Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქვანტიფერონი | ტუბერკულოზის ტესტი

ცნობილი როგორც:ქვანტიფერონი | ტუბერკულოზის ტესტი
SKU: 767

440.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ქვანტიფერონის ტესტი წარმოადგენს სისხლის ტესტს, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის როგორც ლატენტური, ასევე აქტიური ფორმების დიაგნოსტიკისათვის.

ტესტი ზომავს უჯრედული იმუნური პასუხის ინტენსივობას ESAT-6 და CFP-10 პროტეინების  მსგავსი ანტიგენების მიმართ (ESAT-6 და CFP-10 წარმოიქმნება მიკობაქტერიების მიერ). მიკობაქტერიებით ინფიცირებულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, სისხლში აქვთ T ლიმფოციტები, რომლებიც ცნობენ ამ ანტიგენებს (ESAT-6 და CFP-10). ამოცნობის პროცესი მოიცავს ციტოკინების, განსაკუთრებით γ-ინტერფერონის წარმოქმნას და განთავისუფლებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს და რაოდენობრივად განისაზღვროს ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA).

ტუბერკულინის ტესტისგან განსხვავებით, ქვანტიფერონის ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს BCG ვაქცინაცია და მასზე ნაკლებად მოქმედებენ არატუბერკულოზური მიკობაქტერიული ინფექციები. გარდა ამისა, ქვანტიფერონის ტესტის დროს არ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის გვერდითი მოვლენები. მისი შედეგები გაცილებით ობიექტურია – წაკითხვისა და ინტერპრეტაციის შეცდომების გარეშე.

ზოგადი ინფორმაცია

ტუბერკულოზი არის გადამდები რესპირატორული ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია მიკობაქტერიებით, რომლებიც სამი ტიპისაა: Mycobaterium tuberculosis (ყველაზე გავრცელებული), M. bovis და M. africanum.

ტუბერკულოზის ინფექცია მოიცავს როგორც აქტიურ, ასევე ლატენტურ ფორმებს. ლატენტური ტუბერკულოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის გამომწვევია M. tuberculosis და ორგანიზმის იმუნური სისტემა აკონტროლებს და ზღუდავს ინფექციას, მაგრამ ვერ ახერხებს მის აღმოფხვრას.

დადგენილია, რომ ლატენტური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 10% სიცოცხლის განმავლობაში გადადის აქტიურ ფორმაში. ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის მიზეზები მოიცავს აივ ინფექციას, TNFα ანტაგონისტებით მკურნალობას და სხვ. ამ მიზეზით, ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინფექციის რეაქტივაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებში.

ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს აქტიურ ფორმაში პროგრესირების რისკი.

როდის ჩავიტაროთ ქვანტიფერონის ტესტი?

ქვანტიფერონის ტესტი ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ეჭვი ტუბერკულოზის აქტიური ან ლატენტური ფორმის არსებობაზე;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმის მქონე პაციენტთან კონტაქტი;
  • დაავადების მიმდინარეობის, აქტივობისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების სკრინინგი: სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი, არაჰიგიენურ გარემოში მცხოვრები პირები და ა.შ.

კვლევა რეკომენდირებულია ექიმის რჩევით ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა: სისუსტე და დაღლილობა, დაბალი ხარისხის ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონაში კლება, გახანგრძლივებული ხველა სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ნახველით.

შენიშვნა: ქვანტიფერონი ცვლის ტუბერკულინის ტესტს და ამიტომ ორივე ტესტი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტირებამდე სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა შეწყდეს იმუნოსუპრესიული თერაპია.

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი:

მოცემულ პირობებში შეიძლება გამოირიცხოს Mycobacterium tuberculosis-ით ინფექცია. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული აივ ინფექცია ან სხვა მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით მკურნალობა, ლიმფომა, ზოგიერთი სიმსივნე, დიაბეტი, სილიკოზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა), გასათვალისწინებელია მიმდინარე იმუნური სტატუსი.

უარყოფითი შედეგი იმ ადამიანებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდათ კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან, უნდა დადასტურდეს ახალი ტესტით, კონტაქტიდან 6-8 კვირის შემდეგ.

დადებითი შედეგი:

დადებითი შედეგი მიუთითებს M. tuberculosis-ით ინფექციაზე. უმეტეს შემთხვევაში, ამ ტესტით შეუძლებელია ლატენტური და აქტიური ინფექციის დიფერენცირება.

აქტიურ ტუბერკულოზზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში შესაძლებელია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის (მიკროსკოპია, ბაქტერიოლოგია) და მოლეკულური ბიოლოგიის ყველა მეთოდის გამოყენება.

გაურკვეველი შედეგი:

თუ ნიმუში შეგროვდა და ტრანსპორტირდა შესაბამის პირობებში და გვაქვს გაურკვეველი შედეგი, ეს სავარაუდოდ მიუთითებს მძიმე იმუნოსუპრესიაზე, რომელიც გამოწვეულია შიდსით, სხვა მძიმე დაავადებით ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით (მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდები, TNFα ანტაგონისტები, ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული მედიკამენტები).

ტესტის პროგნოზული ღირებულება დამოკიდებულია ტუბერკულოზის გავრცელებაზე საკვლევ პოპულაციაში. ტესტის შედეგი უნდა ინტერპრეტირდეს პაციენტის კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში. იშვიათად შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგის მიღება არატუბერკულოზური მიკობაქტერიებით (M. kansasii, M. szulgai და M. Marinum) ინფიცირებულ პაციენტებში.

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.bg/quantiferon-tuberkuloza/

https://www.synevo.ro/shop/quantiferon-tbc-test/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button