ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

VDRL – ტიტრი (CMT) (სიფილისი, ათაშანგი) სკრინინგი

ცნობილი როგორც:VDRL – ტიტრი (CMT) სიფილისი
SKU: 318

61.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

VDRL – ტიტრი (Venereal Disease Research Laboratory) – არის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში ანტისხეულების დონეს Syphilis-ის მიმართ. ტიტრი მიუთითებს, რამდენად აქტიურია ინფექცია და გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის.

სიფილისი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Treponema Pallidum და მისი გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტით, სისხლის ტრანსფუზიით და პლაცენტური გზით.

VDRL – ტიტრი

კლინიკური ასპექტები:ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამომწვევი ადვილად ვრცელდება ლიმფური სისტემის მეშვეობით.  ინკუბაციური პერიოდი 15 დღიდან 3 თვემდე გრძელდება.

დაავადების კლინიკური გამოვლინებებია:

  • ადრეული – ინფექციის სტადია
  • გვიანი – არაინფექციური სტადია

თითოეული ფორმა შეიძლება ორ სტადიას მოიცავდეს:

  • პირველადი, მეორეული და ადრეული ლატენტური (ფარული) სიფილისი
  • გვიანი ლატენტური (ფარული) სიფილისი და მესამეული სიფილისი

პირველადი სიფილისი კლინიკურად ვლინდება  გენიტალური შანკრით (კვანძოვანი წარმონაქმნი) და ადენოპათიით (ლიმფური კვანძების გადიდებით). შანკრი 2-6 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება, სპეციფიკური მკურნალობის გარეშეც.

მეორეული სიფილისიკლინიკურად კანის და ლორწოვანების გამონაყრით ვლინდება (ხელისა და ფეხის გულებზე, კისერზე და სახეზე), ზოგჯერ ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება. სახსრების ტკივილი, პოლიადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ჰეპატიტი, უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება).

კლინიკური გამოვლინება 6 კვირიდან 6 თვემდე პერიოდში იწყება, შანკრის განვითარების შემდეგ. სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს, რასაც პერიოდულად მოსდევს უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა. არანამკურნალებ შემთხვევაში აღნიშნული ფაზა 1-2 წელიწადი გრძელდება.

ადრეული და მოგვიანებითი ლატენტური (ფარული) სიფილისის სტადიებიკლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე დიაგნოსტიკა მხოლოდ სეროლოგიური კვლევებითაა შესაძლებელი.

მესმეული სიფილისი კლინიკურად  კანის გუმებით, ნევროლოგიური (ზურგის ტვინის დეგენერაცია, გენერალიზებული პარეზი), კარდიოვასკულური (სიფილისური აორტიტი, აორტის ანევრიზმა, კორონარული სტენოზი) გამოვლინებებით ხასიათდება.  ამ სტადიის სიმპტომები საწყისი დაზიანებიდან 4-40 წლის პერიოდში ვლინდება. საწყის სტადიებზე  ანტიბიოტიკოთერაპიის მეშვეობით, დღეისათვის მესამეული სიფილისი პრაქტიკულად აღარ გვხვდება.

თანდაყოლილი სიფილისი.არსებობს მკრთალი ტრეპონემით გამოწვეული ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემის რისკი.  დიაგნოსტიკა ორსულებში გართულებულია, რადგან არსებობს ცრუ დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. ამ შემთხვევაში  FTA-ABS IgM ან  EIA-IgM ანტისხეულების განსაზღვრა საშუალებას იძლევა უკვე გადატანილი სიფილისის ნარჩენი ანტისხეულების განსხვავების, მიმდინარე სიფილისისგან.

 

 

 

 

 

 

 

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სიფილისის ეჭვი (კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანება, წყლულები)
  • საეჭვო სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგი (რისკ-ჯგუფებში)
  • ორსულობის დროს სიფილისის სავალდებულო შემოწმება
  • ნეიროსიფილისის ან სისტემური ინფექციის ეჭვი
  • სიფილისის მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (ტიტრის დინამიკა)
  • გადატანილი ინფექციის შემდეგ კონტროლი (რეციდივის გამორიცხვა)

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • უარყოფითი
    → ინფექციის სეროლოგიური მტკიცებულება არ არსებობს (თუმცა ძალიან ადრეულ სტადიაზე შეიძლება ჯერ არ გამოვლინდეს)
  • დაბალი ტიტრი (მაგ. 1:2, 1:4)
    → შეიძლება იყოს:
    • ადრეული ან გვიანი ინფექცია
    • ან მკურნალობის შემდეგ დარჩენილი სეროლოგიური „კვალი“
  • საშუალო/მაღალი ტიტრი (მაგ. 1:8, 1:16, 1:32 და მეტი)
    → უფრო ხშირად მიუთითებს აქტიურ ინფექციაზე

მკურნალობის მონიტორინგი

  • წარმატებული მკურნალობის შემდეგ ტიტრი თანდათან მცირდება
  • 4-ჯერ ან მეტჯერ შემცირება (მაგ. 1:32 → 1:8) ითვლება კარგ თერაპიულ პასუხად
  • სტაბილური მაღალი ტიტრი შეიძლება მიუთითებდეს:
    • არასრულ მკურნალობაზე
    • ან რეინფექციაზე
  • VDRL – ტიტრი  არასპეციფიკური ტესტია
  • შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგები (ორსულობა, აუტოიმუნური დაავადებები, სხვა ინფექციები)
  • საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს დამადასტურებელ ტესტებთან ერთად (TPHA, FTA-ABS)

 

VDRL – ტიტრი ყველაზე მეტად გამოიყენება ინფექციის აქტივობისა და მკურნალობაზე პასუხის დინამიკის შესაფასებლად და არა მარტო დიაგნოზის დასასმელად.

საცნობარო მნიშვნელობები

Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი კვლევის მეთოდები:

  • პათოგენის პირდაპირი გამოვლენა: მიკროსკოპია, პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის რეაქცია (RIF), მოლეკულური მეთოდები (PCR ანალიზი);
  • პათოგენის არაპირდაპირი გამოვლენა (ინფექციის სეროლოგიური მარკერები).

სიფილისის სეროლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ტრეპონემულ და არატრეპონემულ ტესტებს

 

პირველადი იმუნური პასუხი წარმოდგენილია IgM ტიპის სპეციფიური ანტი-ტრეპონემული ანტისხეულებით, რომლებიც ვლინდება ინფექციის მე-2 კვირის ბოლოს; ანტი-ტრეპონემული IgG ანტისხეულები ჩნდება მოგვიანებით, მე-4 კვირაში. ამრიგად, კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დასაწყისში პაციენტების უმეტესობას სისხლში აქვს IgM და IgG ანტისხეულები. სპეციფიური IgM ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს ადრეული სიფილისის ადექვატური მკურნალობის შემდეგ, მაგრამ სპეციფიური IgG ანტისხეულების პერსისტირება გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ამ ტიპის ანტისხეულების განსაზღვრა შედის ტრეპონემული ტესტების კომპლექსში.

სწრაფი ტესტი სიფილისის ანტისხეულებზე  გამოიყენება T. pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG, IgM და IgA) ხარისხობრივად და შერჩევითად გამოსავლენად მთელ სისხლში, შრატში ან პლაზმაში. ტესტის მგრძნობელობა წარმოადგენს 99.54%-ს, სპეციფიურობა – 100%-ს.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/v-d-r-l/

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button