C-Peptide C-პეპტიდი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

43.00

ზოგადი ინფორმაცია:

C- პეპტიდი არის ენდოგენურად წარმოქმნილი პროინსულინის სტაბილური ფრაგმენტი, რომლიც „ჩამოეჭრება“ მას ინსულინის ფორმირების დროს. იგი შედგება 31 ამინომჟავის ნარჩენებისგან, რომლებიც მდებარეობს პროინსულინის ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის და ბიოლოგიურად არააქტიურია.

პანკრეასის ბეტა უჯრედებში ინსულინის მოლეკულის სინთეზის დროს, ეს ცილა „ამოიჭრება“ პეპტიდაზებით და, ინსულინთან ერთად ხვდება სისხლში.

ინსულინი აქტიური არ არის, სანამ C- პეპტიდი არ გამოეყოფა მას. ეს საშუალებას აძლევს პანკრეას შექმნას ინსულინის მარაგი პროჰორმონის სახით.

C- პეპტიდის დონის განსაზღვრა საშუალებას იძლევა შეფასდეს ინსულინის სეკრეცია. C- პეპტიდის ტესტს ინსულინთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს: სისხლში C- პეპტიდის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივობა ინსულინზე უფრო გრძელია, შესაბამისად, C- პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია, ვიდრე ინსულინის კონცენტრაცია.

C- პეპტიდს არ აქვს ჯვარედინი რეაქცია ინსულინის ტესტთან, რის გამოც C- პეპტიდის გაზომვა საშუალებას იძლევა შეფასდეს ინსულინის სეკრეცია, ეგზოგენური ინსულინის მიღების დროსაც, ისევე როგორც ინსულინისადმი აუტოანტისეხულების არსებობის შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების შემოწმებისას. C- პეპტიდის დონე იცვლება ენდოგენური ინსულინის დონის რყევების შესაბამისად. ამ ინდიკატორების თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების ფონზე, რადგან ინსულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის მიერ, ხოლო C- პეპტიდის მეტაბოლიზმი და ექსკრეცია ხორციელდება თირკმელებით. ამ თვალსაზრისით, ამ ინდიკატორის განმარტება შეიძლება იყოს საფუძველი სისხლში ინსულინის შემცველობის ცვლილების ადეკვატური ინტერპრეტაციისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

C- პეპტიდის დონის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში, ინსულინომის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, სისხლში C- პეპტიდის მომატებული დონის გამოვლენა მიუთითებს მეტასტაზების ან სიმსივნის რეციდივის შესახებ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

პანკრეასის β უჯრედების ფუნქციური მდგომარეობის (ინსულინის სეკრეტორული უნარი) მარკერი.

  • დიფერენციალური დიაგნოზი ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი;
  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების დიფერენციალური დიაგნოზი (ინსულინომის დიაგნოზი, სავარაუდო ხელოვნური ჰიპოგლიკემია);
  • დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკის არჩევა;
  • ქალების გამოკვლევა (სკრინინგი) საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს.
  • ინსულინით თერაპიის შეწყვეტამდე, β- უჯრედების ნარჩენი ფუნქციის შეფასება;
  • ინსულინის სეკრეციის შეფასება ღვიძლის დაავადებებში;
  • კონტროლი პანკრეასის მოცილების შემდეგ.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.ტესტი კეთდება უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

C პეპტიდის დონის მომატება:

  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • ჰიპოგლიკემია პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების მიღების დროს (სულფანილშარდოვანას წარმოებულები);
  • ინსულინომია;
  • ანტისხეულები ინსულინის მიმართ.
  • სომატოტროპინომა;
  • APUD სისტემის სიმსივნეები;
  • თირკმლის უკმარისობა

C პეპტიდის დონის კლება:

  • ტიპი 1 დიაბეტი;
  • ალკოჰოლური ჰიპოგლიკემია;
  • სტრესი;
  • ანტისხეულები ინსულინის რეცეპტორების მიმართ (ტიპი 2 დიაბეტი);
  • ინსულინით თერაპია (პანკრეასის ნორმალური რეაქცია ეგზოგენური ინსულინის მიღებასთან დაკავშირებით).

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up