
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾262.00
ლეპტინის ანალიზი სისხლში ტარდება შრატში ან პლაზმაში ლეპტინის დონის გასაზომად. ტესტი გამოიყენება ენერგეტიკული ბალანსის, მეტაბოლიზმისა და სიმსუქნესთან დაკავშირებული მდგომარეობების შესაფასებლად.
ლეპტინი არის 16-კილოდალტონიანი ცილა, რომელიც პირველად 1994 წელს იქნა აღმოჩენილი. იგი ძირითადად გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილში და მისი რაოდენობა პროპორციულია ცხიმის მარაგის ზომასთან. გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა, ლეპტინი გამომუშავდება კუჭში, პლაცენტაში და სარძევე ჯირკვალშიც.
ლეპტინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიულ ქსოვილებზე, არეგულირებს ენერგეტიკულ ჰომეოსტაზს, ნეიროენდოკრინულ ფუნქციას, მეტაბოლიზმს, იმუნურ სისტემას და სხვა პროცესებს. მისი მომატებული დონე ამცირებს მადას და ზრდის ენერგიის ხარჯვას. ასევე ითვლება, რომ ლეპტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის რეაქციაში შიმშილზე.
ლეპტინს ასევე უკავშირებენ ანგიოგენეზის, ჰემატოპოეზის, იმუნიტეტისა და ძვლის ფორმირების რეგულაციას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სქესობრივ განვითარებასა და რეპროდუქციაში. ლეპტინის დეფიციტის მქონე ადამიანებს და ცხოველებს არ შეუძლიათ პუბერტატის დასრულება, ხოლო მომატებული დონე აჩქარებს სქესობრივ მომწიფებას. ქალებში ლეპტინის დონე გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე და ნორმალური ორსულობის განვითარებაზე. ორსულობის დროს პლაცენტა აქტიურად გამოიმუშავებს ლეპტინს, რის შედეგადაც დედის სისხლში მისი დონე მეორე და მესამე ტრიმესტრში ორჯერ მაღალია, ვიდრე არაორსულ მდგომარეობაში.
ლეპტინის განსაზღვრა სისხლში ტარდება იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა განისაზღვროს:
კვლევა შეიძლება დაინიშნოს სიმსუქნის მიზეზების გასარკვევად, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს ეჭვი ლეპტინის დეფიციტზე ან ლეპტინის მიმართ რეზისტენტობაზე. ასევე ტარდება შესაძლო იშვიათი გენეტიკური დარღვევების დროს, როდესაც პაციენტს ადრეული ასაკიდან აღენიშნება მაღალი ხარისხის სიმსუქნე.
ლეპტინის ანალიზი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეიროენდოკრინული დარღვევების შეფასებისთვის, როგორებიცაა:
ლიპოდისტროფია
ჰიპოთალამური ამენორეა
ლიპოატროფია
კვლევის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის დროსაც, რადგან პლაცენტა აქტიურად გამოიმუშავებს ლეპტინს და მისი დონე დედის სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება. ეს გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და ორსულობის მიმდინარეობაზე.
თუ ლეპტინის დონე დაბალია, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იშვიათ გენეტიკურ დარღვევებზე, როგორიცაა ლეპტინის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი.
თუ ლეპტინის მაჩვენებელი მაღალია, ეს ყველაზე ხშირად შეესაბამება სიმსუქნეს. სიმსუქნის დროს ლეპტინის დონე ჩვეულებრივ მომატებულია, მაგრამ ორგანიზმი ხდება ლეპტინის მიმართ რეზისტენტული. შედეგად, პაციენტს აქვს დაქვეითებული დანაყრების შეგრძნება, საკვების ზედმეტი მიღება, სხეულის მასის ზრდა და მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა ინსულინის რეზისტენტობა და დისლიპიდემია.
ორსულობისას ლეპტინის დონე ბუნებრივად იზრდება, რადგან პლაცენტა აქტიურად გამოიმუშავებს მას. მეორე და მესამე ტრიმესტრში დედის სისხლში ლეპტინის დონე დაახლოებით ორჯერ მაღალია, ვიდრე არაორსულ მდგომარეობაში, რაც ითვლება ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესად.
