ზოგადი ინფორმაცია
ინსულინის განსაზღვრა – გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში
ინსულინის განსაზღვრა გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში კვლევაა, რომელიც გამოიყენება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის განსასაზღვრად და ინსულინორეზისტენტობის შესაფასებლად. ეს ტესტი ხშირად ტარდება ორალური გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის (OGTT) ფარგლებში.
ინსულინი ანაბოლური (სინთეზური პროცესების ხელშემწყობი) ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის შეთვისებას, გლიკოგენეზს (გლიკოგენის წარმოქმნას), ლიპოგენეზს (ცხიმის წარმოქმნას) და პროტეინების (ცილების) სინთეზს ჩონჩხის კუნთოვან და ცხიმის უჯრედებში.
ინსულინი უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნებას, რისთვისაც ის ურთიერთქმედებს კატაბოლურ (დამშლელ) ჰორმონებთან: ეპინეფრინთან, გლუკოკორტიკოიდებთან და ზრდის ჰორმონთან.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
სისხლში ინსულინის განსაზღვრა ინფორმაციას იძლევა, როგორ გამოყოფს პანკრეასის ბეტა უჯრედები ინსულინს, უზმოდ და კვების შემდეგ.
კვლევა ტარდება შემდეგი სიმპტომების დროს:
- გაძლიერებული შიმშილი
- ოფლიანობა
- ავბრუხვევა
- დაბინდული მხედველობა
- სისუსტე
- გულის ფრიალის შეგრძნება
ინსულინის დონის განსაზღვრა ინიშნება ასევე შემდეგი პათოლოგიების დროს:
- პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
- ტიპი I და ტიპი II შქრიანი დიაბეტი
- მეტაბოლური სინდრომი
- გულის დაავადებები
- კუშინგის დაავადება
- ინსულინომა
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
რა არის ინსულინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი?
- ტიპიI შაქრიანი დიაბეტი:პანკრეასის ბეტა უჯრედების წინააღმდეგ განვიტყარდებული აუტოაგრესიული პროცესის შედეგია
- პანკრეასის დაავადებები:პანკრეასის ანტებითმა და სხვადასხვა დეგენერაციულმ აპროცესმა შესაძლოა დიაბეტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები მოგვცეს
- პანკრეასის ქირურგიული მოცილება:ამა თუ იმ მიზეზით (მაგ სიმსივნე) განხორციელებული პანკრექტომია.
- ჰიპოპიტუიტარიზმი:ჰიპოფიზის ჰორმონული უკმარისობა
რა არის ინსულინის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი?
- ინსულინრეზისტენტობა:მდგომარეობა, როდესაც უჯრედები არ არის მგრძნობიარე ინსულინის მიმართ, რაც შესაბამისად იწვევს ინსულინის გაძლიერებული გამომუშავება-გამოყოფა პანკრეასის მიერ.
- სიმსუქნე:ინსულინის მარალი დონე და ჭარბი წონა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სიმსუქნე ვითარდება ინსულინრეზისტენტობის შედეგად.
- ტიპი II შაქრიანი დიაბეტი
- ინსულინომა:პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოქმნის ინსულინს.
- პანკრეასის უჯრედების ჰიპერპლაზია:პანკრეასის ნორმალური (არასიმსივნური) უჯრედების გამრავლება, რომელიც ჭარბ ინსულინს აპროდუცირებს.
- კუშინგის სინდრომი:კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონი) ჭარბი პროდუქციით მიმდინარე დაავადებაა, რომლის უხშირესი მიზეზი ჰიპოფიზის სიმსივნეა და იწვევს ჰიპერინსულინემიას.
- აკრომეგალია:ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1-ის სიჭარბით მიმდინარე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ინსულინის ჭარბ წარმოქმნას აპროვოცირებს.
- მედიკამენტები:კორტიკოსტეროიდები, სულფონილურეაზას პრეპარატები (გამოიყენება დიაბეტის მკურნალობისას) პერორალური კონტრაცეპტივები ზრდის ინსულინის მაჩვენებელს სისხლში.
საცნობარო მნიშვნელობები
ინსულინის კვლევა უზმოდ და კვებიდან (გლუკოზით დატვირთვიდან) 2 საათში ინიშნება როგორც დიაბეტით დაავადებულებში, ისე დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფებში მყოფ პაციენტებში:
- ორსულები, ტიპი I ან ტიპი II შაქრიანი დიაბეტით ან მაღალი გლიკემიის ოჯახური ანამნეზოთ
- გესტაციური (ორსულობისას განვითარებული) დიაბეტის მქონე ქალები
- ადამიანები რომლებიც იღებენ ახალი ტიპის ინსულინს, ან მედიკამენტების განსხვავებულ დოზას
- დიაბეტით დაავადებულები რომლებსაც უჭირთ მდგომარეობის კონტროლი
- შაქრიანი დიაბეტით პაციენტები, რომლებიც მრავალმედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებიან
- სისხლის პლაზმაში კვების შემდგომი გლიკემიის დონის მატებით პაციენტები
- ადამიანები ინსულინრეზისტენტობით
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
გაიგე მეტი