ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოპეპტინი – CT-proAVP (უშაქრო დიაბეტი)

ცნობილი როგორც:უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკა
SKU: 2094

140.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კოპეპტინი

(CT-proAVP) არის ვაზოპრესინის (arginine vasopressin, AVP) პროჰორმონის სტაბილური ფრაგმენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ბიომარკერი წყლის ბალანსის, სტრესის და ენდოკრინული დარღვევების შესაფასებლად.

 

არგინინ-ვაზოპრესინი (AVP) და კოპეპტინი ერთი და იგივე წინამორბედი პეპტიდისგან – პრეპროვაზოპრესინისგან წარმოიქმნება,  ნეიროფიზინ II-თან და ვაზოპრესინთან ერთად.  წინამორბედი ცილის გარდაქმნისას კოპეპტინი ვაზოპრესინთან ერთად გამოიყოფა ჰიპოთალამუსის მაგნო და პარვოცელულური ნეირონებიდან.

კოპეპტინი ბევრად სტაბილურია პლაზმაში არგინინ-ვაზოპრესინტან შედარებით, ამიტომ ის გამოიყენება წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის გამოსავლენად.  კოპეპტინიც და არგინინ-ვაზოპრესინიც მგრძნობიარეა ოსმოტური სტიმულების მიართ და ორგანიზმში წყლის დეფიციტის საპასუხოდ იმატებს მათი კონცენტრაცია.

უშაქრო დიაბეტის დროს  დარღვეულია შარდის კონცენტრირების უნარი ოსმოსური სტიმულების საპასუხოდ.

ცენტრალური უშაქრო დიაბეტის ძირითადი მიზეზია არგინინ-ვაზოპრესინის პროდუქციის დაქვეითება.  ნეფროგენული  უშაქრო დიაბეტის  მიზეზია – თირკმლის პასუხის დაქვეითება არგინინ-ვაზოპრესინზე.

პლაზმის კოპეპტინის განსაზღვრა აუცილებელია არგინინ-ვაზოპრესინთან დაკავშირებული დარღვევების სადიაგნოსტიკოდ, ისევე როგორც   ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევისას.

იგი წარმოადგენს მწვავე ჰემოდინამიკური სტრესის მარკერს. მნიშვნელოვანია ისეთი კარდიული დარღვევების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა მწვავე კორონარული სინდრომი, კორონარული არტერიის სტაბილური  დაავადება (სტაბილური სტენოკარდია), გულის შეგუბებითი უკმარისობა და მწვავე იშემიური ინსულტი.

 

პოლიურია-პოლიდიფსიის ბიომარკერი

იმის გამო, რომ კოპეპტინი შეესაბამება და ასახავს ცირკულაციაში არსებული ვაზოპრესინის ოდენობას, ის წარმოადგენს ბიომარკერს ისეთი მდგომარეობისას როგორიცაა პოლიდიფსია-პოლიურია  (გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა) და ჰიპონატრემია (ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლში).  აღნიშნული სიმპტომები წარმოადგენს  ცენტრალური უშაქრო დიაბეტის, ნეფროგენური უშაქრო დიაბეტის და  პირველადი პოლიდიფსიის კლინიკურ  გამოვლინებებს.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

კვლევის მეთოდი: იმუნოფლუორესცენტული კვლევა

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკისას

    ცენტრალური და ნეფროგენული ფორმების დიფერენცირება

  • SIADH (ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი)

    ჰიპონატრემიის მიზეზის დადგენა

  • სტრესის ბიომარკერი

    მწვავე ინფარქტის, სეფსისის ან შოკის დროს

  • გულის დაავადებებისას

    გამოიყენება როგორც პროგნოზული მარკერი მწვავე კორონარული სინდრომისას

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევისას

    წყლის ბალანსის და ნატრიუმის რეგულაციის შესაფასებლად

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  •  მაღალი მაჩვენებელი

    მიუთითებს სტრესზე, SIADH-ზე, ინფარქტზე, სეფსისზე ან თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე.

  • დაბალი მაჩვენებელი

    დამახასიათებელია ცენტრალური დიაბეტუს ინსიპიდუსისთვის (AVP-ის დეფიციტი).

  • ნორმული მაჩვენებელი

    საჭირო ხდება წყლის დეფიციტის ტესტი ან ჰიპერტონული მარილის დატვირთვის ტესტი, რათა განვასხვავოთ დიაბეტუს ინსიპიდუსის ფორმები.

საცნობარო მნიშვნელობები

რეფერენტული ნორმები დამოკიდებულია ოსმოლარულ წნევაზე

270 – 280 mosmol   <   11,6 kg pmol/l

281 – 285 mosmol     –  1,0 – 13,7 kg pmol/l

286 – 290 mosmol   –    1,5 – 15,3 kg pmol/l

291 – 295 mosmol     –   2,3 – 24,5 kg pmol/l

296 – 300 mosmol    –  2,4 – 28,2 kg pmol/l

 

ტესტი ტარდება მაშინ, როცა საჭიროა ვაზოპრესინის ფუნქციის შეფასება. ის გამოიყენებაუშაქრო დიაბეტის, SIADH-ის, სტრესის და გულის დაავადებების დიაგნოსტიკაში, ხოლო შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან და სხვა ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button