ლეპტინი მონაწილეობს სხეულის წონის რეგულირების პროცესებში და იზრდება მასის მომატების დროს. სხეულის წონის 10%-ით შემცირება იწვევს ლეპტინის კონცენტრაციის 53%-ით შემცირებას. ამის საპირისპიროდ, 10%-ით წონის მომატება, სისხლის შრატში ლეპტინის დონეს 300%-ით ზრდის. ასეთ პაციენტებში ლეპტინის გაზრდილი დონე აიხსნება „ლეპტინის მიმართ რეზისტენტობით“, რაც ასოცირდება ჰორმონის სატრანსპორტო ცილების მიერ გადატანის ან ხსნადი ლეპტინის რეცეპტორების ფუნქციის დარღვევასთან.
შედეგად ლეპტინის ჭარბ რაოდენობას მივყავართ ინსულინის სეკრეციის ინჰიბირებამდე, ჩონჩხის კუნთების და ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებამდე, ღვიძლის უჯრედებზე ინსულინის მოქმედების შემცირებამდე, რაც იწვევს გლიკემიის ზრდას კიდევ უფრო მეტად.
ლეპტინის დონე უკავშირდება ენდოკრინულ სტატუსს. მისი კონცენტრაცია უფრო მაღალია ქალებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების თავისებურებით, რადგან ქალებს აქვთ კანქვეშა ცხიმის უფრო განვითარებული ფენა, და ეს განაპირობებს ლეპტინის სინთეზის განსხვავებულ მაჩვენებელს.
ლეპტინის მაღალი დონით აიხსნება, თუ რატომ ვითარდება სისხლძარღვების თრომბოზი ჭარბ წონიან ადამიანებში უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში. ნაჩვენებია, რომ თრომბი ვითარდება ლეპტინსა და თრომბოციტების რეცეპტორებს შორის სპეციალური ურთიერთქმედების შედეგად. ზოგადად, ლეპტინის დონე სისხლში ასოცირდება ინსულინისა და პროინსულინის დონის მაჩვენებლებთან.
ლეპტინის დონე ასახავს არა მხოლოდ დაგროვილი ცხიმის რაოდენობას, არამედ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებებს: შიმშილის დროს იგი მცირდება, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, კი იზრდება. პრაქტიკულად, ეს არის არსებობის ცვალებად პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციის სიგნალი, რომლის მთავარი ასპექტია მარხვის (შიმშილის) დროს ნახშირწყლებიდან ცხიმოვან მეტაბოლიზმზე გადასვლის შესაძლებლობა.
ჰიპერლეპტინემიასა და ინსულინის რეზისტენტობას შორის მჭიდრო კავშირია. სიმსუქნის განვითარებაზე ლეპტინის მაინჰიბირებელი ეფექტის გათვალისწინებით, ითვლება, რომ ნორმაში ლეპტინის წარმოება იზრდება ინსულინის კონცენტრაციის ზრდის საპასუხოდ, რაც ხელს უშლის ინსულინის შემდგომ წარმოებასა და გამოთავისუფლებას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. ლეპტინის დონე მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ სხეულის მასისი ინდექსთან (BMI), არამედ არტერიული წნევის დონესთან, ათეროგენული ლიპოპროტეინების კონცენტრაციასთან და ინსულინრეზისტენტობის ინდექსთან.
შრატში ლეპტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშებით, ხანგრძლივი მჯდომარე ცხოვრების წესით. მეტაბოლიზმი ნელდება, კილოგრამები სწრაფად გროვდება და ამ დროს ქალებში ხშირად აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც საბოლოოდ უშვილობის და ოსტეოპოროზის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
იშვიათი ჰომოზიგოტური მუტაციები ლეპტინის (LEP) გენში იწვევს ლეპტინის სრულ დეფიციტს, რაც იწვევს გაძლიერებულ მადას და ადრეულ ასაკში გამოხატულ სიმსუქნეს. ჰეტეროზიგოტური მუტაციების მქონე პაციენტებში აღინიშნება ნაწილობრივი დეფიციტი და მომატებული სხეულის მასა. ასეთ შემთხვევებში ლეპტინის დანიშვნა შეიძლება აღადგინოს მეტაბოლური და ნეიროენდოკრინული დარღვევები.
სიმსუქნის უმეტეს შემთხვევებში ლეპტინის დონე მაღალია, თუმცა ორგანიზმი ხდება ლეპტინის მიმართ რეზისტენტული. ეს მდგომარეობა ხასიათდება დაქვეითებული დანაყრების შეგრძნებით, ზედმეტი საკვების მიღებით, სხეულის მასის მატებით და მეტაბოლური დარღვევებით, როგორიცაა ინსულინის რეზისტენტობა და დისლიპიდემია.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
