ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾33.00 Original price was: ₾33.00.₾29.70Current price is: ₾29.70.
C ჰეპატიტის ვირუსი არის რნმ ვირუსი, რომელიც იწვევს C ჰეპატიტს. ვირუსი გადაეცემა ვირუსით ინფიცირებულ სისხლთან ან ინფიცირებულ ობიექტებთან კონტაქტით – სისხლის გადასხმის გზით, ჩვეულებრივი შპრიცებით, ტატუს ნემსებით, არასწორად სტერილიზებული ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით, პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოებით. ასევე ვარაუდობენ სქესობრივი გზით გადაცემას. შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ვირუსი არ გადაეცემა C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთან საყოფაცხოვრებო კონტაქტით.
C ჰეპატიტი ვლინდება როგორც მწვავე ინფექცია, რომელიც შემთხვევების 80%-ზე მეტში გადადის ქრონიკულ C ჰეპატიტში. ქრონიკული C ჰეპატიტი პროგრესულად აზიანებს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის ციროზს მთელი მისი გართულებებით და არის ჰეპატოცელულარული კარცინომის ერთ-ერთი მიზეზი.
ქრონიკული მატარებლებიდან, შრატში ALT პათოლოგიური მნიშვნელობებით ან მის გარეშე:
ანტი-HCV ანტისხეულების (ანტისხეულები C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ) ტესტი, წარმოადგენს სეროლოგიურ ანალიზს, რომელიც გვიჩვენებს ანტისხეულების არსებობას ან არარსებობას C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) წინააღმდეგ, პაციენტის შრატში.
ანტისხეულები ვლინდება ინფექციის დაწყებიდან საშუალოდ 7-8 კვირის შემდეგ. ინფექციის სპონტანური აღმოფხვრის შემთხვევაში ანტი-HCV ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან თანდათან შემცირდეს, სანამ საბოლოოდ არ გაქრება რამდენიმე წელიწადში.
ქრონიკული HCV ინფექციის მქონე პაციენტებში ანტისხეულები ვლინდება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.bg/hepatit-c/
https://www.synevo.ro/shop/anti-hcv/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-c.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები