ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საერთო ქოლესტეროლი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Total Cholesterol Laboratory research
SKU: 1073

Original price was: ₾17.00.Current price is: ₾15.30.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ქოლესტეროლი ცხიმის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში.   თავისუფალი ქოლესტეროლი არის უჯრედის პლაზმური მემბრანების,  მიტოქონდრიებისა და ენდოპლაზმური ბადის მემბრანების კომპონენტი.  წარმოადგენს სასქესო ჰორმონების – კორტიკოსტეროიდების, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის წინამორბედს. ქოლესტეროლის 80%-მდე ღვიძლში სინთეზირდება, დანარჩენი კი ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, კვერცხი) ხვდება.  ქოლესტეროლი წყალში უხსნადია, მისი ტრანსპორტირება ქსოვილებსა და ორგანოებს შორის ხდება ლიპოპროტეინების კომპლექსების მეშვეობით. განასხვავებენ ქოლესტეროლის ფრაქციებს: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL), რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობითა და ფუნქციით.

 

ესტროგენები აქვეითებს, ხოლო ანდროგენები ზრდის მსაერთო ქოლესტეროლის დონეს. . ქოლესტეროლის დაგროვება არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ათეროსკლეროზი და გულის კორონარული დაავადება) განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი.

საერთო ქოლესტეროლის გამოკვლევა ყოველთვის მიზანშეწონილია ტრიგლიცერიდების, HDL და LDL ქოლესტერინის განსაზღვრასთან ერთად.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა წარმოდგენას გვიქმნის ლიპიდურ სტატუსსა და მეტაბოლურ დარღვევებზე და განსაზღვრავს ათეროსკლეროზის, კორონარული სტენოზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.

  • გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკ ფაქტორების მონიტორინგი;
  • პირველადი და მეორადი დისლიპიდემიის სკრინინგი;
  • დისლიპიდემიის თერაპიის მონიტორინგი.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ!

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ქოლესტეროლის მომატებული დონე:

  • IIb, III და V ტიპის ჰიპერლიპოპროტეინემია;
  • მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია IIa ტიპის;
  • სანაღვლე გზების ობსტრუქცია: ქოლესტაზი, ბილიარული ციროზი;
  • ნეფროზი;
  • პანკრეასის დაავადებები;
  • ჰიპოთირეოზი;
  • დიაბეტი;
  • დიეტა მაღალი ცხიმებითა და ქოლესტერინით;
  • ალკოჰოლიზმი
  • Von Gierke-ს დაავადება
  • სიმსუქნე.

ქოლესტეროლის შემცირებული დონე:

  • ჰიპო- ან ა-ბეტალიპოპროტეინემია;
  • მძიმე ჰეპატოცელულური დაზიანება;
  • ჰიპერთირეოზი;
  • მიელოპროლიფერაციული დაავადებები;
  • სტეატორეა მალაბსორბციით;
  • ქრონიკული ანემია (მეგალობლასტური, სიდერობლასტური);
  • მწვავე დაავადებები, ანთებები, ინფექციები;
  • შიმშილი

პროდუქტის აღწერა

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • კვლევა ტარდება უზმოდ
  • კვლევის ჩატარებამდე  72 საათის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
  • კონკრეტული მედიკამენტების მიღების შესახებ აუცილებელია აცნობოთ ექიმს და ლაბორატორიას

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button