად მამრობით სქესში იწვევს. ვარაუდობენ, რომ ჰორმონის კონცენტრაციის შემცირება პუბერტატის პერიოდში, სქესობრივი მომწიფების დაყოვნების ერთერთი  მიზეზია.

 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ყველა იმ მდგომარეობისას, როდესაც ეჭვია ანდროგენული ჰორმონების დისბალანსზე, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან და კვლევების დაგეგმვა.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

წინასწარი მომზადება

წინასწარი მომზადება საჭირო არაა. სტეროიდული ჰორმონებით მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ტესტის ჩატარებამდე 2 საათით ადრე მოხდეს მედიკამენტის მიღება, მედიკამენტის ფონზე პიკის სანახავად.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button