ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დიაბეტის მონიტორინგის გაფართოებული პროფილი

ცნობილი როგორც: დიაბეტის მონიტორინგის პროფილი
SKU: PL220503

119.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი, შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

დიაბეტის მონიტორინგის გაფართოებული პროფილი მოიცავს 7 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტისა და თერაპიის მონიტორინგი და ხელახლა შეფასება უნდა განხორციელდეს 3 თვეში ერთხელ.

პერიოდული მონიტორინგის მეშვეობით, პაციენტების 30-40%-ი დიაბეტს კარგად აკონტროლებს.

პროფილური კვლევით ვლინდება ის არანორმალური მნიშვნელობები, რომლებმაც შეიძლება მიგვითითონ დიაბეტის გართულებებზე ან თერაპიული კურსის ცვლილების აუცილებლობაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი ტარდება:

  • შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგის მიზნით.
  • შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადების განვითარების რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების შეფასების მიზნით.
  • შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული გულის დაავადების ან სისხლის მიმოქცევის პრობლემების (სისხლძარღვების პათოლოგიების) განვითარების რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების შეფასების მიზნით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება ან დიაბეტის თერაპიული კურსის ცვლილება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს სავარაუდო დიაგნოზის ზუსტად დასასმელად ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლის მიმდინარე თერაპიის კურსს.

პროდუქტის აღწერა

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.

ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თქვენი ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ვერ გამოიყენებს მის მიერ წარმოქმნილ ინსულინს ეფექტურად. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ინსულინი ან უჯრედები წყვეტენ ინსულინზე რეაგირებას, სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა რჩება.

სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს მთელს სხეულში. რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე და რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ის, მით მეტია ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება, მხედველობის პრობლემები და თირკმლების დაავადება.

კრეატინინის განსაზღვრა და შარდის საერთო ანალიზი – შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადების განვითარების რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების შეფასების საშუალებას იძლევა, დიაბეტის მონიტორინგთან ერთად.

საერთო ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების განსაზღვრა – შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული გულის დაავადების და სისხლის მიმოქცევის პრობლემების (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების, წვივებისა და ტერფების დაზიანება) განვითარების რისკის შეფასების ან უკვე განვითარებული დაავდების შეფასების საშუალებას იძლევა, დიაბეტის მონიტორინგთან ერთად.

სწორედ ამ გართულებების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია დიაბეტის მონიტორინგის გაფართოებული პროფილური კვლევის ჩატარება.

შაქრიანი დიაბეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – შაქრიანი დიაბეტი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოდ.

რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

შარდის შეგროვების წესები:

  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის უნდა შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button